Say no more ! ♥ (Pi)

როგორ მინდა სურვილებზე და ოცნებებზე ძალიან ბევრის წერა შემეძლოს,მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ხანდახან სიტყვები იმაზე მეტად უსარგებლოა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია… მაგრამ აუცილებლად  ვისაუბროთ რწმენაზე, ღირს კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია(აბსოლუტურად ყველაფერი). უბრალოდ აუცილებელია გაჩნდეს სურვილი და გაჩნდეს რწმენა რომელიც ასე ძალიან გვაკლია . ბედნიერია ის ვისაც სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ უბედურია ის ვინც იმაზე მეტად აფასებს საკუთარ თავს ვიდრე იგი იმსახურებს. ყველაფერ ზედმეტისთვის სასჯელია დაწესებული და აქ ჯალათი არაფერ შუაშია,არც სასამართლო და არც სხვა უღირსი რამ.. მთავარი მოსამართლე სულშია და მას სინდისი ჰქვია. სული კი ყოველთვის ჩვენთანაა, შესაბამისად სინდისიც ყოველ ნაბიჯზე თან დაგვდევს და ხანდახან გულიანადაც ხარხარებს..მიუხედავად ამისა იშვიათია პიროვნება ვინც ყოველთვის გრძნობს მის არსებობას და კიდევ უფრო იშვიათია როცა ვინმე უსმენს მას..მე მეცოდება უდედმამო ბავშვები, უსახლკარო ცხოველები, უშვილო მშობლები, უსაქმური ახალგაზრდები, მაგრამ ყველაზე მეტად მეცოდება ხალხი რომელსაც არ გააჩნია იმედი, არ აქვს რწმენა, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა. მე მშურს შეურაცხადი ხალხის (ისეთი შეურაცხადისა როგორიც კოელიომ ვერონიკას აპოვნინა), მათ შეუძლიათ გაწირონ ყველაფერი მხოლოდ ერთი დღის ბედნიერებისთვის და შეუძლიათ გაიცინონ ყოველთვის, რადგან იციან რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება”. ჰმ, როგორ მინდა ყველას შეგვეძლოს საკუთარი შეხედულებების გულწრფელად წარმოჩენა, როგორ მინდა არ არსებობდეს კომპლექსები, რომლებიც ხანდახან ასე ძალიან აუბედურებს ხალხს და  როგორ მინდა რომ გვჯეროდეს შესაძლებლობების..პრინციპები რომლებიც ზოგისთვის ასე უვარგისია, ხანდახან იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ღირებული და რთულად შესანარჩუნებელია ვიდრე ეს იმას წარმოუდგენია ვისაც ის საერთოდ არ გააჩნია. მართალია, არსებობენ ისეთებიც ვისაც იგი არასოდეს ჰქონია , მას ხომ ძალით ვერავინ აჩენს, მისი ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი რაც ბუნებრივი არ არის ძალიან მალე უკვალოდ იკარგება..აუცილებელია გვახსოვდეს ის რაც ჩვენთვის ღირებულია, მე მახსოვს-აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი,ვისი/რისი დამახსოვრებაც ღირს…ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ უბრალოდ ძალიან მომინდა ყველას გვჯეროდეს, გვწამდეს და გვქონდეს უკეთესი მომავლის იმედი .. გვჯეროდეს სიყვარულის (ოღონდ ერთხელ შეყვარების და არა ექვსჯერ), ასევე გვჯეროდეს სიკეთის, და რათქმაუნდა გვწამდეს უფალი…. და საერთოდ რა ნიშნავს რწმენა? (ვიცი რომ ძალიან ცოტას თუ უფიქრია ამ თემაზე)..მარტივად ვთქვათ ყოველგვარი მეტაფორებისა და სხვა სირთულეების გამორიცხვით.. რწმენა არის ის რაც ჩვენშია, ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის და ის, რის გარეშეც ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩემთვის ასეა და ვიცი, რომ თქვენთვის მას სხვანაირი განმარტება ექნება. ეს ასეც უნდა იყოს,რადგან იგი არ ნიშნავს დოგმატურად რაღაც ცნებების მიღებას, იგი ყველა სუბიექტისთვის სხვადასხვაა ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მთავარია არსებობდეს იგი ….მთავარია ჩვენ ვიყოთ მისი მფლობელი და ვგრძნობდეთ მის სიდიადეს..  (მ.მ)

