რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი….
პირველად როცა ეს წიგნი წავიკითხე მივხვდი, რომ სამყაროში მართლა ჩნდებიან ადამიანები რომლებიც სრულიად გრძნობენ და აღიქვამენ ცხოვრების ყველაზე მთავარ მიზანს,ჭეშმარიტებას …კოელიმ ამ ნაწარმოებით ყველა ჩვენგანის სულში,ფსკერზე ღრმად დალექილი სიტყვები შეკრიბა და სწორედ ის თქვა რისი თქმაც ჩვენ გვინდოდა…
ყოველთვის უნდა შევძლოთ არჩევანის გაკეთება და
გადაწყვეტილების მიღებს არ უნდა შეგვეშინდეს,
რადგან ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ სასწაულს
სწორედ მაშინ ვხვდებით,
როდესაც მზად ვართ,
რომ ასრულდება მოულოდნელი…
ყოველ დილით ღმერთი მზესთან ერთად სასწაულის წამსაც გვჩუქნის.
რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის ყველაფერი
რაც უსიამოვნებას გვანიჭებს.
ჩვენ კი ისე ვიქცევით თითქოს წამი საერთოდაც არ გვეძლეოდეს.
თითქოს დღევანდელი დღე ისეთივეა,
როგორიც იყო გუშინდელი და ასეთივე იქნება ხვალინდელიც.
მაგრამ თუ ადამიანები კარგად დააკვირდებიან,
საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას, აღმოაჩენენ სასწაულის წამს….
ეს წამი შეიძლება იმ მდუმაებაში იყოს დამალული,
საღამოობით,
რომ ჩამოწვება ხოლმე
ანდა იმ წვრილმანში იშვიათად
რომ იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას.
მაგრამ ეს წამი მაინც არსებობს.
ის ჩვენი ოცნებებისაკენ სწრაფვის შედეგია.
იგი გვეხმარება გადავსხვაფერდეთ და ჩვენი ოცნებების საძებნელად გავეშუროთ.
ამ გზაზე მრავალი განსაცდელი,
იმედგაცრუება
და დაბრკოლება ,
მაგრამ…როდესაც უკან მოიხედავ მიხვდები,
რომ ტყუილად არ გიცხოვრია.
უბედურია ის ვისაც გადაწყვეტილების
მიღების ეშინია,
რადგან იმათგან განსხვავებით ვინც ოცნებობს და
ოცნებების ასრულებისაკენ ილტვის,
მას ოცნებებისა და ილუზიების მსხვრევის სიმწარე და ტანჯვა
არ განუცდია და როდესაც უკან მოიხედავს და აუცილებლად მოიხედავს,
რადგან ეს ყველა ჩვენთაგანის ხვედრია მაშინ გაიგებს გულისთქმას,
რომელიც ეტყვის: სად წაიღე ის ოცნებები, ის სასწაულის წამები,
რომელიც ასე გულუხვად გიბოძა ღმერთმა?!
და უბედურია ის ვინც ამ ხმას გაიგონებს.
რადგან უკვე დაიჯერებს სასწაულების წამის არსებობას,
მაგრამ