life is good.. :))

სტუდენტებმა უკვე შეავსეს აუდიტორია და ლექციის დაწყებას ელოდნენ. შემოვიდა ლექტორი და მაგიდაზე მინის ცარიელი ქილა დადგა.– დღეს მინდა ცხოვრებაზე გესაუბროთ. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?– ის ცარიელია, – თქვა ვიღაცამ.– მართალია. – დაუდასტურა ლექტორმა, ამოიღო მოზრდილი ქვებით სავსე ტომსიკა და ცარიელი ქილა ქვებით გაავსო. – ახლა რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?– ახლა ქილა სავსეა, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ლექტორმა ახლა ბარდის მარცვლები ამოიღო და ქილაში ჩაყარა. ბარდამ ქვებისგან დატოვებული ცარიელი ადგილები შეავსო. – ახლა რას იტყვით?– ქილა ნამდვილად სავსეა, – თქვა ვიღაცამ.მაშინ ლექტორმა სილა ამოიღო და ქილაში ჩაყარა მანამ, სანამ სილამ ბოლომდე არ შეავსო ქილის ცარიელი ადგილები.– აი, ახლა ხომ ქილა სავსეა! – ახმაურდნენ სტუდენტები.მაშინ ეშმაკურად მომღიმარმა ლექტორმა ორი ბოთლი ლუდი ამოიღო და ქილაში ჩაასხა.– ამჯერად ქილა ნამდვილად სავსეა! – თქვა მან. – მე თქვენ აგიხსნით რა მოხდა. ქილა – ეს ჩვენი ცხოვრებაა, ქვები – ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში: ჩვენი ოჯახი, შვილები, საყვარელი ადამიანები, ყველაფერი ის, რასაც ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია; ბარდის მარცვლები – ეს ის საგნებია, რომლებიც არც ისე მნიშვნელოვანია: მაგალითად, ავტომანქანა, ძვირფასი ტანსაცმელი და სხვ.; ხოლო სილა – ეს არის უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, პატარ-პატარა, წვრილი პრობლემები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. მე რომ თავიდანვე ქილაში სილა ჩამეყარა, მაშინ ადგილი აღარ დარჩებოდა არც ქვებისთვის და არც ბარდის მარცვლებისთვის. ამიტომ, არასოდეს მისცეთ უფლება სხვადასხვა წვრილმანებს, რომ შეგივსონ მთელი თქვენი ცხოვრება და თვალები დაგიხუჭონ უფრო მნიშვნელოვან მოვლენებსა და საგნებზე. ლექცია დამთავრებულია.– პროფესორო, – იკითხა ერთმა სტუდენტმა, – და ლუდის ბოთლები რაღას ნიშნავს?პროფესორს გაეღიმა:– ის ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის არსებობს დრო მოდუნებისა და ორი ბოთლი ლუდისათვის.Image

Image               ის ჩემია! – შენ ხო ის მიატოვე?! – არა, უბრალოდ ჯერ ადრეა. ჯერ პატარა გოგოა, უნდა ისწავლოს, მიიღოს განათლება, უნდა გაატაროს ნორმალურად ბავშობა და არ ინერვიულოს სად ვარ ან ვისთან ერთად ვარ მე?! – და თუ ამ დროში ვინმე გამოუჩნდება? – მაშინვე გაქრება! ♥

მოსმენა ოსტატობაა, გაგება – ხელოვნება.

Imageმუსიკა ყოფისა და ტემბრის სამყაროების გაერთიანება. სიჩუმის სამყაროს, ბგერების სამყაროსთან შერწყმა. ამდენად ის – გარდასახვაა. ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ განუყოფელია იმისაგან, რისთვის და როგორ ვაკეთებთ. ესე იგი, ბგერის გარდასახვა – საკუთარი თავის გარდასახვაა..ყველაფერი რაც როკის ადამიანს დარჩენია, ისაა რომ იყოს უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ადამიანი, გამოხატოს თავისი თავი, გახდეს ზეკაცი. თან უნდა ესმოდეს, რომ ბრძოლა წაგებულია და მიუხედავად ამისა დარჩეს თავისი თავის ერთგული. ამისკენ მას გარემოც უბიძგებს და მნიშვნელობა არა აქვს, გაუგებენ მას თუ არა. როკი, სინამდვილეში არც მუსიკაა და არც ხელოვნება, არამედ უფრო რაღაც რელიგიური ან ჯადოქრობის მსგავსი. როკის ადამიანი ცხოვრების აზრს თვითდამკვიდრებით კი არ წვდება, არამედ ნგრევით – სიკვდილის გავლით. ჯადოქრობა აქ რითმია, რომელზეც იმპროვიზაცია ხდება. რაც უფრო მეტია ჯადოქრობა, მით მეტია როკი და პირიქით: თუ ჯადოქრობას ხელოვნება ჭარბობს – როკიც კვდება. ჰერმან ჰესემ თავის წერილში “ძმები კარამაზოვები და ევროპის აღსასრული”, შემდეგი აზრი გამოთქვა: “დოსტოევსკი პირველი მაცნე ერთგვარი მოძრაობისა, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა: პოტენციური თვითმკვლელები (ხალხი, ვისთვისაც თავისუფლება უპირველესია, ვისაც სიკვდილის არ ეშინია, ანუ ზეკაცები) და ყველა დანარჩენი”. როკი თავისი არსით ზეკაცების მასობრივი მოძრაობაა. აქ ადამიანი მხოლოდ გარეგნულადაა ადამიანი, სინამდვილეში კი შეშლილია. დღეს მსოფლიო გარკვეულ კრიტიკულ მდგომარეობაშია. გვიახლოვდება აპოკალიპტური ჟამი, რომლის შემდეგაც ან ზეკაცები გადარჩებიან, ან პირიქით. თავიდან ამ ყველაფერს მოდის სახე ჰქონდა (როკს ისეთი ხალხი მიეტმასნა, რომელთაც ამ მოძრაობასთან არაფერი აკავშირებდათ). დღეს კი ყველაფერი თავის ადგილებზე დალაგდა და აღმოჩნდა, რომ ზეკაცები ძალიან ცოტანი არია…