P.S. Everything will be okay in the end.If it’s not okay, it’s not the end …♥ Image

…W.A.Y … (Pi)

თანდათან მართლა ვხვდები,რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც უბრალოდ მოსწონთ როცა ვიღაცას ისინი ,,ებრალება”….რთული გასაგებია ეს იმისთვის ვინც ერთხელ მაინც არ აღმოჩენილა ასეთი ადამიანის გვერდით, მაგრამ როცა გააცნობიერებ რომ ეს რეალობაა და თვითონვე დარწმუნდები მის ჭეშმარიტებაში მართლა შეგებრალება ის !! ნუთუ სულიერად ასე ,,გაღარიბდა” ერი, რომ ვერ იგებენ, რა სჭირდებათ, რისთვის ცხოვრობენ, რას ეძებენ და ა.შ…  მიკვირს ვითონ ,,თანამედროვე” ახალგაზრდების, რომლებიც სინამდვილეში განვითარების ერთი საფეხურითაც კი ვერ წავიდნენ წინ !! ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვართო გაიძახით და რჩევა ბავშვობის მეგობრიდანაც კი გწყინთ, გენდერულ თანასწორობას მხარს უჭერთ, მაგრამ თქვენი აზრით ამავე დროს ქალი აუცილებლად სახლში უნდა იყოს 24 საათი !! თავისუფლებას ითხოვთ,მაგრამ იმას ვერ ხვდებით რომ იგი თქვენს გულებშია!!  თქვენს უმრავლესობას არასოდეს უჩნდება კითხვის სურვილი, როცა ვიღაც სხვა, წიგნს ნატრულობს თქვენ კიდევ დამტვერილ ბიბლიოთეკას სიამაყით შესცქერით და ალკოჰოლით თავს იბრუებთ, მხოლოდ იმიტომ რომ ,,ქალაქში სხვა გასართობი არ არის” ! მე ვინ ვარ რომ თქვენზე ვისაუბრო, მაგრამ უბრალოდ არ მინდა საქართველოში უღირსმა მამაკაცებმა და სიგარეტის კვამლისგან გაბრუებულმა ქალბატონებმა იბატონონ !! მოგვენატრება ჩვენი ქვეყანა ისე როგორც ბევრ სხვა ერს ენატრება, მერე დავიწყებთ მასზე ფიქრს, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა მომავალში აქ უკვე ჩინელები, ინდოელები, სომხები და ვინ ისიც კიდევ რამდენი ეროვნების ადამიანი იცხოვრებს !!  სამწუხაროა რომ ვერ ვაცნობიერებთ რამხელა ძალაა ახალგაზრდობა, რამდენი რამის თქმა და გაკეთება შეგვიძლია.. მაგრამ არაუშავს მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არსებობენ ისინი ვინც ყველას სათქმელს ერთდროულად გრძნობენ  და ისინი ვისაც რეალურად უყვარს არა ,,დასავლეთი” ან ,,აღმოსავლეთი” არამედ მათ შორის მდებარე ქვეყანაში მცხოვრები ერი !!!   (მ.მ)Image

It’s too late to apologize!!

