იმედი …

რა უსიცოცხლოა სამყარო პირადი გრძნობების გარეშე. რა ფერმკრთალია,უგუნურია თითქოს ეს სიცოცხლით სავსე ფერებ გამოცლილი ქვეყანა! ერთფეროვანი და უინტერესოა! წარსულის ნაშთებით გაღიმება ხომ ნამდვილი ღიმილი არ არის,არსებობას ხომ სიცოცხლე არ ჰქვია და თვით ეს სიცოცხლეც რა არის კიდევ  ვერ გაგვიგია მოკვდავებს. უცნობი სკივრივით თავდახურული დევს და ახლოს მისვლას ვერავინ ბედავს,სიბერისგან კედლებში ლანდი გადის და იქედან ძლივს,ბევრი ვაი-ვაგლახით თუ გავარჩევთ და შევხედავთ რაღაც უფერულ უვარგის ნაწილებს თვით ამ ძვირფასი სკივრისას. რა მტკივნეული და მაინც რა სასიამოვნოა ყველაფერი როცა იმედი არსებობს პიროვნების შინაგან ,,მე”-ში,მაგრამ შესაძლოა იმედი კი არა თვით ,,მე” გამოეცალოს ადამიანს. წარსულის შეცდომებზე,აწმყოსა და მომავალზე დაუსრულებელი ფიქრით დაღლილი ,,მე” დასასვენებლად იპარება ხოლმე და გვტოვებს…სწორედ სრულიად მარტო ყოფნის დროს რომ ვაზროვნებთ,ვგეგმავთ და ვალაგებთ ამ არეულ სინამდვილეს მაშინ ვცდებით. ვცდებით არა მარტო ერთხელ,არამედ ყოველთვის,ვცდებით მაშინაც როცა მხოლოდ გონებით ვიღებთ გადაწყვეტილებას და გულს ოდნავადაც არ ვუსმენთ. მიუხედავად იმისა,რომ ყველამ ვიცით გონება იშვიათად თუ აღმოჩნდება მართალი. ალბათ ასეთია მოკვდავის ბუნება,იცის რომ გზის იქეთ უფსკრულია თუმცა მაინც შიგნით ჩახედვას ცდილობს…და როცა მასთან ძალიან ახლოს მიდის,როცა უკვე გადარჩენა გვიანია სწორედ მაშინ იწყებს სინანულს.. ვერც საკუთარ და ვერც სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ! მართლა ასე რთულია ცხოვრება როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ,თუ ესეც ადამიანთა ერთგვარი დამახასიათებელი თვისებაა,რომ ორჯერ უფრო ტრაგიკურად დავახასიათოთ ის რაც ჩვენს ირგვლივ არის. და თუ მართლა ესეა,ბუნებრივია ჩნდება (ვიღაცისთვის ძალიან რთული და ვიღაცისთვის ძალიან მარტივი) კითხვა_რატომ ?? ალბათ იმიტომ რომ შემდეგ საკუთარ თავთან ან სხვა დანარჩენთან სიამაყით წარმოვსთქვათ ,,ისეთი რთული გზა როგორიც მე  მქონდა არავის გაუვლია” (რთულ გზაში რას განიხილავთ ეგ თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია)… სიამაყე ვახსენე და არ შემიძლია ასე უმნიშვნელო დატვირთვა მივანიჭო  ამ სიტყვას მითუმეტეს მაშინ, როცა ქართველებზე ვსაუბრობ… ამაყია ეს ჩვენი ხალხი! ამაყია, ოღონდ საკუთარი კი არა სხვისი მიღწევებით ტრაბახს მიეჩვია..სხვისი დაწერილი,დაქარგული წარსულით  გამყარებულ მიწაზე დააბიჯებენ და ნიადაგს წყლის წვეთსაც არ ამატებენ რომ როგორმე გამოფიტვისგან დაიცვან….დღეს გონებით უნდა ვიბრძოდეთ მაგრამ არ ან ვერ ვახერხებთ ბრძოლას….გავყინულვართ ერთ ადგილას და მწველი მზის ამოსვლას ველით, რომ როგორმე გაადნოს მყარი ფენა ყინულისა,რომ ავმოძრავდეთ და ისევ საკუთარი ხელებით გავაფერადოთ მომავალი,მაგრამ ამოვა კი მზე ?! ან ეყოფა ძალა მის სხივებს ამდენი წლის და ასე დიდი ყინულის გასადნობად? არ ვიცი ვიხილავთ თუ არა მზეს,ამოვალთ თუ არა ამ ცივი ლოდისგან,მაგრამ რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს რეალობა,მაინც ყველაფერი სასიამოვნო და მისაღებია როცა იმედი არსებობს პიროვნების შინაგან ,,მე”-ში…  (მ.მ.)Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s