აღიქვით ფაქტები სწორად,შეეცადეთ რეალისტურად და დაბალანსებულად შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში რწმენის ნაკლებობას განიცდიან, ნეგატიური ჭრილიდან იმზირებიან; მეორენი – პირიქით, ცაში იყურებიან და ვარსკვლავების სილამაზის შეფასებისას ვერ ამჩნევენ მიწაზე არსებულ ტალახს. სხვებსაც ზემოთ აცქირებენ.
სიმართლე კი ისევე ცხადია, როგორც ის, რომ მედალს ორი მხარე აქვს – არავინაა სრულყოფილი.
ეცადეთ ადამიანებისაგან პოზიტიური უკუკავშირი მიიღოთ იქ, სადაც შესაბამისია ან დრო იმ ადამიანებთან გაატარეთ, ვინც ამას თხოვნის გარეშე გთავაზობთ.
არ დაჩაგროთ თავი. პატივი ეცით თავს და არ თქვათ უარი ქებასა და აღიარებაზე. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან – შეიფერეთ.
არ შეეპუოთ იმ ადამიანების კომენტარებს, რომელთაც თქვენი თვითშეფასების დამდაბლება სურთ. არ მისცეთ სხვებს იმის უფლება, რომ თავი უღირსად ან უვარგისად გაგრძნობინონ. შესაბამისად, ან ირონიული ღიმილით “გაატარეთ”, ანდა სათანადო პასუხი გაეცით, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ შემოგკადრონ.
დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა (მაშინ, როდესაც თავადვე განიცდიან დაბალ თვითშეფასებას და ცდილობენ ამის თქვენზე გადმოტანას): იცოდეთ თავის ფასი. დაიჯერეთ საკუთარი ძალებისა და წინ, ბედნიერი მომავლისაკენ.