21 november …<3

შენ დედამიწავ,სახლო ცრემლისა
მუდამ ვაებით თავმოწყენილო,
მუდამ განმგებო სულთა წასვლისა 
და უმეცრებით დამდაბლებულო.

შენ დიდო მთაო,კავკასიონო
საკვირველია როგორ ძლებ მყარად
ქვა-ღორღის ცვენით უნდა ჰქრებოდე
მიწას ცხელება აქცევდეს ავად.

შენ დიდო სახლო,პალატო უფლის
კვლავ უდიდესო და სასახელო
ცათ სასუფეველს წინ მიწა უძღვის
მიწა მწუხრის და მშფოთვარე გულის.

შენ ბადრო მთვარევ,მესაიდუმლევ
ვნატრობ ერთხელაც აღმოგხდეს სიტყვა,
ზღაპრად უამბო,ვით დედამ შვილსა
სამყაროს იგი რაც ძველად ითქვა.

ვის არ წარუტყვევს სურნელი მიწის
უგრძნობის გარდა იკვირვებს ყველა,
სუსხით გაჟღენთილ ნოემბრის ჰაერს
თუ სიყვარულით არ სუნთქავ,ქრება!

შენ დიდო მზეო,მნათობო ხალხის 
თუ უიმედოდ მოგვიძღვნი სხივებს,
ვით ვიარსებოთ უსიყვარულოდ
ვით იარსებოს ჩვენში სიცოცხლემ ?!        (m.m)Image

ვიცი რომ გცივათ !

სადღაც კაფესთან, უჩვეულოდ ნაცნობი ქალი
წითელი ქოლგით, გამეტებით ართობდა წვიმა.
მეცნობა ძლიერ, თქვენი თმები, სახეზე ხალი
ალბათ თავიდან მეორდება, ცხოვრება წინა .

გნახეთ ქუჩაზე, სადაც ვფიქრობ უწინ გაკოცეთ
იმ სახლის ბოლოს, სადაც ფიფქებს ხატავდა მინა.
და ეგ თვალები, გამოხედვა, როგორ მაოცებთ
ინებეთ ჩემი მოსაცმელი,ინებეთ ცივა . . .

დაბერებულან ეს ვერხვებიც, ოდესღაც ჩუმად
ვერ აშინებდა, კარგად მახსოვს ზამთარში ყინვა.
ასე დაიწყო, გაჩერება საოცრად გულმაც
ინებეთ ჩემი მოსაცმელი, ინებეთ ცივა.

როგორ მოგიხდათ ,უეცარი დედობა თურმე
გახსოვს შვილებზე ოცნებები, გვქონია ხშირად.
გადაკიდებულს გამივლია, რამდენჯერ ზურგზე
მაგრამ ძნელია,რამდენჯერმე მქონია ხილვად.

ოხ, რა ძლიერად ჩაგეკვრებოდი, ნეტა იცოდეთ
ვიცი გაიგეთ უჩემობა, და როგორ გტკივათ .
მინდა ჩემს ყველა გაფიქრებას, ისე იცნობდეთ
რომ ეგ ცრელები, აგიკინძოდ უთუოდ მძივად.

ქუჩას საოცრად სიამოვნებს, შეხვედრა ჩვენი
რასაც ის გეტყვის , ვერასოდეს გადმოვცემ იმას.
თქვენც გაგახსენდით, უსაზღვროდ ვხვდები
აღარ ვუყურებ, არ დავეძებ იფიქრებს ვინ რას.

დაღამდა ისე , სევდისფერი დგას აივანი
ზეცას სიჩუმე, სამუდამოდ თავისთან მიყავს.
ამ შეხვედრას კი დაერქმევა, დღეს პაემანი
მადლობა ქუჩას, უსასრულო მადლობა წვიმას.

სადღაც კაფესთან, უჩვეულოდ ნაცნობი ქალი
ინებეთ ჩემი მოსაცმელი, ვიცი რომ გცივათ.~Image