გაჩუმებული პირქუში ცა შემიყვარდა !!

 

და მართლაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სწორედ მაშინ ხდება როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები..უცნაურია,ძალიან უცნაურია_ადამიანს ადამიანი კი უყვარდება მაგრამ რამდენი ხნით? რამდენიმე თვით თუ რამდენიმე დღით? მადლობა პოეტებს და სულით შემოქმედებს,რომ ასე ლამაზად ახასიათებენ,ასე ეტრფიან,უძღვნიან უამრავ სტრიქონს,ფიქრობენ და გრძნობენ მას,მაგრამ რას ეტყვიან მათ ვისაც ნამდვილად აინტერესებთ ის ? როგორი სიტყვებით შეამკობენ და როგორ შეფუთავენ სინამდვილეს? მე ვფიქრობ,რომ ალბათ მესაფლავეც მართალი იყო როცა თქვა რომ ,,ქვეყანაზე ვინც კი კვდება,იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება ,, თუმცა ბატონო მესაფლავე მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ რომ აღარაა საჭირო სიკვდილი ისედაც ივიწყებენ ერთმანეთს.არ ახსოვთ და თუ ახსოვთ არც ესაა დიდი წარმატება…მუდმივად მიჩნდება კითხვა: გაუძლებს თუ არა დღევანდელი სიყვარული დროს ??? ალბათ გაუძლებს ან ჩვენ თვითონ უნდა გავაძლებინოთ,რადგან უიმისოდ ვერ ვიარსებებთ! სასაცილო დანაშაუს ჩავდივარ,ვწერ იმას რაც არ ვიცი,ვსაუბრობ იმ თემაზე რიმელიც ჩემთვის ნაპოლეონის რეფორმებივით უცხო და შორია,მაგრამ ეს ხომ ის არის რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობ…რატომ გგონიათ, რომ ადვილია ვინმეს თავი შეაყვარო ?  მართლა გჯერათ,რომ იმ ღირსების ჩვენება რაც გაქვთ მარტივია და მოკლე დროში ხდება ? რათქმაუნდა არა ! რამდენადაც ძლიერი ხარ იმდენად დიდია მეტოქეობა,რამდენადაც კარგი ხარ იმდენად უნდათ თქვენი დამალვა,მაგრამ ნათქვამია ,,თუ ღმერთი შენსკენაა რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის შენს წინაარმდეგ,, სწორედ ამიტომ გწამდეთ,რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც სრულყოფილი ბიწიერებით არიან შებყრობილნი და დამპალი,უსარგებლო ხის ნაფოტის მსგავსი გრძნობებით ცდილობენ ტყუილებით სამუდამოდ დამარხონ სიმართლე. ისიც გწამდეთ,რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ღირსეული გულის შეხება არ შეუძლიათ თუ შეურაცხყოფა არ მოგაყენეს….და მიუხედავად ყველაფრისა მე ვცხოვრობ ასე,ვარსებობ ამ გრძნობებით,ხშირად ყველაფერს მარტო დროისგან დაძველებულ,დაბერებულ და ფერშეცვლილ ფურცლებს  ვუმხელ,მიხარია კიდეც რომ სხვებისგან განსხვავებით არ მძალუძს გენიოსების დაცინვა,პირიქით მე ისინი ცხოვრებას მასწავლიან,სხვისი ღირსების პატივისცემას მასწავლიან დამსახურების მიუხედავად,ხოლო რაც მთავარია ყოველთვის მასწავლიან ძლიერ სიყვარულს რაღაც არაბუნებრივი საგნების მიმართ..აი,მაგალითად: გუშინ მასწავლა,მიმახვედრა რომ გაჩუმებული პირქუში ცა უნდა შევიყვარო თავისი ღირსებით. დღეს კი ვხვდები, რომ ჩამქრალი მზის შეყვერების დროა,ის უკვე ვეღარ ანათებს ისე კაშკაშად როგორც ძველად,მან კაცობრიობისგან გულწრფელობა ვერ მიიღო….შეიძლება ვცდები, მაგრამ ალბათ სიყვარული არაბუნებრივი საგნების მიმართ უფრო მყარია ვიდრე ადამიანებს შორის,სწორედ ამიტომ ვერ გავიგე_ადამინს ადამიანი კი უყვარდება მაგრამ რამდენი ხნით ?!   (მ.მ.)   Image

“ნუ იქნები ზარმაცი !!”

