სიტყვები მეორდება, ადამიანები კი არა… ♥

გიყვარდეთ სიცოცხლე ყოველი უბრალო წამისათვის, რადგან სულ ესაა რაც გაქვს, მხოლოდ ერთი უსასრულო წამი – სიცოცხლე ♥

“ოღონდ დამიჯერე, სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე, რომ სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება..

“ადამინებს ვერ დაივიწყებ, შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები. 
შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.
შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.
შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში.
შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო იყვნენ.
შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება მიწა, რომელზეც შენ დადიოდი.
შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ის საგნები, რომელთაც შენ შეეჩვიე.
შენს სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში.
და ვინ იცის, რამდენი სხვა რამე…

მე გიერთგულებ იმ სადგურამდე რომელსაც ბოლო ან უბრალოდ სიკვდილი ქვია….Image

მოვიდა ძილი-ღრმა და უსიზმრო….

Image

და მაინც ვერონიკას ცხოვრება ისე არ წარიმართა როგორც მეგონა, კეთილია კოელიო და  ეს ყოველთვის ჩანს…სიკვდილით დაიწყო და მაინც სიცოცხლე აჩუქა გმირს თანაც ორი, ერთი იდეალური(სულიერი) და მეორე მატერიალური(ფიზიკური) …..კოელიო ამა თუ იმ პიროვნების სულიერ სამყაროს გვაცნობს და ცხოვრებისეულ სიძლიერეებს მკაფიოდ გვიშიფრავს, ვერონიკა, რომელიც საბედისწეროდ გადაურჩება სიკვდილს, შეიცნობს ნამდვილ სიგიჟეს და შეიყვარებს შეურაცხადს, რის შემდეგად ძვირფასი გახდება მისთვის ყველაფერი ამქვეყნიური. პაოლო კოელიო რომანში მოცემული იგავით მთავარ საქმეს გადმოგვცემს, რომ თუ გინდა სრულყოფილ ადამიანად აღგიქვან შენც ისეთივე გიჟი უნდა იყო, როგორებიც სხვები არიან. აქ სიგიჟე გაიგივებულია წესიერებასთან.  

   ლიტერატურული თვალსაზრისით ამ ნაწარმოებში მოყვანილია ერთი საინტერესო იგავი..
    “გინდათ ერთ იგავს მოგიყვებით,–უთხრა ზედკამ,–ერთ ბოროტ ჯადოქარს სახელმწიფოს დაღუპვა ჰქონდა გადაწყვეტილი და ნაკადულში ,საიდანაც მთელი ქალაქი წყალს სვამდა,ჯადოსნური ბალახის ნახარში ჩაასხა.საკმარისი იყო ვინმეს ერთი ყლუპი  დაელია ,მაშინვე ჭკუიდან იშლებოდა.
      დილით ყველამ დალია ეს წყალი და ყველა ერთიანად შეიშალა.მეფეს კი საკუთარი ოჯახისათვის საკუთარი წყალი ჰქონდა და ის ჭა ისეთ ადგილზე მდებარეობდა,სადაც ჯადოქარი ვერ მიაგნებდა.შეშფოთებულმა მეფემ სცადა წესრიგისაკენ მოეწოდებინა ქვეშევრდომებისთვის ,მთელი რიგი ბრძანებებიც გასცა,უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,მაგრამ პოლიციელებსაც და ინსპექტორებსაც მოწამლული წყალი ჰქონდათ დალეული,ამიტომ მეფის ბრძანებები სულელურად ჩათვალეს და გადაწყვიტეს,არ შეესრულებინათ.
       ქვეყნის მკვიდრნიც ,როცა მეფის ბრძანებების შესახებ შეიტყვეს,სასახლესთან შეგროვდნენ და მეფის გადადგომა მოითხოვეს.
       გამწარებულმა მეფემ გადადგომა დააპირა  ,მაგრამ დედოფალმა შეაჩერა და უთხრა: ” მოდი , იმ ნაკადულთან მივიდეთ, ჩვენც ის წყალი დავლიოთ და ჩვენს ქვეშევრდომებს დავემსგავსოთ.”
      ასე მოიქცენ.მეფე–დედოფალმა სიგიჟის ნაკადულიდან წყალი შესვა და ისინიც ჭკუიდან შეიშალნენ.ამის შემდეგ აღარც ქვეშევღდომები ითხოვდნენ მეფის გადადგომას,მათ ისევ ბრძენი მეფე ჰყავდათ და რატომღა უნდა გადაეყენებინათ?
   ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა,მიუხედავად იმისა ,რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები სულ სხვანაირად იქცეოდნენ,ვიდრე მათი მეზობლები .და მეფეც სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქვეყანას.   ვერონიკა დასაწყისში სტატიის პირველივე სიტყვებით გაოცებულია და ცხოვრებაში პირველად ფიქრობს ამ გამოთქმის ჭეშმარიტებაზე ..,,ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება ,,..მართალია და მასაც შემთხვევით არ გადაუწყვეტია სიკვდილი,შემთხვევით არ მომხვდარა ფსიქიატრიულ  სავადმყოფოში…ყველაფერს თავისი მიზეზი და რათქმაუნდა შედეგიც აქვს. ვერონიკას აუცილებლად უნდა ეპოვნა ედუარდი და ეთქვა მისთვის ის რაც უთხრა ..

