,,ტკბილზე ტკბილია” (ჩემთვის).

Image

 დღეს ისეთი საინტერესო დღე მქონდა რომ სმარტესტსაც შეშურდება.12-დან 7-საათამდე მათემატიკის განვითარების ისტორიის,ოქროს კვეთის,მათემატიკური სტრუქტურების,აქსიომების,ევკლიდეს გეომეტრიისა და ფილდსის მედლის შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტი გავიგე.ნამდვილად შემიძლია ვთქვა,რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო 7 საათი..ვიცოდი რომ მისი უდიდებულესობა მათემატიკა პატივსაცემი იყო თავისი მრავალმხრივი გამოყენებისა და სირთულეების გათვალისწინებით,მაგრამ ასე ღირსეული თუ იყო ნამდვილად არ მეგონა..მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად და ცოტა კიდევ ვისაუბროთ მასზე როგორც საჭირო და ჯერ კიდევ ამოუხსნელ მეცნიერებაზე…

მათემატიკა დედუქციური მეცნიერებაა. ეს ნიშნავს რომ, მისი თითოეული მტკიცებულება – თეორემა მიიღება სხვა უკვე ცნობილი თეორემების საფუძველზე, დამტკიცების საშუალებით. პირველადი წინადადებები, ე.წ. აქსიომები მიიღება დაუმტკიცებლად და მოცემული მათემატიკური თეორიის ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს.მათემატიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. მან პირველი აღმავლობა ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა. აქ პირველად დაინერგა მისწრაფება „წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ“. აქვე გაჩნდა პირველი აქსიომატიზაცია, კერძოდ ევკლიდეს გეომეტრია. მოგვიანებით გოტფრიდ ლაიბნიცმა და ისააკ ნიუტონმა საფუძველი ჩაუყარეს უსასროლოდ მცირეთა ანალიზს. ახალი დროის სხვა მნიშვნელოვანი ამოცანა იყო უფრო და უფრო რთული ალგებრული განტოლებების ამოხსნა. ამ საკითხების კვლევისას ნ. ჰ. აბელი და ე. გალუა მივიდნენ ჯგუფის ცნებამდე, რაც თანამედროვე ალგებრის შექმნის ერთერთი წინაპირობა იყო.მე–19 საუკუნის ბოლოს გ. კანტორმა შექმნა სიმრავლეთა თეორია, რამაც დიდი გავლენა იქონია მათემატიკის შემდგომ განვითარებაზე. არ შეიძლება არ ვახსენოთ უდიდესი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი,რადგან პირველმა სწორედ მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია.რამაც უდიდესი წინსვლა გამოიწვია,კიდევ უფრო განავითარა და ფართო გამოყენაბა შესძინა მათემატიკას. მე–20 საუკუნის პირველი ნახევრში მათემატიკა გერმანელი მათემატიკოსის დ. ჰილბერტის მიერ შემუშავებული ე.წ. „ჰილბერტის პროგრამის“ გავლენას განიცდიდა, რაც მათემატიკის მთლიან აქსიომატიზაციას გულისხმობდა. ამავე დროს მათემატიკაში სულ უფრო ძლიერდება აბსტრაქცია, ე.ი. ცნებების მათ არსებით თვისებებზე დაყვანის ტენდენცია. ამგვარად, სხვა მათემატიკოსებთან ერთად ე.ნეოტერმა საფუძველი ჩაუყარა აბსტრაქტულ ალგებრას, ფ.ჰაუსდორფმა ზოგად ტოპოლოგიას, ს.ბანახმა ფუნქციონალურ ანალიზს ხოლო ს.აილენბერგმა და ს.მაკლეინმა შექმნეს კატეგორიათა თეორია..კონსტატინე გამსახურდია წერდა: ,,მტრები ამბობდნენ ქართველებს ჭკუა არ ეყოფათ მათემატიკის შესათვისებლადო,მაგრამ მათი მყრალი სიტყვები საბედნიეროდ გაცუდდა” საქართველოში არსებობდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები, მაგ: ნ.ნიკოლაძე ,ა.რაზმაძე, ნ.მუსხელიშვილი, ა.ხარაძე, ვ.ჭელიძე, გ.ჭოღოშვილმა, ვ.კუპრაძე და სხვა. საქართველოში მათემატიკური კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნისთანავე (1918 წელი) დაიწყო.