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან გვინდა რამის გაკეთება, მაგრამ დიდი სურვილის მიუხედავად ყველაზე მთავარს ვერ ვახერხებთ,მიზნამდე მისაღწევი ნაბიჯების გადადგმა გვიჭირს,ვექცევით ფსიქოლოგიურ ჩიხში და გამოსავალს ვეძებთ.უმეტესად ახალგაზრდების მთავარი პრობლემა სიზარმაცე და იმ რთული გზის შიშია რომელიც ცხოვრებას თან ახლავს.ამ ყველაფერზე ერთი მხრივ მათ ფსიქოლოგიაზე გათვლილი ფილმები ახდენს გავლენას. უმრავლეს შემთხვევაში ფილმის შინაარსის შემდეგ ნათლად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა და ვთქვათ, რომ : შეიძლება იყო არარაობა, არ აკეთო არაფერი და შენ მაინც მიიღებ დადებით შედეგს.Image მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ასე ადვილად არ ხდება.აუცილებელია გაიაზრო რეალობა,განივითარო ღირსების,პასუხილმგებლობის და სტრატეგიული აზროვნების უნარი.სხვა შემთხვევაში წრიულად ვივლით და საიდანაც დავიწყეთ ისევ იმ ადგილს დავუბრუნდებით,მაგრამ მე იმედი მაქვს,რომ დროთა განმავლობაში თანამედროვე ახალგაზრდების აზროვნება შეიცვლება,ისეთ სახეს მიიღებს როგორიც ჩვენს ქვეყანას და მათ საკუთარ თავს ჭირდება. ბოლოს მინდა ერთი რამ გითხრათ და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ როგორ გსურთ ცხოვრების გაგრძელება.

სწორედ მოაზროვნე ადამიანები – წლების მანძილზე იბრძვიან, რომ დაიმსახურონ და მოიპოვონ უფლებები, მაგალითად პატივისცემა და ღირსება.

არასწორედ მოაზროვნე ადამიანები – მთელი ცხოვრება სხვებისგან ელიან შეფასებას, დასტურს და თანხმობას. Imageთქვენი გონება კი სწორედ თქვენს ხელშია …

Aside

Pink Floyd …Imageნოვატორული ბრიტანული როკ-ჯგუფი,როკ მუსიკის ისტორიაში რიგით მეშვიდე ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ლეგენდა იყო.ცნობილია ფილოსოფიური ტექსტებით, აკუსტიკური ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური გაფორმებით და გრანდიოზული წარმოდგენებით. ჯგუფი ჩამოყალიბდა 60იანი წლების შუა ხანაში. 1973 წელს გამოვიდა მათი შემოქმედების მწვერვალად წოდებული ალბომი The Dark Side of The Moon. Imageბრიტანული როკ-ჯგუფი პინკ ფლოიდი არსებობის 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა მსმენელს. ფსიქოდელიური ანდერგრაუნდის ჩარჩოებში შექმნილი ჯგუფის შემოქმედება დროსთან ერთად გაიზარდა და არტ-როკის კალაპოტში მოექცა-პრაქტიკულად მათ შექმნეს ახალი ჟანრი ფსიქოდელიური არტ-როკი. მთავარი მახასიათებელი მათი შემოქმედების მუდმივი ცვლილება და ექსპერიმენტებია რომელთა მიუხედავად მათი მუსიკა ყოველთვის ინარჩუნებდა საუკეთესოს და პროგრესულთან ერთად ძველი სტილიც დაკრავს, სწორედ ამის წყალობით მრავალი სხვა ჯგუფისგან განსხვავებით პინკ ფლოიდი ყოველთვის ახერხებდა ძველი მსმენელის შენარჩუნებასთან ერთად ახალი თაობის მოზიდვას და მათ ჩართვას ამ მუსიკაში. მათი ნოვატორულობა გამოჩნდა არა მხოლოდ მუსიკაში არამედ ტექნიკურ მიღწევებშიც სტუდიურ ჩაწერასა და კონცერტებზე. ასე ჯგუფი ერთ-ერთი პირველი იყო რომელიც ლაზერულ შოუს, ანიმაციებსა და სლაიდებს იყენებდა. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ტექსტებსაც რომლებიც უმეტეს წილად საზოგადო პრობლემებს და შიშებს ასახავდა-მარტოობა, სასოწარკვეთა, სიკვდილის შიში.მსგავსი ტექსტები კიდევ უფრო აძლიერებს ისედაც დიდი გავლენის მქონე ინსტრუმენტალურ ნაწილს ……….Image