-ყურადღებით დააკვირდი ჩემს სახეს,-უთხრა ედუარდს,-შენი სულის თვალებით დაიხსომე,რომ შემდეგ შეძლო მისი გახსენება. თუ გინდა,ხატვა ჩემგან დაიწყე,მაგრამ ხატე. ეს არის ჩემი უკანასკნელი თხოვნა.შენ ღმერთი გწაამს?

-მწამს.

-მაშინ დაიფიცე რომ აუცილებლად დამხატავ.

-გეფიცები. მერე კი ხატვას განაგრძობ.

-არ ვიცი,რამდენად შემიძლია ამის დაფიცება.

-შეგიძლია . მეტსაც გეტყვი:მადლობა იმისთვის,რომ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინე. ახლა ვხვდები,ამქვეყნად მხოლოდ იმიტომ მოვედი,რომ ისე მეცხოვრა როგორც ვიცხოვრე,მერე თავის მოკვლა უნდა მეცადა,საკუთარი გული მომესპო,შენ შეგხვედროდი,ამ ციხესიმაგრესთან ამოვსულიყავი და შენს სულში აღმებეჭდა ჩემი სახე. აი,ერთადერთი მიზეზი,რისთვისაც გავჩნდი.. ეტყობა,გავჩნდი იმიტომ,რომ იძულებული გამეხადე,იმავე გზას დაბრუნებოდი,საიდანაც გადაუხვიე. გემუდარები,ნუ მაფიქრებინებ,რომ უაზროდ მიცხოვრია.

-იქნებ ეს ძალიან ადრეა ან ძალიან გვიან,მაგრამ შენსავით მეც მინდა,გითხრა: მე შენ მიყვარხარ. შენ შეგიძლია,აი დაიჯერო,სისულელედ ან ბოდვად გეჩვენოს,მაგრამ მიყვარხარ. 

ვერონიკა ედუარდს მოეხვია და ღმერთს რომელიც არ სწამდა,შეევედრა,ახლა,აი ამ წუთას დაესრულებინა მისთვის სიცოცხლე. მან თვალები დახუჭა და იგრძნო,რომ ედუადრიც იმავეს აკეთებდა.მოვიდა ძილი-ღრმა და უსიზმრო. სიკვდილი ალერსიანი იყო,მას ღვინის სუნი უდიოდა და ვერონიკას თმაზე ეფერებოდა … 

P.S სინამდვილეში რა არის სიკვდილი ამის ახსნა რთულია მაგრამ ადვილია გვახსოვდეს ფრაზა, რომ “სიკვდილის გაცნობიერება გვაძლევს ძალას ,ვიცოცხლოთ”.. 

მაჩუ-პიქჩუ …(..საინტერესოა !!..)

 

Imageმაჩუ-პიქჩუ-(ძველი მწვერვალი) _ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე,  მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, შენობები ქვებით იყო ნაშენი,ისინი ერთმანეთზე მჭიდროდ იყო დაწყობილი,თუმცა კირხსნარით არ იყო შედუღებული. ქალაქის ერთ-ერთ ნაწილს ინკები მზისა და მთვარის(ვარსკვლავების) შესასწავლად იყენებდნენ,ხოლო ქალაქის გარშემო გამოჭრილ ტერასებზე მარცვლეული მოჰყავდათ. მათ ჰქონდათ ციხესიმაგრეები ერთ-ერთში 10000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქს მტრის შემოსევებისგან მის წინ აღმართული უზარმაზარი მთა იცავდა(იქ ჰყავდათ გუშაგები და ისინი ადვილად ამჩნევდნენ მოახლოებული მტერს). მაჩუ-პიქჩუ გაშენებულია მთაზე, რომლის სამი მხრიდან ციცაბო ფერდობი ეშვება. მათ მთის მწვერვალებზე თითოეულ მოსახლესთან გაყვანილი ჰყავდათ სარწყავი არხები_აკვედუკის საშუალებით.Image

ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების  გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო. აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება. ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.Image

