შენ დედამიწავ,სახლო ცრემლისა
მუდამ ვაებით თავმოწყენილო,
მუდამ განმგებო სულთა წასვლისა
და უმეცრებით დამდაბლებულო.
შენ დიდო მთაო,კავკასიონო
საკვირველია როგორ ძლებ მყარად
ქვა-ღორღის ცვენით უნდა ჰქრებოდე
მიწას ცხელება აქცევდეს ავად.
შენ დიდო სახლო,პალატო უფლის
კვლავ უდიდესო და სასახელო
ცათ სასუფეველს წინ მიწა უძღვის
მიწა მწუხრის და მშფოთვარე გულის.
შენ ბადრო მთვარევ,მესაიდუმლევ
ვნატრობ ერთხელაც აღმოგხდეს სიტყვა,
ზღაპრად უამბო,ვით დედამ შვილსა
სამყაროს იგი რაც ძველად ითქვა.
ვის არ წარუტყვევს სურნელი მიწის
უგრძნობის გარდა იკვირვებს ყველა,
სუსხით გაჟღენთილ ნოემბრის ჰაერს
თუ სიყვარულით არ სუნთქავ,ქრება!
შენ დიდო მზეო,მნათობო ხალხის
თუ უიმედოდ მოგვიძღვნი სხივებს,
ვით ვიარსებოთ უსიყვარულოდ
ვით იარსებოს ჩვენში სიცოცხლემ ?! (m.m)