ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.

სიმამაცე- ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.
ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.
პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას.
სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, — ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
პოლიტიკა – ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა.
აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით, ჩვენს ბედნიერებასაც ვპოულობთ.
ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.Image

ფეხზე წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი.

აღიქვით ფაქტები სწორად,შეეცადეთ რეალისტურად და დაბალანსებულად შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში რწმენის ნაკლებობას განიცდიან, ნეგატიური ჭრილიდან იმზირებიან; მეორენი – პირიქით, ცაში იყურებიან და ვარსკვლავების სილამაზის შეფასებისას ვერ ამჩნევენ მიწაზე არსებულ ტალახს. სხვებსაც ზემოთ აცქირებენ.

სიმართლე კი ისევე ცხადია, როგორც ის, რომ მედალს ორი მხარე აქვს – არავინაა სრულყოფილი.
ეცადეთ ადამიანებისაგან პოზიტიური უკუკავშირი მიიღოთ იქ, სადაც შესაბამისია ან დრო იმ ადამიანებთან გაატარეთ, ვინც ამას თხოვნის გარეშე გთავაზობთ.
არ დაჩაგროთ თავი. პატივი ეცით თავს და არ თქვათ უარი ქებასა და აღიარებაზე. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან – შეიფერეთ.
არ შეეპუოთ იმ ადამიანების კომენტარებს, რომელთაც თქვენი თვითშეფასების დამდაბლება სურთ. არ მისცეთ სხვებს იმის უფლება, რომ თავი უღირსად ან უვარგისად გაგრძნობინონ. შესაბამისად, ან ირონიული ღიმილით “გაატარეთ”, ანდა სათანადო პასუხი გაეცით, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ შემოგკადრონ.

დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა (მაშინ, როდესაც თავადვე განიცდიან დაბალ თვითშეფასებას და ცდილობენ ამის თქვენზე გადმოტანას): იცოდეთ თავის ფასი. დაიჯერეთ საკუთარი ძალებისა და წინ, ბედნიერი მომავლისაკენ. Image

♥-♥-♥

წამოვედი… ავდექი და წამოვედი… აზრზე არა ვარ სადა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გზაში ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი მაინც ნაცნობია… აუცილებელი ხომ არ არის, რომ ყველაფერი ნანახი მქონდეს? ცურვას კიდევ კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლი. მე სიახლის არ მინდა რომ მეშინოდეს… თორემ რა ძალა მედგა? ერთ ნაბიჯს არ გადავდგამდი! ხანდახან კითხვები ხომ ჯობია პასუხებს? ამიტომაც ვარ გზაში. ამიტომაც წამოვედი. ჩემი მთავარი ღირსება აზროვნებაა. ვიზრდებოდე ჩემთვის… ნამდვილი მხატვარი იცი, ვინ არის? ვინც აღარ ხატავს…:) Image

კომპლექსი!

კომპლექსი! თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპლექსები – უკვე გლობალური პრობლემაა. ისინი ასახავენ თანამედროვე ადამიანის ემოციურად შეფერადებული წარმოდგენების, მოქმედების მოტივაციების და არაცნობიერი განწყობების ერთობლიობას. სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში სიტყვაში ”კომპლექსი” ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ არასრულფასოვნობის ან განდიდების გადამეტებულ გამოვლენას და არც ვიცით, რომ ისინი ავსებენ ერთმანეთს. თვით პრობლემის არსი კი მხოლოდ ამ კომპლექსებით არ შემოიფარგლება თანამედროვე სამყაროში ადამიანს შეიძლება გააჩნდეს უამრავი სხვა კომპლექსიც.
კომპლექსი – ეს ის შინაგანი შემზღუდავია, რომელიც ხელს გვიშლის მიღწევებში, რომლებსაც მივაღწევდით საკუთარ თავში მეტი რწმენა, რომ გვქონოდა. რაღაც ეტაპზე ის საგზაო ნიშან ”STOP”– ს ემსგავსება, ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს და ძალას გვართმევს. ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ: „მაინც არაფერი არ გამომივა, მე ხომ … „ და შემდეგ ზოგს მოჰყავს იმის არგუმენტები, რომ პატრონი არ ყავს, ზოგს, რომ უკვე არ არის იმდენად ახალგაზრდა ან რომ ტანმაღალი არ არის, ან მუწუკები, რომ არ ჰქონოდა სახეზე ის … და სხვა უფრო უსუსური განმარტებები, რომლებსაც თვითშთაგონების დონეზე ამკვიდრებენ საკუთარ აზროვნებაში. ეს მარტივი, მაგრამ ვთვლით, რომ კლასიკური ნიმუშია იმისა თუ როგორ ვზრდით ჩვენ საკუთარ თავში არასრულფასოვნობის კომპლექსს. ფსიქოლოგების დაკვირვებაც გვარწმუნებს, რომ საკუთარი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ნაკლოვანებების თაობაზე მცდარი ან გადამეტებული წარმოდგენა ჩვენში ბადებს ღრმა, სხვებისგან დამალულ განცდებს.Image