Happiness it’s simple …♥

Imageძნელია დაფიქრდე, უკან მიიხედო და უკლებლივ ყველა გაღიმებული დაინახო
შეუძლებელია ! 
შეუძლებელია თვალი გადაავლო შენს პაწაწუნა ცხოვრებას და ვიღაც გულნატკენი არ დაგხვდეს, შეხედო და გულზე ეკალივით არ მოგედოს მისი სევდა…
ხომ აგრეთვე შეუძლებელია ვიღაც უპასუხოდ დატოვო
ათასი უკმაყოფილო
ვალები, დაუბრუნებელი ნივთები, შენგან მივიწყებული დაპირებები
ძნელია უყურო ადამიანის სახეს სულ მომტირალს, მირცვლებულს სხეულს მიგავს მაშინ გული, სადაცაა უნდა გასკდეს ბოღმისგან, მეც ვითრგუნები და მზე მინდება
. მზე თბილი, კაშკაშა
მზე … რომელსაც ყველა ბავშვი ერთნაირს ხატავს, მაგრამ დანახვით ვერავინ უსწორებს თვალს
რამდენჯერ ვცადე მენახა,მაგრამ სულ ცრემლები მრჩებოდა მწვანე თვალებზე …
ეს არის საათივით აწყობილი დედამიწა და ცხოვრება, ყველას კმაყოფილს ვერ დატოვებ ! მაშინ ღმერთი უნდა იყო და მაშინაც გამოყოფდნენ თავს სადღაც უკმაყოფილონი, ვინც დღეს რესტორანში ვერ წავიდა და ამის გამო შენ დაგადებდნენ ბრალს. რამდენჯერ მიფიქრია “ღმერთობა” იმაზეც დავფიქრებულვარ რა საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი, ისმინო მილიონობით ლოცვა
ჩურჩულით ნათქვამი უფალო დამიფარე და ყველა შენს იმედზე 
თითქოს შენ ორგანიზმი ხარ და ეს სურვილები სისხლი, ყველა აუსრულებელი სურვილი თითო წვეთ სისხლის ფასად გიჯდებოდეს და
ბოლოს მაინც კვდებოდე 
უბრალოდ იმიტომ, რომ ღმერთი ხარ და მაინც ვერ მოერიე გაუმაძღარი ხალხის სურვილებს ! 
ყველას რომ თითო სურვილს უსრულებდე?
მილიარდს გთხოვდი, უეჭველად 
… მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, ჩემს გარდა რამდენი გთხოვდა ამ მილიარდს, ფულიც უფასური გახდებოდა, არა, რაღაც ორიგინალური უნდა მოვიფიქრო ღმერთო რომ გთხოვო !
მოდი მე ვიქნები ერთი და გაბედული, მოდი ერთი დღე ღმერთად მამყოფე
არ მეშნია თუ ამ სურვილის გამო ჯოჯოხეთში დავიწვები, მე სიყვარულით მაქვს გული აღსავსე, ცოტათი მეტი ვარ შენი სხვა ქმნილებებისგან, მე შენი არ მჯერა და ილუზიებით გესაუბრები…
მოდი მოვისურვებ და ჩემი ქვეყანა ყველაზე ცნობილი გახდეს. ძნელია იყო ღმერთი?
მოდი ისე ვქნათ, რომ შემდეგი სურვილები სამუდამოდ აუსრულებელი დარჩეს
-არ იყოს სიკვდილი
-არ ვბერდებოდეთ
-არ ვიბადებოდეთ მახინჯები (ფიზიკურად განსხვავებულები)
-არ არსებობდეს გულის ტკენა

ხ ა ლ ხ ო !!! რატომ ვერ ვსწავლობთ ამა თუ იმ მოვლენის დაფასებას? მინდა ღმერთი ვიყო 1 დღით, ჩაგყვიროთ და ჩაგჩხავლოთ ყურებში რეალობა, აგახელინოთ თვალები და შემდეგ ისევ ვიყო მე ! 
ვიბნევი ! არც ის არ მინდა ყველამ სიმართლით იაროს
არა, ვერაფერში შემაქვს ცვლილება ისე უნიკალურადაა მოწყობილი ყველაფერი 
მათხოვრები და შიმშილი რომ არ არსებობდეს, აბა ვის ვუყურო მე? ვინ მაძლევდეს მე სწავლისთვის და სამსახურისთვის სტიმულს? 
სიკვდილი რომ არ იყოს, როგორ მივხვდე მე ცოცხალის ფასს? 
რომ არ ვბერდებოდეთ, საიდან დავაფასო მე ჩემი საუკეთესო წლები?
რომ არ არსებობდნენ მახინჯები, სილამაზე როგორ დავაფასო ?
გულის ტკენა როგორ არ უნდა არსებობდეს 
ხააალხო, ჯაამათნო ? 
როგორ დავაფასო მე ჩემი ღიმილის მიზეზი, თუ ერთხელ მაინც არ მეტკინა გული ?
ნელ-ნელა ვხვდები კი არა, უკვე მივხვდი რომ მთავარია დაფასება ვისწავლოთ 
განა ადამიანების?
ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს !!!
ძნელია მოკვდე შემდეგ კი გითხრან:
-უკან მიიხედე, იქ შენი განვლილი ცხოვრებაა
რამდენ ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩენ, რამდენ გულის ტკენას, რამდენ სილამაზეს და სიმახინჯეს, სიბოროტეს და სიკეთეს, რამდენ სიცოცხლეს აღმოაჩენ და შემდეგ მიხვდები ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც არის
ინანებ ! 
რა თქმა უნდა ინანებ უეჭველად ინანებ, თვაშიც წამოირტყამ ხელს 
აუ, აუს ძახილში შეიძლება თავიც აგტკივდეს, მაგრამ ღიმილი უნდა შემოირტყა ალმასის ქამარივით სახეზე, კარგად რომ ჩაყვე ცხოვრებას, ბევრ კარგს დაინახავ
იმას, თუ როგორ აძლევდი ბავშვობაში მათხოვარს ფულს
ან იმას, თუ როგორ დაუთმე ქალბატონს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებული ძალიან დაღლილი იყო და იმ დროს რომ შენ ადგილი არ დაგეთმო, ალბათ გული წაუვიდოდა !
ბევრი რამ არის, ბევრი წვრილმანი, ბევრი ცრემლი და გაღიმება
ცხოვრება ძალიან მშვენიერი რამ არი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მშიერს ჭამა შეგეძლება, დაღლილს დასვენება, მოწყურებულს დალევა და ა.შ თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ, რა ცოტა გჭირდებათ თითოეულს ბედნიერებისათვის ..
ვცდილობ რეალურად შევხედო ყოველთვის ყველაფერს 
ცხოვრება, სულ მინდა ამ უცნაურ მოვლენაზე ვისაუბრო და ყოველთვის უპასუხოდ მრჩება საბოლოო კითხვები … უბრალოდ ძნელია რაღაც-რაღაცეებს გაუმკლავდეს ადამიანი 
იცით რა არის სილამაზე? 
სილამაზე არის შვილის თვალები
სილამაზეა როცა სარკეში იყურები და საკუთარ თავს ხედავ, იცი რატომ? იმიტომ, რომ მხედველობა გაქვს ! 