შემდეგი ალბომი (WISH YOU WERE HERE, 1975 წ.)Image

 რომელიც ეძღვნებოდა სიდ ბერეტის ტრაგიკულ ბედს ა.შ.შ-ს და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ პოზიციებში მოექცა სიდის ტრაგიკული ისტორიის გარდა რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების გატაცებას შეეწირა ჯგუფი შეეხო მუსიკალური ინდუსტრიის პრობლემებს-კონკრეტულად ხმის ჩამწერი სტუდიების გულგრილობას ხელოვნების მიმართ და იმას რომ პრიორიტეტული მუსიკალურ კულტურაში ფული გახდა და არა თვითონ მუსიკა რითაც ხმის ჩამწერი რამდენიმე სტუდიის უკმაყოფილება გახდა….ალბომი შესულია ჟურნალი როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო ალბომების სიაში, ჟურნალ Q-ს მკითხველებმა ალბომი თავისი საყვარელი ალბომების სიის 34-ადგილზე შეიტანეს, ასევე ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების სიაში მოხვდა და ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ჯგუფის შემოქმედებაში..ჯგუფის მთავარი წარმატების ფორმულა იყო მუსიკის ტექსტები,ყველა ტექსტის ავტორი იყო-როჯერ უოტერსი..Image  ის ნოვაციები რაც მათ ჟანრების შერწყმაში, ტექსტებში ფილოსოფიური ორმხრივი იდეების ჩადებაში და აკუსტიკურ თუ ტექნკურ სიახლეებში დანერგეს სამუდამოდ იქნება მაგალითი მომავალი თაობებისთვის.
მათი ცოცხალი შესრულებები და კონცერტები ბრწყინვალე მაგალითია უმაღლესი ჟღერადობისთვის ეფექტის დამატების მედია-საშუალებები და ხმოვანი ეფექტების გამოყენებით…Image

Aside

რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი….Image

პირველად როცა ეს წიგნი წავიკითხე მივხვდი, რომ სამყაროში მართლა ჩნდებიან ადამიანები რომლებიც სრულიად გრძნობენ და აღიქვამენ ცხოვრების ყველაზე მთავარ მიზანს,ჭეშმარიტებას …კოელიმ ამ ნაწარმოებით ყველა ჩვენგანის სულში,ფსკერზე ღრმად დალექილი სიტყვები შეკრიბა და სწორედ ის თქვა რისი თქმაც ჩვენ გვინდოდა…Image

ყოველთვის უნდა შევძლოთ არჩევანის გაკეთება და
 გადაწყვეტილების მიღებს არ უნდა შეგვეშინდეს, 
რადგან ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ სასწაულს
 სწორედ მაშინ ვხვდებით, 
როდესაც მზად ვართ, 
რომ ასრულდება მოულოდნელი…
 ყოველ დილით ღმერთი მზესთან ერთად სასწაულის წამსაც გვჩუქნის.
 რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის ყველაფერი
 რაც უსიამოვნებას გვანიჭებს. 
ჩვენ კი ისე ვიქცევით თითქოს წამი საერთოდაც არ გვეძლეოდეს.
 თითქოს დღევანდელი დღე ისეთივეა,
 როგორიც იყო გუშინდელი და ასეთივე იქნება ხვალინდელიც.
 მაგრამ თუ ადამიანები კარგად დააკვირდებიან, 
საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას, აღმოაჩენენ სასწაულის წამს….
ეს წამი შეიძლება იმ მდუმაებაში იყოს დამალული,
 საღამოობით, 
რომ ჩამოწვება ხოლმე 

ანდა იმ წვრილმანში იშვიათად
 რომ იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას. 
მაგრამ ეს წამი მაინც არსებობს.
 ის ჩვენი ოცნებებისაკენ სწრაფვის შედეგია.
 იგი გვეხმარება გადავსხვაფერდეთ და ჩვენი ოცნებების საძებნელად გავეშუროთ. 
ამ გზაზე მრავალი განსაცდელი, 
იმედგაცრუება

