კომპლექსი!

კომპლექსი! თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპლექსები – უკვე გლობალური პრობლემაა. ისინი ასახავენ თანამედროვე ადამიანის ემოციურად შეფერადებული წარმოდგენების, მოქმედების მოტივაციების და არაცნობიერი განწყობების ერთობლიობას. სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში სიტყვაში ”კომპლექსი” ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ არასრულფასოვნობის ან განდიდების გადამეტებულ გამოვლენას და არც ვიცით, რომ ისინი ავსებენ ერთმანეთს. თვით პრობლემის არსი კი მხოლოდ ამ კომპლექსებით არ შემოიფარგლება თანამედროვე სამყაროში ადამიანს შეიძლება გააჩნდეს უამრავი სხვა კომპლექსიც.
კომპლექსი – ეს ის შინაგანი შემზღუდავია, რომელიც ხელს გვიშლის მიღწევებში, რომლებსაც მივაღწევდით საკუთარ თავში მეტი რწმენა, რომ გვქონოდა. რაღაც ეტაპზე ის საგზაო ნიშან ”STOP”– ს ემსგავსება, ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს და ძალას გვართმევს. ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ: „მაინც არაფერი არ გამომივა, მე ხომ … „ და შემდეგ ზოგს მოჰყავს იმის არგუმენტები, რომ პატრონი არ ყავს, ზოგს, რომ უკვე არ არის იმდენად ახალგაზრდა ან რომ ტანმაღალი არ არის, ან მუწუკები, რომ არ ჰქონოდა სახეზე ის … და სხვა უფრო უსუსური განმარტებები, რომლებსაც თვითშთაგონების დონეზე ამკვიდრებენ საკუთარ აზროვნებაში. ეს მარტივი, მაგრამ ვთვლით, რომ კლასიკური ნიმუშია იმისა თუ როგორ ვზრდით ჩვენ საკუთარ თავში არასრულფასოვნობის კომპლექსს. ფსიქოლოგების დაკვირვებაც გვარწმუნებს, რომ საკუთარი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ნაკლოვანებების თაობაზე მცდარი ან გადამეტებული წარმოდგენა ჩვენში ბადებს ღრმა, სხვებისგან დამალულ განცდებს.Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s