სილამაზეა ისიც, რომ გესმის, აღიქვამ აცნობიერებ 
უბრალოდ ჯერ 80%’ს არ დაუკარგავს არც-ერთი, თორემ უეჭველად დააფასებდა 
მე არ ვცდილობ ამ ჩემი ჩამალული პოსტით ვინმეს რაიმეზე ავახელინო თვალები ! მე უბრალოდ ვწერ 
ცხოვრება საჰაერო ბუშტს ჰგავს, რომელიც ბევრი საინტერესო ემოციებით არის აღსავსე
საინტერესო ადამიანის ცხოვრება კიდევ ისეთი მსუქანია გეგონება ესესაა უნდა გასკდესო 
ძნელია გაიღიმო როცა ამდენი რაღაცის თქმა გინდა
როცა შენთვის მნიშვნელოვანს ეხებიან, შენ კიდევ იმის ნაცვლად
-ხელი გაუშვი, ჩემია ეგ საზიზღარო ! უნამუსო !
უბრალოდ იღიმი და ყურადღებას არ აქცევ 

ძნელია იცხოვრო გაიარო უკან მოუხედავად და ყველა გაღიმებული დატოვო
ძნელია იცხოვრო
ი ც ხ ო ვ რ ო !

ძალიან ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის მას მხოლოდ შეგრძნება სჭირდება ..♥♥ http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=xHcZx7Xu1K8 Image

ჩარლის წერილი !! ♥

 Image ერთ შობაღამეს სახელგანთქმული ჩარლი ჩაპლინი დაჯდება და თავის ქალიშვილს ბარათს მისწერს…   დიდ ადამიანთან დანატოვარიდან ასეთი პირადი წერილები საკმაოდ საინტერესოა ,რადგან სიკეთის,კეთილშობილების და თავმდაბლობის გაკვეთილებს გვაძლევენ ..

