სანამ მარჯვენით კალამს დავიჭერთ, ხელის მტევანი და თითები ერთ საოცარ მდგომარეობასიკავებს – თითქოს პირჯვრის წერისათვის ემზადება. პირველი თითი (ცერი) – რწმენა, მეორეთითი (საჩვენებელი) – იმედი და მესამე (შუათითი) – სიყვარული კალამს ჩაეჭიდება და ერთმანეთს ეკვრის, ხოლო მეოთხე (არათითი) – შრომას და მეხუთე (ნეკი) – სწავლას რომ აღნიშნავს, მორჩილად მოიხრებიან და ხელისგულს ებჯინებიან. გამოდის, რომ თითები პირჯვრის წერის მდგომარეობას იმეორებენ და ასე გამოჰყავთ სიტყვები ფურცელზე კალმით. ხომ არის სასწაული და დასტური იმისა, რომ უფალი მართლა სიტყვაა და შემოქმედება –სულის საქმე.