
მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, შენობები ქვებით იყო ნაშენი,ისინი ერთმანეთზე მჭიდროდ იყო დაწყობილი,თუმცა კირხსნარით არ იყო შედუღებული. ქალაქის ერთ-ერთ ნაწილს ინკები მზისა და მთვარის(ვარსკვლავების) შესასწავლად იყენებდნენ,ხოლო ქალაქის გარშემო გამოჭრილ ტერასებზე მარცვლეული მოჰყავდათ. მათ ჰქონდათ ციხესიმაგრეები ერთ-ერთში 10000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქს მტრის შემოსევებისგან მის წინ აღმართული უზარმაზარი მთა იცავდა(იქ ჰყავდათ გუშაგები და ისინი ადვილად ამჩნევდნენ მოახლოებული მტერს). მაჩუ-პიქჩუ გაშენებულია მთაზე, რომლის სამი მხრიდან ციცაბო ფერდობი ეშვება. მათ მთის მწვერვალებზე თითოეულ მოსახლესთან გაყვანილი ჰყავდათ სარწყავი არხები_აკვედუკის საშუალებით.
ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო. აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება. ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.
http://ucnauri.com/213675/%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3/