                                              ჩემო გოგონა !!  Image

      ახლა ღამეა,შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი,სძინავს შენს და-ძმას,დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისევ შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე,თვალისჩინი წამერთვას,თუ ახლაც,ამ წუთს,შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის,აქ მაგიდაზე და ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ ?? შორს ზღაპრულ პარიზში,თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ. კარგად ვიცი ეს,მაგრამ მაინც,წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს,ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი,ამ ლამაზ სპექტაკლში ვცეკვავდი,შენ პრინცესის აბრეშუმის სამოსი გმოსავს.ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის..გაფრინდი,გაფრინდი იქით…მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი!  შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება.ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა,შიმშილისაგან დაოსებულნი,სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებული რომ როკავენ ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია.. ჯერალდინა,იმ ჯადოსნურ ღამეებში შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი,მე არ მეძინა. დავყურებდი შენს ლამაზ სახეს,ვუსმენდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი,ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს??,, შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი,მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია …ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია,ჯერალდინა ზღაპარი მშიერი მასხარისა,ლონდონის ღატაკთა კვარტალებში რომ მღეროდა და ცეკვავდა,მერე კი … მოწყალებას აგროვებდა ! აი,ჩემი ზღაპარი ! მე ვიცი,რა არის შიმშილი,რას ნიშნავს უსახლკარობა ! ეგ კიდევ რა არის,მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა,რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო ,მაგრამ როცა დადგება წამი და იგრძნობ,როგორ მაღლდები მაყურებელზე,მაშინვე გადი სცენიდან.  პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს, იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს,შენსავე მსგავსს და შენზე უფრო ლამაზებსაც კი,შენზე უფრო გრაციოზულებს,შენზე ამაყებს,შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვესრად ნახავ !! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა კარგად დააკვირდი შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა .. ცოტას როდი შეხვდები ისეთს ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს და ეს გახსოვდეს ჩარლის ოჯახში  არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე,რომ მეეტლესთვის უკმეხი სიტყვა ეთქვეს. ან სენეს სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს … ჩარლი წავა,ჯერალდინა,შენ იცოცხლებ …მე არ მინდა ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს.ხარჯე  რამდენსაც მოისურვებ,ოღონდ გახსოვდეს ორ ფრანკს რომ დახარჯავ შენს თავს უთხარი მესამე მონეტა ჩემი არ არისთქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას,უცნობს ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს.

    მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ მაინც ასე მგონია,შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება,თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ ნუ გეშინია.ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს …ჯერალდინა,მე მინდა,რომ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.. მე ვიცი,მამებსა და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში.მეომე ჩემო გოგონა,ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია,მინდა მჯეროდეს,რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა,მინდა რომ მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი რაც შემთვის მინდოდა მეთქვა. ჩარლი დაბერდა,ჯერალდინა !! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახია არ მინდა გული გატკინო,არ გაგიჭირდება . საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკე რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …

    ჯერალდინა მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევსცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს,მაგრამ აი,რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა… ადამიანს ძირს მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს.ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისათვის. იცოდე ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა ის კი ჩვენდა საბედნიეროდ,ყველას ერთნაირად დაგვნათის . ხოლო,როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა ,მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს ,ვიცი … სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭენი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე. მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე…

შენ ჩემი /გვარის ხარ-ჩაპლინი/. ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა,მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან რაც მე მიტირია,ჯერალდინა სამყარო სადაც შენ ცხოვრობ ,მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია !…ჯერალდინა ! შუა ღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები,მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხე . შეიძლება ცოლი ფეხმრძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არ აქვს,რომ თავიანთი მომავალი პირმშოსთვის სახვევები იყოდონ. თუ ასეა,ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში . მე ბანკში ნათქვამი მაქვს,რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადე !! დროდადრო მეტროში ჩადი . ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით ხალხს დააკვირდი !  ქვრივ-ობლებს შეხედე ! და თუნდაც დღეში ერთხელ შენს თავს უთხარი: ”მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ !,,… დიახ! შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ჩემო გოგონა . ხელოვნება,სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს ჯერ ფეხებში ურტყამს …ჯერალდინა შენ,ხანისაგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე ! იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე ! მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე .. ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ,ჯერალდინა ! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი !!

იცი კი,რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან??  სულ პაწიას ზღაპრებს გიყვებოდი ,ხან მძინარე მზეთუნახავისას,ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა ,დავცინოდი მას და ასე გეუბნებოდი: ”გამშორდი ! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან ! ,, …..მე ვხედავ შენს ოცნებებს,ჯერალდინა ვხედავდი შენს მომავალს,შენს დღევანდელ დღეს ! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს ,ცაზე მოფარფატე ფერიას მესმოდა,როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში : ”ხედავთ ამ გოგონას ? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია ,არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ ? ,,..ჰო მე ჩარლი ვარ ! ბებერი მასხარა. დღეს კი შენი ჯერია,იცეკვე  !! მე ფართხუნა,დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი,მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე _იქ მე დამინახავ შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს, მე მინდა რომ მაშინაც კი ,როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი ! მე ანგელოზი არ ვყოფილვარ,მაგრამ მაინც ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი… 

                                                                                ეცადე შენც,გკოცნი ჯერალდინა.. 