 და დაბრკოლება , 
მაგრამ…როდესაც უკან მოიხედავ მიხვდები,
 რომ ტყუილად არ გიცხოვრია.
 უბედურია ის ვისაც გადაწყვეტილების 
მიღების ეშინია,
 რადგან იმათგან განსხვავებით ვინც ოცნებობს და 
ოცნებების ასრულებისაკენ ილტვის,
 მას ოცნებებისა და ილუზიების მსხვრევის სიმწარე და ტანჯვა
 არ განუცდია და როდესაც უკან მოიხედავს და აუცილებლად მოიხედავს,
 რადგან ეს ყველა ჩვენთაგანის ხვედრია მაშინ გაიგებს გულისთქმას,

რომელიც ეტყვის: სად წაიღე ის ოცნებები, ის სასწაულის წამები, 
რომელიც ასე გულუხვად გიბოძა ღმერთმა?!
 და უბედურია ის ვინც ამ ხმას გაიგონებს. 
რადგან უკვე დაიჯერებს სასწაულების წამის არსებობას, 
მაგრამ
 სასწაულებრივ წამებს უკან ვეღარ დაიბრუნებს..Image

Aside

Imageფრთხილად იყავი-ქალს ნუ აატირებ , იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს! ქალი 
წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან. არა ფეხებისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას. არამედ გვერდისგან, რომ იყოს შენ გვერდით და შენი თანასწორი. ხელის ქვევიდან, რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან, რომ იყოს საყვარელი..

Aside

Image

 

 

“-თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ..
-თუ მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან.
-თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ჩემი ხატება..
-თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება…
-თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება..
-და თუ უფრო ძალიან მოგენატრები…. მაგრამ.. საკითხავია.. –მოგენატრები ოდესმე… ?!!

 

მთვარე

Aside

Image  საათის ისრებს მიჰყვება ღამე,ნელა თენდება იძინებს მთვარე,მე ჩუმად ვუსმენ წარმავალ წამებს და წარსულს ვატან მიმავალ ღამეს.

Aside

რამდენად ზუსტია და ვინჩის ანატომიური ნახატები ??Image  ლეონარდო და ვინჩიმ თავისი სამეცნიერო გამოკვლევებით და აღმოჩენებით თანამედროვეობას რამდენიმე ასწლეულით გაუსწრო..ბუკინგების სასახლეში ,,დედოფლის გალერეაში,, გამოიფინა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ანატომიური ნახეტები. რამდენად ზუსტია ისინი ? სიცოცხლის განმავლობაში ლეონარდო და ვინჩიმ ადამიანის სხეულის ანატომიას ათასამდე ჩანაწერი და ესკიზი მიუძღვნა.მას უნდოდა სცოდნოდა როგორ არის აგებული ადამიანის სხეული და როგორ მოქმედებს ის. და ვინჩი 1519 წელს ისე გარდაიცვალა, რომ კვლევის დასრულება  ვერ შეძლო. სპეციალისტ-ანატომები, ვინც მის ჩანაწერებს სწავლობს,დარწმუნებული არიან, რომ და ვინჩის შრომებმა ანატომიაში ასწლეულებით გაუსწრო თანამედროვეობას და ადამიანის სხეულის შესწავლის საქმეში დიდი დახმარება გაუწია თანამედროვე მეცნიერების განვითარებას.                   ლეონარდო და ვინჩის წიგნში შესაძლებელია 1489 წელს შესრულებული ნახატების სერიის ნახვა,რომელიც თავის ქალის დეტალურ ესკიზებს წარმოადგენს.Imageმეცნიერები ფიქრობენ,რომ და ვინჩის ნამუშევრები მცირედით განსხვავდება თანამედროვე მხატვრების ნახატებისგან,ვინც ადამიანის ანატომიაზე მუშაობს.მათ შორის ხერხემლის ნახატი,რომელიც პროფესორ აბრამსის აზრით,ადამიანის სხეულის ამ ნაწილის პირველი ზუსტი ილუსტრაციაა.პიტერ აბრამსი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ეს ნახატიც საკმარისი იყო, რათა ლეონარდო და ვინჩის სახელი ისტორიას შემორჩენოდა..Image