ბოლოს?! ბოლოს წამოვედი უსიტყვოდ. ფეხი ავურიე ძველებურად. სიგარეტს, მშვიდად მოვუკიდე და მანქანაში ჩაჯდომამდე, ერთხელ გავხედე; ვიცოდი ბოლო იყო, მაგრამ ნერვი ოდნავაც არ შემტოკებია, მე ხომ უკვე დაკარგული მყავდა და როგორც ძაღლი ეჩვევა ჯაჭვს, ისე ვიყავი შეგუებული იმ აზრს, რომ მან მიმატოვა… პირველი არ იყო ეს მიტოვება, ადრეც მივუტოვებივარ და ვიცოდი, როგორც ხდება ხოლმე… მიდიან, თავგადასავლებს ეძებენ, ათას სისულელეს სჩადიან, მერე სასმელს ეტანებიან, მერე “მეგობრებთან” ერთად “გასართობად” დადიან და გვიან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ ხვდებიან, გულწრფელ გრძნობას დააფურთხეს და სიყალბეს აეკიდნენ… “გვიანი არასოდეს არ არის! უბრალოდ საჭიროებას ეკარგება ფასი…” ისიც კარგად ვიცოდი, გაუთენდებოდა დილა, სადაც მე, ჩემი პიროვნებით, ჩემი ყურადღებით, ჩემი სითბოთი და სიყვარულით დავჭირდებოდი… ისიც კი ვიცოდი, რომ ვუყვარდი… ასე ხდება ხოლმე, უყვართ და მიდიან, მერე სჭირდებათ, მაგრამ არ აღიარებენ, აზრიც არ აქვს პრინციპში აღიარებას, რადგან მოისროლეს, ნაგავს კი ოჯახში, არავინაბრუნებს… ჩავჯექი მანქანაში და დავქოქე, სარკეში ისევ გავხედე და ის დავინახე, რასაც ვერასოდეს ვვერავინ ხედავდა მასში, სინანული… სარკეში რომ არ ჩამეხედა, არც არასოდეს მოვინდომებდი მის ნახვას, მაგრამ იმ წამმა, ტანჯვა და გულისტკივილი გამომაყოლა… იქნებ 5 თვის შემდეგ მიხვდა და ნანობს, სტკივა, სწყინს რაიმე, იქნებ უჭირს და ხომ ვიცი, ჩემზე გულწრფელი მეგობარი არასოდეს ყოლია, იქნებ სჭირდება მეგობარი, რომელიც თავს არ დაზოგავს ამ მომენტში… იქნებ დავეხმარო და დავუდგე გვერდში… აი ამიტომ წამოვედი ასე აუღელვებლად, ის ხომ რეალობას და საქციელის შედეგებს, გვიან აღიქვამდა ყოველთვის, მას ხომ ჩემი, ზუსტად ამიტომ უკვირდა, რომ მე ყველა შედეგს წინასწარ ვსაზღვრავდი და თვითონ, ეს არ შეეძლო… მე დღესაც მშვიდად ვარ, მე მუდამ მენატრებოდა, მაშინაც კი, როცა ჩემს გვერდით იდგა და დღესაც… ყოველთვის ერთნაირად მიყვარს და მენატრება… ის, ჩემი საუკეთესო მეგობარია და მე,მისი…!      Image

ჩემს ხელოვნებაში არის ადგილი მხოლოდ მისთვის……♥♥

Imageსიკვდილამდე ათი წლით ადრე,1970 წელს, ჯონ ლენონი ესაუბრა ჟურნალ“ROLLING STONES”-მთავარ რედაქტორს,იან ვენერს.ჯონი საუბობს საკუთარ გენიალურობაზე და ბითლზის დაშლაზე. მაშინ ამ ინტერვიუს „როკ ენ როლის ისტორიაში ყველაზე სკანდალური“ უწოდეს

ვენერი: მიიჩნევთ საკუთარ თავს გენიოსად? 

ლენონი:

კი,თუკი გენიოსები საერთოდ არსებობენ ,მე მათ მივეკუთვნები.თუ არა–მაშინ მიმიფურთხებია ამისათვის.