    P.S. Kiss you Jeraldina,your charlie. … Image

”მოჰანდას კარამჩანდ განდი,, ანუ უბრალოდ “მაჰამთა განდი” ♥ ♥

მაჰათმა “დიდი სული” ასე შეარქვა ინდოელმა ხალხმა თავის ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლსა და სულიერ მოძღვარს მოჰანდას კარამჩანდ განდის.ის მუდამ შეუჩერებლივი ძიების პროცესში იყო, მიისწრაფოდა სრულყოფისკენ, იგი ცხოვრობდა ასკეტურად და ღარიბი ხალხისადმი უსაძღვრო სიბრალული ამოძრავებდა. იგი გახლდათ ჰინდუს რელიგიის მიმდევარი და წინააღმდეგი იყო თვით მწერის მოკვლისაც, რადგან ის ყოველ ცოცხალ არსებაში ხედავდა სულს, მსგავსად ადამიანისა. მან დაარსა მოძრაობა “სატიაგრაჰა” /ჭეშმარიტების მიმდევარი/ რომლის ქმედებებიც მიმართული იყო ბრიტანეთის კოლუნიალური იმპერიის წინააღმდეგ. მისი კრედო იყო არაძალმომრეობრივი სულიერი სიმტკიცე და ეროვნული დაუმორჩილებლობა. იგი პიროვნებებში არ ეძებდა მტერს, არამედ უღრმავდებოდა საქმის არსს. Image

   იგი 1948 წლის 30 იანვარს 78 წლის ასაკში მოკლეს. როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით იგი იმიტომ მოკლეს, რომ მუსლიმთა მიმართ ლოიალურობას ამჟღავნებდა, ჰინდები და მუსლიმები ერთმანეთის მიმართ ლიალურები რომ არ არიან ყველას მოგეხსენებათ.

მისი სიტყვებით არამარტო ინდოეთი,არამედ მთელი მსოფლიო საზრდოობს :             “ჯერ იგნორირებას გაგიკეთებენ, შემდეგ დაგცინებენ, შემდეგ გეჩხუბებიან, შემდეგ შენ იმარჯვებ”

“ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება “

“წინააღნდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების, რაგინდ კეთილშობლიურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს,,

“როცა ვინმე ცდება, ჩემს თავს ვეუბნები: — შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებებსაა აყოლილი მაშინაც მოვაგონებ ხოლმე ჩემს თავს – განა შენ არ აყოლილხარ ვნებებს? და ასე თანდათან ვრწმუნდები, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც სხვები. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ბედნიერნი ვართ. ,,

“მე უზომოდ მიყვარს ჩემო თავისუფლება, ამოტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.,,

“ძალაუფლება ორნაირი არსებობს!-ერთი-სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორი კი – სიყვარულის ძალაზე დაფუძნებული,რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება.,,

““იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”

“უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს”

“შეცდომების აღიარება წააგავს ცოცხის მიერ ჭუჭყის გადახვევტვას და ზედაპირის სინათლისა სისუფთავის გამოეჩენას. მე ძლიერი ვარ იმისთვის, რომ შევძლო აღსარება”

“თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, და რომ ეს მშვიდობა ნამდვილია, იმით გავიგებთ თუ არ მოქმედებს მასზე გარეშემო სიტუაციები”

“გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.,,

“ლაჩარს არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა; სიყვარული მამაცის პრეროგატივაა” Image

“სირცხვილი თქვენ,დამარცხებულნო !!! ამიერიდან თქვენ უნდა დაიფაროთ სახე “..

     Imageსაჰარის უდაბნოში ხალხთა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს,რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან რასობრივი,კულტურული და ენობრივი ნიშნით. საჰარის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელ,ტიპურ მოსახლეობას წარმოადგენს ცენტრალურ საჰარაში მომთაბარე-ტუარეგები.2012 წელს მალიში მცხოვრები ტუარეგები აჯანყდნენ და პროვინცია აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.. ტუარეგებზე უამრავი ლეგენდაა შეთხზული.

     ისლამის მიმდევრებისგან მათ მიიღეს სახელი ,,ტუარეგები” რაც ნიშნავს ,,ღმერთისგან განკიცხულს”…საპირისპიროდ ამისა,თავიანთ თავს ისინი უწოდებენ ,,იმოხაგის”,რაც ნიშნავს ”თავისუფალს”,,,დამოუკიდებელს “. ტუარეგებს შორის არიან არისტოკრატები,ვასალები და მონები. არისტოკრატები მაღლები და ტანადები არიან,თეთრი კანი აქვთ,გამოირჩევიან ძალიან თავისებური ჩაცმულობითა და აღკაზმულობით. ტუარეგი მამაკაცის სამოსისთვის,რამაც იგი ცნობილი გახადა,ყველაზე დამახასიათებელი თეთრი ან ცისფერი ბამბის ქსოვილია,ისინი იფარავენ სახეს და ღია რჩება მხოლოდ თვალები. ამ ადათ-წესზე ეთნოგრაფებს მრავალი მოსაზრება გამოუთქვამთ. ერთ-ერთია ის,რომ იგი იცავს სასუნთქ ორგანოებს მშრალი ჰაერისა და ქარისგან,მაგრამ თუ ეს ასეა საინტერესოა ქალები რატომ დადიან მის გარეშე იმავე პირობებში??  ამ კითხვის პასუხს იმ ლეგენდაში ვპოულობთ რომელსაც აღნიშნულ წერ-ჩვეულებას უკავშირებენ. მრავალი წლის წინათ ტუარეგები ერთ-ერთი საომარი ლაშქრობიდან დაბრუნდნენ განადგურებულნი და დაუძლურებულნი,თანაც ნადავლის გარეშე,მაშინ ქალებმა მოიხსნენ სახიდან პირსაფარი ,რომელსაც თავად ატარებდნენ და ზიზღით უთხრეს მათ : “სირცხვილი თქვენ,დამარცხებულნო !!! ამიერიდან თქვენ უნდა დაიფაროთ სახე “..Image

