სიმამაცე- ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.
ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.
პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას.
სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, — ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
პოლიტიკა – ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა.
აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით, ჩვენს ბედნიერებასაც ვპოულობთ.
ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.