იმედი …

რა უსიცოცხლოა სამყარო პირადი გრძნობების გარეშე. რა ფერმკრთალია,უგუნურია თითქოს ეს სიცოცხლით სავსე ფერებ გამოცლილი ქვეყანა! ერთფეროვანი და უინტერესოა! წარსულის ნაშთებით გაღიმება ხომ ნამდვილი ღიმილი არ არის,არსებობას ხომ სიცოცხლე არ ჰქვია და თვით ეს სიცოცხლეც რა არის კიდევ  ვერ გაგვიგია მოკვდავებს. უცნობი სკივრივით თავდახურული დევს და ახლოს მისვლას ვერავინ ბედავს,სიბერისგან კედლებში ლანდი გადის და იქედან ძლივს,ბევრი ვაი-ვაგლახით თუ გავარჩევთ და შევხედავთ რაღაც უფერულ უვარგის ნაწილებს თვით ამ ძვირფასი სკივრისას. რა მტკივნეული და მაინც რა სასიამოვნოა ყველაფერი როცა იმედი არსებობს პიროვნების შინაგან ,,მე”-ში,მაგრამ შესაძლოა იმედი კი არა თვით ,,მე” გამოეცალოს ადამიანს. წარსულის შეცდომებზე,აწმყოსა და მომავალზე დაუსრულებელი ფიქრით დაღლილი ,,მე” დასასვენებლად იპარება ხოლმე და გვტოვებს…სწორედ სრულიად მარტო ყოფნის დროს რომ ვაზროვნებთ,ვგეგმავთ და ვალაგებთ ამ არეულ სინამდვილეს მაშინ ვცდებით. ვცდებით არა მარტო ერთხელ,არამედ ყოველთვის,ვცდებით მაშინაც როცა მხოლოდ გონებით ვიღებთ გადაწყვეტილებას და გულს ოდნავადაც არ ვუსმენთ. მიუხედავად იმისა,რომ ყველამ ვიცით გონება იშვიათად თუ აღმოჩნდება მართალი. ალბათ ასეთია მოკვდავის ბუნება,იცის რომ გზის იქეთ უფსკრულია თუმცა მაინც შიგნით ჩახედვას ცდილობს…და როცა მასთან ძალიან ახლოს მიდის,როცა უკვე გადარჩენა გვიანია სწორედ მაშინ იწყებს სინანულს.. ვერც საკუთარ და ვერც სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ! მართლა ასე რთულია ცხოვრება როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ,თუ ესეც ადამიანთა ერთგვარი დამახასიათებელი თვისებაა,რომ ორჯერ უფრო ტრაგიკურად დავახასიათოთ ის რაც ჩვენს ირგვლივ არის. და თუ მართლა ესეა,ბუნებრივია ჩნდება (ვიღაცისთვის ძალიან რთული და ვიღაცისთვის ძალიან მარტივი) კითხვა_რატომ ?? ალბათ იმიტომ რომ შემდეგ საკუთარ თავთან ან სხვა დანარჩენთან სიამაყით წარმოვსთქვათ ,,ისეთი რთული გზა როგორიც მე  მქონდა არავის გაუვლია” (რთულ გზაში რას განიხილავთ ეგ თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია)… სიამაყე ვახსენე და არ შემიძლია ასე უმნიშვნელო დატვირთვა მივანიჭო  ამ სიტყვას მითუმეტეს მაშინ, როცა ქართველებზე ვსაუბრობ… ამაყია ეს ჩვენი ხალხი! ამაყია, ოღონდ საკუთარი კი არა სხვისი მიღწევებით ტრაბახს მიეჩვია..სხვისი დაწერილი,დაქარგული წარსულით  გამყარებულ მიწაზე დააბიჯებენ და ნიადაგს წყლის წვეთსაც არ ამატებენ რომ როგორმე გამოფიტვისგან დაიცვან….დღეს გონებით უნდა ვიბრძოდეთ მაგრამ არ ან ვერ ვახერხებთ ბრძოლას….გავყინულვართ ერთ ადგილას და მწველი მზის ამოსვლას ველით, რომ როგორმე გაადნოს მყარი ფენა ყინულისა,რომ ავმოძრავდეთ და ისევ საკუთარი ხელებით გავაფერადოთ მომავალი,მაგრამ ამოვა კი მზე ?! ან ეყოფა ძალა მის სხივებს ამდენი წლის და ასე დიდი ყინულის გასადნობად? არ ვიცი ვიხილავთ თუ არა მზეს,ამოვალთ თუ არა ამ ცივი ლოდისგან,მაგრამ რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს რეალობა,მაინც ყველაფერი სასიამოვნო და მისაღებია როცა იმედი არსებობს პიროვნების შინაგან ,,მე”-ში…  (მ.მ.)Image