      დაახლოებით 18 წლის ასაკი მცირე ოჯახურ ზეიმზე ბიჭი იღებს სახის საფარს და ამ მომენტიდან იგი ხდება მამაკაცი.. მთელი ცხოვრება არც დღე და არც ღამე იგი აღარ იხსნის მას. თუ გახდა საჭიროება მისი გამოცვლისა,მამაკაცი ამას აკეთებს ბნელ კუთხეში,სადაც არავინ დაინახავს მის შიშველ სახეს..ტუარეგებმა დღემდე შემოინახეს ლიბიელი დედის ძველი უფლება, ქალს მაღალი მდგომარეობა უკავია. უახლოეს ნათესავად და ბავშვების მფარველად ითვლება არა მამა არამედ დედის ძმა…ტუარეგი ქალები უფრთხილდებიან წეს-ჩვეულებებსა და თქმულებებს.. წერენ ლექსებს,თითქმის ყველა ქალი განათლებულია. მათი ავტორიტეტი იმდენად დიდია,რომ მათ მიერ წარმოთქმულმა ერთმა სიტყვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მთელი ტომის აღელვება..Image 

P.S. ტუარეგთა სახალხო დღესასწაულია_სბიბა ..

,,ტკბილზე ტკბილია” (ჩემთვის).

Image

 დღეს ისეთი საინტერესო დღე მქონდა რომ სმარტესტსაც შეშურდება.12-დან 7-საათამდე მათემატიკის განვითარების ისტორიის,ოქროს კვეთის,მათემატიკური სტრუქტურების,აქსიომების,ევკლიდეს გეომეტრიისა და ფილდსის მედლის შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტი გავიგე.ნამდვილად შემიძლია ვთქვა,რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო 7 საათი..ვიცოდი რომ მისი უდიდებულესობა მათემატიკა პატივსაცემი იყო თავისი მრავალმხრივი გამოყენებისა და სირთულეების გათვალისწინებით,მაგრამ ასე ღირსეული თუ იყო ნამდვილად არ მეგონა..მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად და ცოტა კიდევ ვისაუბროთ მასზე როგორც საჭირო და ჯერ კიდევ ამოუხსნელ მეცნიერებაზე…

მათემატიკა დედუქციური მეცნიერებაა. ეს ნიშნავს რომ, მისი თითოეული მტკიცებულება – თეორემა მიიღება სხვა უკვე ცნობილი თეორემების საფუძველზე, დამტკიცების საშუალებით. პირველადი წინადადებები, ე.წ. აქსიომები მიიღება დაუმტკიცებლად და მოცემული მათემატიკური თეორიის ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს.მათემატიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. მან პირველი აღმავლობა ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა. აქ პირველად დაინერგა მისწრაფება „წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ“. აქვე გაჩნდა პირველი აქსიომატიზაცია, კერძოდ ევკლიდეს გეომეტრია. მოგვიანებით გოტფრიდ ლაიბნიცმა და ისააკ ნიუტონმა საფუძველი ჩაუყარეს უსასროლოდ მცირეთა ანალიზს. ახალი დროის სხვა მნიშვნელოვანი ამოცანა იყო უფრო და უფრო რთული ალგებრული განტოლებების ამოხსნა. ამ საკითხების კვლევისას ნ. ჰ. აბელი და ე. გალუა მივიდნენ ჯგუფის ცნებამდე, რაც თანამედროვე ალგებრის შექმნის ერთერთი წინაპირობა იყო.მე–19 საუკუნის ბოლოს გ. კანტორმა შექმნა სიმრავლეთა თეორია, რამაც დიდი გავლენა იქონია მათემატიკის შემდგომ განვითარებაზე. არ შეიძლება არ ვახსენოთ უდიდესი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი,რადგან პირველმა სწორედ მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია.რამაც უდიდესი წინსვლა გამოიწვია,კიდევ უფრო განავითარა და ფართო გამოყენაბა შესძინა მათემატიკას. მე–20 საუკუნის პირველი ნახევრში მათემატიკა გერმანელი მათემატიკოსის დ. ჰილბერტის მიერ შემუშავებული ე.წ. „ჰილბერტის პროგრამის“ გავლენას განიცდიდა, რაც მათემატიკის მთლიან აქსიომატიზაციას გულისხმობდა. ამავე დროს მათემატიკაში სულ უფრო ძლიერდება აბსტრაქცია, ე.ი. ცნებების მათ არსებით თვისებებზე დაყვანის ტენდენცია. ამგვარად, სხვა მათემატიკოსებთან ერთად ე.ნეოტერმა საფუძველი ჩაუყარა აბსტრაქტულ ალგებრას, ფ.ჰაუსდორფმა ზოგად ტოპოლოგიას, ს.ბანახმა ფუნქციონალურ ანალიზს ხოლო ს.აილენბერგმა და ს.მაკლეინმა შექმნეს კატეგორიათა თეორია..კონსტატინე გამსახურდია წერდა: ,,მტრები ამბობდნენ ქართველებს ჭკუა არ ეყოფათ მათემატიკის შესათვისებლადო,მაგრამ მათი მყრალი სიტყვები საბედნიეროდ გაცუდდა” საქართველოში არსებობდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები, მაგ: ნ.ნიკოლაძე ,ა.რაზმაძე, ნ.მუსხელიშვილი, ა.ხარაძე, ვ.ჭელიძე, გ.ჭოღოშვილმა, ვ.კუპრაძე და სხვა. საქართველოში მათემატიკური კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნისთანავე (1918 წელი) დაიწყო.

