ის ვერ უკვდავყო მისმა ასრულებულმა მიზანმა, მაგრამ უკვდავყო აზრებმა, ცხოვრების გზამ, რომელიც ბევრისთვის მისაბაძად იქცა. არგენტინაში სკოლის მოსწავლეები დილას იწყებდნენ ფიცით: „ ჩვენ ჩეს დავემსგავსებით“,ბოლივიელ გლეხებს ის წმინდანად ჰყავდათ წარმოდგენილი, ხოლო სიტყვები:“
მას ჩემზე მეტად ჩამოყალიბებული რევოლუციური იდეები ჰქონდა. ის მე მჯობდა“ – თავად ფიდელ კასტროს ეკუთვნის..
„სადაც არ უნდა შევხვდეთ უეცარ სიკვდილს, დაე მივესალმოთ მას, იმ იმედით რომ ჩვენი ბრძოლის ხმა მისწვდება ზოგიერთ ყურს.“_ ამ სიტყვების ავტორი მზად იყო დაეთმო ცხოვრება, რათა დაეტოვებინა გზა მომავალი თაობებისთვის…
„თუკი მე დავმარცხდები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვება შეუძლებელია. ბევრმა განიცადა მარცხი ევერესტის მწვერვალის დაპყრობისას, თუმცა საბოლოოდ ევერესტი მაინც იქნა დამარცხებული“- ჩეს ეს სიტვები მიღვიძებს ბრძოლის სურვილს იმ მიზნისკენ, რაც ერთი შეხედვით მიუღწეველია..
„თუკი თქვენ აღმოაჩენთ გზას რაიმე დაბრკოლების გარეშე, უნდა იცოდეთ, რომ ეს გზა არსად არ მიგიყვანთ.“- ერნესტოს შეეძლო გააზრება იმისა,რომ რაღაცის მიღწევისთვის საჭიროა შრომა, წვალება,დიდი ტკივილის გადატანა და ზოგჯერ სიკვდილიც კი .
ჩესთვის მთავარი იყო ბრძოლა, ბრძოლა რაღაცის შესაცვლელად, ბრძოლა უკეთესი მსოფლიოსთვის. ის არ იყო მხოლოდ კუბის ლიდერი, ის იყო არგენტინელი, მას აღმერთებდნენ ბოლივიაში და იცნობდნენ კუბაში.