მოვიდა ძილი-ღრმა და უსიზმრო….

Image

და მაინც ვერონიკას ცხოვრება ისე არ წარიმართა როგორც მეგონა, კეთილია კოელიო და  ეს ყოველთვის ჩანს…სიკვდილით დაიწყო და მაინც სიცოცხლე აჩუქა გმირს თანაც ორი, ერთი იდეალური(სულიერი) და მეორე მატერიალური(ფიზიკური) …..კოელიო ამა თუ იმ პიროვნების სულიერ სამყაროს გვაცნობს და ცხოვრებისეულ სიძლიერეებს მკაფიოდ გვიშიფრავს, ვერონიკა, რომელიც საბედისწეროდ გადაურჩება სიკვდილს, შეიცნობს ნამდვილ სიგიჟეს და შეიყვარებს შეურაცხადს, რის შემდეგად ძვირფასი გახდება მისთვის ყველაფერი ამქვეყნიური. პაოლო კოელიო რომანში მოცემული იგავით მთავარ საქმეს გადმოგვცემს, რომ თუ გინდა სრულყოფილ ადამიანად აღგიქვან შენც ისეთივე გიჟი უნდა იყო, როგორებიც სხვები არიან. აქ სიგიჟე გაიგივებულია წესიერებასთან.  

   ლიტერატურული თვალსაზრისით ამ ნაწარმოებში მოყვანილია ერთი საინტერესო იგავი..
    “გინდათ ერთ იგავს მოგიყვებით,–უთხრა ზედკამ,–ერთ ბოროტ ჯადოქარს სახელმწიფოს დაღუპვა ჰქონდა გადაწყვეტილი და ნაკადულში ,საიდანაც მთელი ქალაქი წყალს სვამდა,ჯადოსნური ბალახის ნახარში ჩაასხა.საკმარისი იყო ვინმეს ერთი ყლუპი  დაელია ,მაშინვე ჭკუიდან იშლებოდა.
      დილით ყველამ დალია ეს წყალი და ყველა ერთიანად შეიშალა.მეფეს კი საკუთარი ოჯახისათვის საკუთარი წყალი ჰქონდა და ის ჭა ისეთ ადგილზე მდებარეობდა,სადაც ჯადოქარი ვერ მიაგნებდა.შეშფოთებულმა მეფემ სცადა წესრიგისაკენ მოეწოდებინა ქვეშევრდომებისთვის ,მთელი რიგი ბრძანებებიც გასცა,უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,მაგრამ პოლიციელებსაც და ინსპექტორებსაც მოწამლული წყალი ჰქონდათ დალეული,ამიტომ მეფის ბრძანებები სულელურად ჩათვალეს და გადაწყვიტეს,არ შეესრულებინათ.
       ქვეყნის მკვიდრნიც ,როცა მეფის ბრძანებების შესახებ შეიტყვეს,სასახლესთან შეგროვდნენ და მეფის გადადგომა მოითხოვეს.
       გამწარებულმა მეფემ გადადგომა დააპირა  ,მაგრამ დედოფალმა შეაჩერა და უთხრა: ” მოდი , იმ ნაკადულთან მივიდეთ, ჩვენც ის წყალი დავლიოთ და ჩვენს ქვეშევრდომებს დავემსგავსოთ.”
      ასე მოიქცენ.მეფე–დედოფალმა სიგიჟის ნაკადულიდან წყალი შესვა და ისინიც ჭკუიდან შეიშალნენ.ამის შემდეგ აღარც ქვეშევღდომები ითხოვდნენ მეფის გადადგომას,მათ ისევ ბრძენი მეფე ჰყავდათ და რატომღა უნდა გადაეყენებინათ?
   ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა,მიუხედავად იმისა ,რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები სულ სხვანაირად იქცეოდნენ,ვიდრე მათი მეზობლები .და მეფეც სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქვეყანას.   ვერონიკა დასაწყისში სტატიის პირველივე სიტყვებით გაოცებულია და ცხოვრებაში პირველად ფიქრობს ამ გამოთქმის ჭეშმარიტებაზე ..,,ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება ,,..მართალია და მასაც შემთხვევით არ გადაუწყვეტია სიკვდილი,შემთხვევით არ მომხვდარა ფსიქიატრიულ  სავადმყოფოში…ყველაფერს თავისი მიზეზი და რათქმაუნდა შედეგიც აქვს. ვერონიკას აუცილებლად უნდა ეპოვნა ედუარდი და ეთქვა მისთვის ის რაც უთხრა ..

-ყურადღებით დააკვირდი ჩემს სახეს,-უთხრა ედუარდს,-შენი სულის თვალებით დაიხსომე,რომ შემდეგ შეძლო მისი გახსენება. თუ გინდა,ხატვა ჩემგან დაიწყე,მაგრამ ხატე. ეს არის ჩემი უკანასკნელი თხოვნა.შენ ღმერთი გწაამს?

-მწამს.

-მაშინ დაიფიცე რომ აუცილებლად დამხატავ.

-გეფიცები. მერე კი ხატვას განაგრძობ.

-არ ვიცი,რამდენად შემიძლია ამის დაფიცება.

-შეგიძლია . მეტსაც გეტყვი:მადლობა იმისთვის,რომ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინე. ახლა ვხვდები,ამქვეყნად მხოლოდ იმიტომ მოვედი,რომ ისე მეცხოვრა როგორც ვიცხოვრე,მერე თავის მოკვლა უნდა მეცადა,საკუთარი გული მომესპო,შენ შეგხვედროდი,ამ ციხესიმაგრესთან ამოვსულიყავი და შენს სულში აღმებეჭდა ჩემი სახე. აი,ერთადერთი მიზეზი,რისთვისაც გავჩნდი.. ეტყობა,გავჩნდი იმიტომ,რომ იძულებული გამეხადე,იმავე გზას დაბრუნებოდი,საიდანაც გადაუხვიე. გემუდარები,ნუ მაფიქრებინებ,რომ უაზროდ მიცხოვრია.

-იქნებ ეს ძალიან ადრეა ან ძალიან გვიან,მაგრამ შენსავით მეც მინდა,გითხრა: მე შენ მიყვარხარ. შენ შეგიძლია,აი დაიჯერო,სისულელედ ან ბოდვად გეჩვენოს,მაგრამ მიყვარხარ. 

ვერონიკა ედუარდს მოეხვია და ღმერთს რომელიც არ სწამდა,შეევედრა,ახლა,აი ამ წუთას დაესრულებინა მისთვის სიცოცხლე. მან თვალები დახუჭა და იგრძნო,რომ ედუადრიც იმავეს აკეთებდა.მოვიდა ძილი-ღრმა და უსიზმრო. სიკვდილი ალერსიანი იყო,მას ღვინის სუნი უდიოდა და ვერონიკას თმაზე ეფერებოდა … 

P.S სინამდვილეში რა არის სიკვდილი ამის ახსნა რთულია მაგრამ ადვილია გვახსოვდეს ფრაზა, რომ “სიკვდილის გაცნობიერება გვაძლევს ძალას ,ვიცოცხლოთ”.. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s