ვენერი: როდის გააცნობიერეთ საკუთარი გენიალურობა?


ლენონი:

ოცი წლის ასაკში.მაშინ მე ვფიქრობდი:“რასაკვირველია,მე გენიოსი ვარ,მაგრამ ამას ვერავინ ვერ ამჩნევს“.(იცინის)მე ან გენიოსი ვარ,ან შეშლილი.მაგრამ არა!შეშლილი არ უნდა ვიყო,სხვაგვარად,დიდი ხნის წინ გამაქანებდნენ ფსიქიატრიულში,ამდენად–მე გენიოსი ვარ. გენიოსობა–ეს ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა,ეს ყოველთვის ასე იყო.მაგრამ ამას ადრე ვერავინ ხედავდა. ბავშვობაში,როდესაც ვწერდი ლექსებს და ვხატავდი,მე უკვე ვხვდებოდი ამას.მე ვიყავი გენიოსი ყოველთვის,მთელი ჩემი ცხოვრება. მე არ გავმხდარვარ გენიოსი ბითლზთან ერთად,და არც მაშინ როცა ყველამ გაიგო ჩემს შესახებ.იცით ეს როგორი რთულია?მე ვფიქრობ ჩემნაირი ადამიანები ადრეულ ბავშვობაში,დაახლოვებით რვა წლის ასაკში აცნობიერებენ საკუთარ გენიალურობას.როდესაც სკოლაში ვსწავლობდი,ვერაფრით ვერ ვხვდებოდი,რატომ ვერ ხედავდა ვერავინ ,რომ მე გენიოსი ვარ,რომ მე ვარ ყველა ერთად აღებულზე ჭკვიანი.ან ,ნუთუ მასწავლებელი ასეთი უტვინოა? ისიც ვერაფერს ხვდება?მახსოვს, მე ვუთხარი დეიდა მიმის:“შენ გადაყარე ჩემი ლექსები და როდესაც მე გავიზრდები,შენ ძალიან ინანებ ამას“.მე მას ვერასდროს ვაპატიებ ამას.ასევე ვერასდროს ვაპატიებ რომ ვერ დაინახა პატარა ბავშვში გენიოსი.რატომ არ მიმაბარეს სამხატვრო სკოლაში?რატომ არ მომცეს სავალდებულო განათლება?რატომ ცდილობდნენ ნათესავები, რომ გამოეყვანათ ჩემგან ვიღაც გადარეულო ქავბოი.ზოგიერთი მასწავლებელი ხედავდა ჩემს ნიჭს,ისინი ამბობდნენ რომ მეტი უნდა მეხატა,გადმომეცა ჩემი განცდები და აზრები ნახატების საშუალებით.მაგრამ უმეტესობას სურდა გამოეყვანა ჩემგან სტომატოლოგი ან მასწავლებელი.არ შეიძლება ჩემი შეფასება მათემატიკის,ისტორიის ან ინგლისური ლიტერატურის ნიშნების მიხედვით.არასოდეს ვყოფილვარ სანიმუშო მოსწავლე,მე უნდა შემაფასოთ იმის მიხედვთ–თუ რას ვლაპარაკობ და ვსაქმიანობ.

ვენერი:

და ისურვებდით ცხოვრების თავიდან დაწყებას?

ლენონი: 

თუკი შემეძლებოდა ვყოფილიყავი ვიღაც მუშა,მაშინ კი.თუკი შემეძლებოდა მეთქვა უარი იმაზე,რასაც ახლა სინამდვილეში წარმოვადგენ–მაშინ ვისურვებდი ამას.თქვენ იცით რომ არტისტის ცხოვრება ძალიან რთულია.მე ვკითხულობდი ვან გოგის,თუ ბეთჰოვენის ბიოგრაფიას,ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ მაგალითად ორივე ამ შეშლილის აღება შეიძლება–ისინი იტანჯებოდნენ თავის ხელოვნებაში.ხელოვანი მგრძნობიარე ნატურაა.ამ რამოდენიმე დღის წინ ერთ სტატიაში წავიკითხე ,რომ თუკი იმ დროს იარსებებდნენ ფსიქიატრები,ჩვენ არ გვეღირსებოდა გოგენის ბრწყინვალე შემოქმედების ხილვა.სულელურად ჟღერს,მაგრამ ყველას სურს მდიდრული,და არა ღარიბული ცხოვრება.ასევე საუკეთესო გამოსავალია–არ იფიქრო.ის ვინც ცოტას ფიქრობს,დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს.

