ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან გვინდა რამის გაკეთება, მაგრამ დიდი სურვილის მიუხედავად ყველაზე მთავარს ვერ ვახერხებთ,მიზნამდე მისაღწევი ნაბიჯების გადადგმა გვიჭირს,ვექცევით ფსიქოლოგიურ ჩიხში და გამოსავალს ვეძებთ.უმეტესად ახალგაზრდების მთავარი პრობლემა სიზარმაცე და იმ რთული გზის შიშია რომელიც ცხოვრებას თან ახლავს.ამ ყველაფერზე ერთი მხრივ მათ ფსიქოლოგიაზე გათვლილი ფილმები ახდენს გავლენას. უმრავლეს შემთხვევაში ფილმის შინაარსის შემდეგ ნათლად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა და ვთქვათ, რომ : შეიძლება იყო არარაობა, არ აკეთო არაფერი და შენ მაინც მიიღებ დადებით შედეგს. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ასე ადვილად არ ხდება.აუცილებელია გაიაზრო რეალობა,განივითარო ღირსების,პასუხილმგებლობის და სტრატეგიული აზროვნების უნარი.სხვა შემთხვევაში წრიულად ვივლით და საიდანაც დავიწყეთ ისევ იმ ადგილს დავუბრუნდებით,მაგრამ მე იმედი მაქვს,რომ დროთა განმავლობაში თანამედროვე ახალგაზრდების აზროვნება შეიცვლება,ისეთ სახეს მიიღებს როგორიც ჩვენს ქვეყანას და მათ საკუთარ თავს ჭირდება. ბოლოს მინდა ერთი რამ გითხრათ და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ როგორ გსურთ ცხოვრების გაგრძელება.
სწორედ მოაზროვნე ადამიანები – წლების მანძილზე იბრძვიან, რომ დაიმსახურონ და მოიპოვონ უფლებები, მაგალითად პატივისცემა და ღირსება.
არასწორედ მოაზროვნე ადამიანები – მთელი ცხოვრება სხვებისგან ელიან შეფასებას, დასტურს და თანხმობას. თქვენი გონება კი სწორედ თქვენს ხელშია …