– კოელიო ..

Imageჩვენ არ შეგვიძლია განვსაჯოთ სხვისი ცხოვრება, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს მხოლოდ საკუთარი ტკივილისა და ტრაგედიის გვესმის.ერთია გრძნობდე,რომ სწორ გზაზე დგახარ, მაგრამ სულ სხვაა,როდესაც ფიქრობ,რომ სხვა ალტერნატივა არ გაქვს..ადამიანისადმი გაღებული სითბო, ყინულს გავს რომელიც ხელის გულზე გადნება. თუ მოერიე სიცივეს და გაუძელი ბოლომდე ჩაგადნეს ესე იგი შენი სითბო მიღებულ იქნა, მაგრამ ხშირად ვერ უძლებთ ყინულის სიცივეს და გინდა არ გინდა ხელი გეშვება. ნუ იქნებით სასტიკად ცივები …მე ვაფასებ თითოეულ თქვენგანს, განა რომელიმე განსხვავებულია ჩვენგან ? ყველას ხო გაგვაჩნია გრძნობა ,სითბო,ტკივილი… უბრალოდ თითოეულს თავისი მიდგომა და დანახვა გვჭირდება. მე ეს სამყარო თქვენით ვიწამე , უთქვენოთ ყველაფერი, არაფერია.იბრძოლეთ ბოლომდე იმისთვის რაც გინდათ და გიყვართ!ჯობია იბრძოლო და არ გამოგივიდეს , ვიდრე ინანო ის რომ არ იბრძოლე… 

Image

დილაადრიან მოაკითხავენ
შენი ჩიტები ჩემს მონატრებებს.
აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი,
გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.
გადაიყოლებს ჩემი სიზმარიც
დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს.
ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე
რომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს.
ქარის ექოში შენს ხმას დავეძებ
გაფაციცებით… ყველას ვაჩუმებ.
გამოგვაკერეს ავგაროზივით
ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.
აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს,
როგორც დღეს – თეთრი მთვარის ფრანები.
სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე
ბედნიერების გადაბრალებით.
ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგან
სიხარულივით რომ ვინათხოვრე
ყველაზე დიდი და სევდიანი
უსიყვარულო ცის სიმარტოვე.

კლოუნის ზღაპარი .

39211847_kloun
კლოუნის ზღაპარი

დღეს უმოქმედო ჯამბაზებით აღსავსე სახლში,
ძველი საათი კვლავ მოძრაობს უდროო ისრით,
და მარტო ვხედავ სულიწმინდას მიმავალს ქარში
ძველი ვარდების პატრონივით რომ მიხმობს რითმით.

დღეს მე შემთხვევითს არ ვუწოდებ განგების ძალას,
და ვერ შევმოსავ მონატრებას ის მიხმობს მარად,
მე საუკუნოდ არ გავიხდი მტანჯველად ღალატს,
მარტო სანთლებით გავამდიდრებ სალოცავს მაღალს.

ჩემი ხელებით დღეს შევამკობ ვადიდებ მართალს,
მოკვდავთ ცხოვრება ხომ წააგავს კლოუნის ზღაპარს?!
და ასე მწველი,თუმცა წრფელი გრძნობებით სავსე
ვემშვიდობები ამ საოცარ ვარსკვლავებს ნათელს.

ალბათ ქვეყანამ ვერ გაუძლო ტყუილით ტრფობას
და მანკიერი ამ სამყაროს დაკარგულ წყობას,
დღესაც მიუხვდა მომდურავის ბობოქარ გმობას …

 

თოვლი.

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

 

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში…

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში…

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

 

402889_348624111820090_100000175112727_1632907_658285344_n