ვენერი: როდის მიიღეთ პირველად ლსდ?


ლენონი

ეს მოხდა ერთერთ წვეულებაზე,რომელიც საკუთარ სახლში ერთმა ცნობილმა ლონდონელმა დანტისტმა მოაწყო.ის ჯორჯის მეგობარი,და ამასთანავე ჩვენი მკურნალი იყო.მან გადაანაწილა ლსდ ჩემს,ჯორჯის და ჩვენი მეუღლეების ჭიქებში,ისე რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი გვითხრა.როგორც ჩანს მან არ იცოდა როგორი ზემოქმედება ჰქონდა ამ ნარკოტიკს. ეს იყო ტიპიური“სვინგერული“ლონდონური გამოხტომა.დანტისტმა გამოაცხადა: “ყველანი ვრჩებით და ვათენებთ ღამეს“..ისე მოხდა რომ წავედით ღამის კლუბ ad LIB–ში,სადაც „გაგვეხსნა“კიდეც.როდესაც კლუბიდან გამოვდიოდით,მოგვეჩვენა რომ შიგნით ხანძარი გაჩნდა,შეშლილებივით გამოვვარდით ქუჩაში და ვყვიროდით“მოდით,მინები ჩავამტვრიოთ!“შემდეგ აღმოვჩნდით რომელიღაც ლიფტში და ისევ მოგვეჩვენა რომ ლიფტის ჯიხურს ცეცხლი მოედო,სინამდვილეში ეს ავარიული გაჩერების პატარა წითელი ღილაკი ანათებდა ლიფტის კედელზე,ეს მაგარი ღადაობა იყო!ლიფტი გაჩერდა,ჩვენ ველურებივით გამოვვარდით იქიდან და ამ დროს აღმოჩნდა რომ ისევ კლუბში ვიყავით.დავსხედით მაგიდასთან და ის მაშინვე გადაყირავდა.მახსოვს გავიფიქრე: “თქვენი დედაც,ნუთუ ეს ყველაფერი რეალურად ხდება?“მთელი ღამე შეშლილებივით ვიყავით.ჯორჯმა რაღაცნაირად მიგვიყვანა თავის მანქანამდე.მანქანა საათში 10 მილის სიჩქარით მოძრაობდა,ჩვენ კი გვეჩვენებოდა რომ ჯორჯი მიაქროლებდა მას. პეტი(ჰარისონის მეუღლე–ზ.კ)იხვეწებოდა:“მეგობრებო,მოდით ვითამაშოთ ფეხბურთი!“. ხოლო ჯორჯი თავის მხრივ ემუდარებოდა ,მანქანის მართვაში ხელს ნუ მიშლიო.ამის შემდეგ ჯორჯთან მივედით.მე მომეჩვენა, რომ ჯორჯის სახლი დიდი წყალქვეშა ნავი იყო.ყველა წავიდა დასაძინებლად,მე კი მარტო დავრჩი გემბანზე.კედლის სიახლოვეს ვცურავდი.

ვენერი: აპირებთ ახალი ალბომის ჩაწერას ძველ მეგობრებთან,ბითლზებთან ერთად?