   გამოყენებითი მათემატიკა მიზნად ისახავს განავითაროს პრაქტიკული მათემატიკური მეთოდები, ფიზიკის, ტექნოლოგიის, ეკონომიკის და სხვა სფეროების ამოცანების გადასაჭრელად. მე–20 საუკუნეში კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად მათემატიკის გამოყენების არეალი მკვეთრად გაფართოვდა და მან პირდაპირად თუ ირიბად ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ნაწილში შეაღწია.გამოყენებითი მათემატიკის სამი ტრადიციული მიმართულებაა: დიფერენციალური განტოლებები, რიცხვითი ანალიზი, ალბათობის თეორია.უშუალო პრაქტიკული გამოყენების მქონე მათემატიკის დარგებს შორისაა: მათემატიკური ფიზიკა, მათემატიკური სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა, მათემატიკური ბიოლოგია, კრიპტოგრაფია, გრაფთა თეორია, თამაშების თეორია და სხვა.ზოგადად, გამოყენებით მათემატიკად შეიძლება ჩაითვალოს მათემატიკის ის ნაწილი რომელიც არამათემატიკური ამოცანების მოდელირებისთვის გამოიყენება.

   სკოლებში მატემატიკა ძირითად საგნად ითვლება, მაგრამ იგი მაინც რჩება ,,აუთვისებელი” და ,,დაუფასებელი”.. მოსწავლეთა უმრავლესობამ ზუსტად ამ საგნის დანიშნულებაც არ იცის(რომ არაფერი ვთქვათ მისი განვითარებისა და წარმოშვების ისტორიაზე). როგორც ნებისმიერ ქვეყანას,ისე სხვადასხვა მეცნიერებას(მათ შორის მათემატიკასაც),თავისი ისტორია გააჩნია და ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ სახელმძღვანელოს პირველ ფურცელზე თეორემის (მაგ:პითაგორას,სინუსების,ვიეტას ან სხვა რომელიმეს) ნაცვლად საგნის დანიშნულებისა და განვითარების ისტორიის შესახებ მცირე ინფორმაცია მაინც დაიწერება.

    მიუხედავად ყველაფრისა, საბედნიეროდ გამორჩეული მათემატიკოსები მსოფლიოში მრავლად არიან და ისინი კვლევის მოცულობისთვის შესანიშნავ ჯილდოს -ფილდსის მედალს იღებენ. ფილდსის მედალი — პრემია, რომელიც ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.პრემია შეიქმნა კანადელი მათემატიკოსის, ჯონ ჩარლზ ფილდსის ანდერძით. პირველი მედალი გაიცა 1936 წელს, ხოლო 1950 წლიდან დაჯოლდოება რეგულარული გახდა.მისი დანიშნულება გამოჩენილი და უკვე ღვაწლმოსილი ახალგაზრდა მათემატიკოსი მკვლევარების დაფასება და მხარდაჭერაა.ფილდსის მედალი საყოველთაოდ მათემატიკის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევა. მედალს თან ახლავს ფულადი პრემია, რომელმაც 2006 წელს €10,550 შეადგინა(ფილდსის მედალს ხშირად მათემატიკის ნობელის პრემიას უწოდებენ,მაგრამ ეს შედარება გარკვეული მიზეზების გამო არაზუსტია)..Image

   დასაწყისში ვთქვი რომ მეცნიერება რომელზედაც ვსაუბრობ-ამოუხსნელია. სწორედ ასეა,მისი გამოყენების არეალი ყოველდღე ფართოვდება და დასამტკიცებელი კიდევ ბევრი ახალი თეორემაა,რადგან არ შეიძლება მხოლოდ ამით ამოიწუროს და დამთავრდეს მისი ისტორიის წერა. მე მჯერა,რომ მას იმაზე ვრცელი და ნათელი მომავალი აქვს ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს,სწორედ ამიტომ მათ ვისაც გაინტერესებთ მათემატიკა უნდა შეიყვაროთ კიდეც იგი,განახორციელოთ ფართო სამეცნიერო კვლევები,გააოცოთ მომავალი თაობა და რაც მთავარია ღირსეულად მოიპოვოთ ,,ტკბილზე ტკბილი” ფილდსის მედალი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s