ჩვენ არ შეგვიძლია განვსაჯოთ სხვისი ცხოვრება, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს მხოლოდ საკუთარი ტკივილისა და ტრაგედიის გვესმის.ერთია გრძნობდე,რომ სწორ გზაზე დგახარ, მაგრამ სულ სხვაა,როდესაც ფიქრობ,რომ სხვა ალტერნატივა არ გაქვს..ადამიანისადმი გაღებული სითბო, ყინულს გავს რომელიც ხელის გულზე გადნება. თუ მოერიე სიცივეს და გაუძელი ბოლომდე ჩაგადნეს ესე იგი შენი სითბო მიღებულ იქნა, მაგრამ ხშირად ვერ უძლებთ ყინულის სიცივეს და გინდა არ გინდა ხელი გეშვება. ნუ იქნებით სასტიკად ცივები …მე ვაფასებ თითოეულ თქვენგანს, განა რომელიმე განსხვავებულია ჩვენგან ? ყველას ხო გაგვაჩნია გრძნობა ,სითბო,ტკივილი… უბრალოდ თითოეულს თავისი მიდგომა და დანახვა გვჭირდება. მე ეს სამყარო თქვენით ვიწამე , უთქვენოთ ყველაფერი, არაფერია.იბრძოლეთ ბოლომდე იმისთვის რაც გინდათ და გიყვართ!ჯობია იბრძოლო და არ გამოგივიდეს , ვიდრე ინანო ის რომ არ იბრძოლე…