ლენონი:

არა,ეს გამორიცხულია.მე აღარასოდეს ჩავწერ მათთან აღარცერთ სიმღერას.მე ვმუშაობ მხოლოდ იოკოსთან.ჩემს ხელოვნებაში არის ადგილი მხოლოდ მისთვის.ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ვინმესთან ჩაწერაში.მე მქონდა ჯგუფი,ვმღეროდი მასში,ვიყავი მისი ლიდერი.შემდეგ მოხდა შეხვედრა პოლთან და მე მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება–ამეყვანა თუ არა მუსიკოსი ,რომელიც სხვა წევრებზე ბევრად უკეთესად უკრავდა.გახდიდა ჯგუფს ეს უფრო ძლიერს?ხომ არ დავკარგავდი ამით ლიდერობას?შემდეგ მაკარტნიმ წარმიდგინა ჯორჯი,და მე და პოლს მოგვიწია გვემსჯელა გვჭირდება თუ არა ასეთი გიტარისტი.როდესაც ჯორჯი ჯგუფში მოვიდა,განსაკუთრებულ სიყვარულს მისადმი არ განნვიცდიდი,ის მე პატარა ბავშვად მეჩვენებოდა.სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ჯორჯი სულ თან დამდევდა…გავიდა წლები სანამ ჯორჯის ღირსებები შევაფასე,შევხედე როგორც თანასწორს.შემდეგ გამუდმებით გვეცვლებოდა დრამერები,იმიტომ, რომ ყველა ,ვისაც საკუთარი ინსტრუმენტი ჰქონდა ცხოვრობდა შორს,და როგორც წესი იყვნენ სრული იდიოტები.იმ დროისთვის დრამი ფუფუნებას წარმოადგენდა,რომელზედაც ხელი ყველას არ მიუწვდებოდა.ბოლოს და ბოლოს,ჰამბურჰში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ვიპოვეთ პიტ ბესთი.აქედან წარმოიქმნა მითი რომ პიტ ბესთი და სტიუარდ სატკლიფი იყვნენ ბითლზები.

ვენერი: და თქვენ ხართ ბითლზი?

ლენონი: არა,მე არ ვარ ბითლზი!მე–ეს მე ვარ!არც ერთი ჩვენთაგანი ცალკე არ შეიძლება იყოს ბითლზი.პოლი–ასევე არაა ბითლზი.ბითლზი–ეს ჯგუფი ბითლზია.და საერთოდ,როგორ შეიძლება ვინმე იყოს ბთლზი?

ვენერი: როგორღაც თქვით:“ არ მჯერა ბითლზის“

ლენონი: მე არ მჯერა მითის,რომელსაც „ბითლზი“ ჰქვია.და საერთოდ,როგორ უნდა ფორმულირდეს ეს აზრი?მე არ მჯერა იმ ბითლზის,რომელიც ცხოვრობდა მილიონობით ადამიანის წარმოსახვებში,და ასევე ჩვენს წარმოსახვაშიც.ეს იყო სიზმარი,ოცნება,ილუზია.მე აღარ მჯერა ოცნებების.მაგრამ მყარად გადავწყვიტე აღარ ვილაპარაკო ამ განავალზე.

ვენერი: როგორ ფიქრობთ,რატომ არ უყვარს იოკო ბევრ ადამიანს?

ლენონი: იოკო არ ყოფილა ბითლზის დაშლის მიზეზი.და გინდაც ეს ასე ყოფილიყო,სულერთია–ეს გვეხება მხოლოდ ჩვენ,ჯგუფის წევრებს,და არავის სხვას.სინმადვილეში საქმე სულ სხვა რამეშია–იოკო ქალია,იაპონელი ქალი.აქედანაა მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.ესაა რასობრივი და სქესობრვი დისკრიმინაციის საკითხი.ეს იციან ყველგან–პარიზში,მოსკოვში და გინდაც ჩინეთში.ძირითადი პრობლემა ის არის,რომ საკუთარი აზრის გამოხატვით იოკო ჭრილობას გაყენებთ.სწორედ ამის გამო ძალიან დიდხანს არ ღებულობდნენ ვან გოგს.სიმართლე–ეს ძალიან მტკივნეული რამაა.ამის გამო ადამიანები მზად არიან მოგკლან კიდეც!

