სამომავლოდ ვიცი აქ არ იქნები !!!

Imageგიყურებ და სიხარული მემატვის,,გიყურებ და სიყვარული მაკლია,,გელოდები როდის მოხვალ ჩემამდის,,შენზე ფიქრმა ჩემი სევდა წალია. . . გიყურებ და საოცრება მეხატვის,,გიყურებ და რა საოცრად დადიხარ,,ჩემი გული შენს სიყვარულს ემალვის,,და ჩემს გულზე თითქოს ადი–ჩადიხარ. . .გიყურებ და იდუმალი არსებით,,მე ვერ ვხილე შენი იდუმალება,,დრო მოვა და ერთურთის გზას ავცდებით,,გზაზე ჩვენი კვალი დაიმალება. . .გიყურებ და გზა აბნეულს გამსგავსებ,,რომ ვერ ჰპოვე დღემდე შენი ადგილი,,დრო მოვა და სიყვარულით აგავსებ,,გრძნობად მოვალ დამალული აჩრდილი. . .გიყურებ და მე წარსული ამტკივდა,,რომ ვერ მოვკალ მე წარსულში ლანდები,,შენს ცქერაში გული ისევ ატირდა,,ისევ გულში ვიცი დამებლანდები. . . გიყურებ და მომავალი მაშინებს,,სამომავლოდ ვიცი აქ არ იქნები,,მომავალზე ფიქრი თუ ამატირებს,,მე წარსულში დაგიტოვე ფიქრები. . . გიყურებ და შენზე ფიქრი მაწვება,,შეგცქერი და უფიქრალი დაგყვები,,დღეს ამ ცაზე ბინდი თუ გადაწვება,,ავდგები და ნისლებს შორით გავყვები. . . გიყურებ და თითქოს რაღაც გაკლია,,მზის სხივი თუ მთვარის შორი ნათება,,დამავიწყდა აღარ მახსოვს რა გქვია??? მე გონება ისევ გამეფანტება. . .გიყურებ და სიხარული მემატვის,,გელოდები როდის მოხვალ ჩემამდიიის!!!!Image

Leave a comment