   გამოყენებითი მათემატიკა მიზნად ისახავს განავითაროს პრაქტიკული მათემატიკური მეთოდები, ფიზიკის, ტექნოლოგიის, ეკონომიკის და სხვა სფეროების ამოცანების გადასაჭრელად. მე–20 საუკუნეში კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად მათემატიკის გამოყენების არეალი მკვეთრად გაფართოვდა და მან პირდაპირად თუ ირიბად ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ნაწილში შეაღწია.გამოყენებითი მათემატიკის სამი ტრადიციული მიმართულებაა: დიფერენციალური განტოლებები, რიცხვითი ანალიზი, ალბათობის თეორია.უშუალო პრაქტიკული გამოყენების მქონე მათემატიკის დარგებს შორისაა: მათემატიკური ფიზიკა, მათემატიკური სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა, მათემატიკური ბიოლოგია, კრიპტოგრაფია, გრაფთა თეორია, თამაშების თეორია და სხვა.ზოგადად, გამოყენებით მათემატიკად შეიძლება ჩაითვალოს მათემატიკის ის ნაწილი რომელიც არამათემატიკური ამოცანების მოდელირებისთვის გამოიყენება.

   სკოლებში მატემატიკა ძირითად საგნად ითვლება, მაგრამ იგი მაინც რჩება ,,აუთვისებელი” და ,,დაუფასებელი”.. მოსწავლეთა უმრავლესობამ ზუსტად ამ საგნის დანიშნულებაც არ იცის(რომ არაფერი ვთქვათ მისი განვითარებისა და წარმოშვების ისტორიაზე). როგორც ნებისმიერ ქვეყანას,ისე სხვადასხვა მეცნიერებას(მათ შორის მათემატიკასაც),თავისი ისტორია გააჩნია და ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ სახელმძღვანელოს პირველ ფურცელზე თეორემის (მაგ:პითაგორას,სინუსების,ვიეტას ან სხვა რომელიმეს) ნაცვლად საგნის დანიშნულებისა და განვითარების ისტორიის შესახებ მცირე ინფორმაცია მაინც დაიწერება.

    მიუხედავად ყველაფრისა, საბედნიეროდ გამორჩეული მათემატიკოსები მსოფლიოში მრავლად არიან და ისინი კვლევის მოცულობისთვის შესანიშნავ ჯილდოს -ფილდსის მედალს იღებენ. ფილდსის მედალი — პრემია, რომელიც ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდსის ანდერძით. პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული გახდა.მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატიკოსი მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.ფილდსის მედალი საყოველთაოდ მათემატიკის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევა. მედალს თან ახლავს ფულადი პრემია, რომელმაც 2006 წელს €10,550 შეადგინა(ფილდსის მედალს ხშირად მათემატიკის ნობელის პრემიას უწოდებენ,მაგრამ ეს შედარება გარკვეული მიზეზების გამო არაზუსტია)..Image

   დასაწყისში ვთქვი რომ მეცნიერება რომელზედაც ვსაუბრობ-ამოუხსნელია. სწორედ ასეა,მისი გამოყენების არეალი ყოველდღე ფართოვდება და დასამტკიცებელი კიდევ ბევრი ახალი თეორემაა,რადგან არ შეიძლება მხოლოდ ამით ამოიწუროს და დამთავრდეს მისი ისტორიის წერა. მე მჯერა,რომ მას იმაზე ვრცელი და ნათელი მომავალი აქვს ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს,სწორედ ამიტომ მათ ვისაც გაინტერესებთ მათემატიკა უნდა შეიყვაროთ კიდეც იგი,განახორციელოთ ფართო სამეცნიერო კვლევები,გააოცოთ მომავალი თაობა და რაც მთავარია ღირსეულად მოიპოვოთ ,,ტკბილზე ტკბილი” ფილდსის მედალი…