ჩარლის წერილი !! ♥

 Image ერთ შობაღამეს სახელგანთქმული ჩარლი ჩაპლინი დაჯდება და თავის ქალიშვილს ბარათს მისწერს…   დიდ ადამიანთან დანატოვარიდან ასეთი პირადი წერილები საკმაოდ საინტერესოა ,რადგან სიკეთის,კეთილშობილების და თავმდაბლობის გაკვეთილებს გვაძლევენ ..

                                              ჩემო გოგონა !!  Image

      ახლა ღამეა,შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი,სძინავს შენს და-ძმას,დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისევ შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე,თვალისჩინი წამერთვას,თუ ახლაც,ამ წუთს,შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის,აქ მაგიდაზე და ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ ?? შორს ზღაპრულ პარიზში,თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ. კარგად ვიცი ეს,მაგრამ მაინც,წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს,ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი,ამ ლამაზ სპექტაკლში ვცეკვავდი,შენ პრინცესის აბრეშუმის სამოსი გმოსავს.ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის..გაფრინდი,გაფრინდი იქით…მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი!  შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება.ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა,შიმშილისაგან დაოსებულნი,სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებული რომ როკავენ ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია.. ჯერალდინა,იმ ჯადოსნურ ღამეებში შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი,მე არ მეძინა. დავყურებდი შენს ლამაზ სახეს,ვუსმენდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი,ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს??,, შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი,მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია …ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია,ჯერალდინა ზღაპარი მშიერი მასხარისა,ლონდონის ღატაკთა კვარტალებში რომ მღეროდა და ცეკვავდა,მერე კი … მოწყალებას აგროვებდა ! აი,ჩემი ზღაპარი ! მე ვიცი,რა არის შიმშილი,რას ნიშნავს უსახლკარობა ! ეგ კიდევ რა არის,მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა,რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო ,მაგრამ როცა დადგება წამი და იგრძნობ,როგორ მაღლდები მაყურებელზე,მაშინვე გადი სცენიდან.  პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს, იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს,შენსავე მსგავსს და შენზე უფრო ლამაზებსაც კი,შენზე უფრო გრაციოზულებს,შენზე ამაყებს,შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვესრად ნახავ !! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა კარგად დააკვირდი შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა .. ცოტას როდი შეხვდები ისეთს ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს და ეს გახსოვდეს ჩარლის ოჯახში  არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე,რომ მეეტლესთვის უკმეხი სიტყვა ეთქვეს. ან სენეს სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს … ჩარლი წავა,ჯერალდინა,შენ იცოცხლებ …მე არ მინდა ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს.ხარჯე  რამდენსაც მოისურვებ,ოღონდ გახსოვდეს ორ ფრანკს რომ დახარჯავ შენს თავს უთხარი მესამე მონეტა ჩემი არ არისთქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას,უცნობს ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს.

    მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ მაინც ასე მგონია,შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება,თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ ნუ გეშინია.ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს …ჯერალდინა,მე მინდა,რომ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.. მე ვიცი,მამებსა და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში.მეომე ჩემო გოგონა,ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია,მინდა მჯეროდეს,რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა,მინდა რომ მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი რაც შემთვის მინდოდა მეთქვა. ჩარლი დაბერდა,ჯერალდინა !! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახია არ მინდა გული გატკინო,არ გაგიჭირდება . საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკე რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …

    ჯერალდინა მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევსცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს,მაგრამ აი,რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა… ადამიანს ძირს მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს.ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისათვის. იცოდე ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა ის კი ჩვენდა საბედნიეროდ,ყველას ერთნაირად დაგვნათის . ხოლო,როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა ,მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს ,ვიცი … სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭენი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე. მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე…

შენ ჩემი /გვარის ხარ-ჩაპლინი/. ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა,მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან რაც მე მიტირია,ჯერალდინა სამყარო სადაც შენ ცხოვრობ ,მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია !…ჯერალდინა ! შუა ღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები,მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხე . შეიძლება ცოლი ფეხმრძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არ აქვს,რომ თავიანთი მომავალი პირმშოსთვის სახვევები იყოდონ. თუ ასეა,ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში . მე ბანკში ნათქვამი მაქვს,რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადე !! დროდადრო მეტროში ჩადი . ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით ხალხს დააკვირდი !  ქვრივ-ობლებს შეხედე ! და თუნდაც დღეში ერთხელ შენს თავს უთხარი: ”მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ !,,… დიახ! შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ჩემო გოგონა . ხელოვნება,სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს ჯერ ფეხებში ურტყამს …ჯერალდინა შენ,ხანისაგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე ! იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე ! მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე .. ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ,ჯერალდინა ! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი !!

იცი კი,რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან??  სულ პაწიას ზღაპრებს გიყვებოდი ,ხან მძინარე მზეთუნახავისას,ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა ,დავცინოდი მას და ასე გეუბნებოდი: ”გამშორდი ! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან ! ,, …..მე ვხედავ შენს ოცნებებს,ჯერალდინა ვხედავდი შენს მომავალს,შენს დღევანდელ დღეს ! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს ,ცაზე მოფარფატე ფერიას მესმოდა,როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში : ”ხედავთ ამ გოგონას ? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია ,არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ ? ,,..ჰო მე ჩარლი ვარ ! ბებერი მასხარა. დღეს კი შენი ჯერია,იცეკვე  !! მე ფართხუნა,დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი,მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე _იქ მე დამინახავ შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს, მე მინდა რომ მაშინაც კი ,როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი ! მე ანგელოზი არ ვყოფილვარ,მაგრამ მაინც ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი… 

                                                                                ეცადე შენც,გკოცნი ჯერალდინა.. 

    P.S. Kiss you Jeraldina,your charlie. … Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s