ვენერი: როდისმე დაფიქრებულხართ საკუთარი პოპულარობის მიზეზებზე?

ლენონი: 

მე უბრალოდ წვეულების ცენტრში აღმოვჩნდი!მყავდა ბევრი ქალი,მქონდა ფული და სხვა ათასი სისულელე.მე მქონდა ძალაუფლება!გარშემო ყველა საუბრობდა თუ რა მაგარი იყო ჯონ ლენონი..მე ვერ ვახერხებდი აქედან გამოძრომას ,ამის დედაც!მაგრამ ასეთ ატმოსფეროში მუშაობაც აღარ შემეძლო.წვეულებები,გართობები,გლამური გითრევს,მათგან ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს,რაღაც მსხვერპლი აუცილებელია!..არასოდეს ვიცოდი ვინ იყო ვან გოგი..ჩვენ ყველა ვოცნებობდით ლონდონის დაპყრობაზე,მაგრამ ახლა ვიცი რომ ლონდონი –არაფერია.თავიდან მე ვფიქრობდი რომ დავიბადე,რათა ეს ჩათლახი სამყარო მემართა.!მე ვტკბებოდი ამ იდეით,მაგრამ მალევე გავხდი მისი ტყვე.

ვენერი: რას ფიქრობთ ამერიკაზე?

ლენონი: მე ერთდროულად მიყვარს და მძულს ამერიკა(იცინის)ეს შესანიშნავი ქვეყანაა.ნიუ იორკიც ასევე კარგი იყო,მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა.ძალიან ვწუხვარ რომ არ დავიბადე შტატებში,ისეთ ბოჰემურ რაიონში,როგორიც გრინვიჩ ვილიჯია.ყველა მიისწრაფის ცენტრისკენ,აი რატომ ვარ მე დღეს აქ,და ვსუნთქავ ამ ჰაერს,რომელიც კაცმა არ იცის რა ჯანდაბად მინდა!ეს ქალაქი კლავს..მაგრამ სწორედ ნიუ იორკში ხდება მსოფლიო მნიშვნელობის ყველა მოვლენა.ევროპაში შეიძლება წახვიდე დასასვენებლად,როგორც ქალაქ გარეთ.შტატებმა ყველაფერი გადაყლაპა.ეს უზარმაზრი ქვეყანა გახდა,ხოლო ხალხი აგრესიულადაა განწყობილი.მე ეს მაშინებს.ჩემთვის აუცილებელია მშობლიურ ქალაქში,საკუთარ სახლში ყოფნა.ხშირად ვიხსენებ ინგლისს.ინგლისი მე მჭირდება როგორც ეს ჟანგბადი,ეს ხეები,ბალახი,ცა…

ვენერი:როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 64 წლის ასაკში?

ლენონი:

ვიმედოვნებ რომ მე და იოკო ვიქნებით ლამაზი,სიცოცხლის უნარიანი წყვილი.გვექნება სახლი ირლანდიში,სადმე ზღვის პირას.საღამოთი გადავფურცლავთ ჩვენს საოჯახო ალბომს და გავიხსენებთ გიჟურ ახალგაზრდობას.Image

♥ _ ♥

“არ ღირს ხალხზე გაბრაზება იმისთვის, რომ მათ ვერ გაამართლეს ჩვენი იმედები. ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი… იმიტომ, რომ უფრო მეტს მოველოდით მათგან, ვიდრე საჭირო იყო”. – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი..Image

ბედნირება არ ნიშნავს მხოლოდ ღიმილს !! (Pi)

და ეს ჩვენც კარგად ვიცით..მიუხედავად ამისა მაშინ როცა გვინდა გამოვხატოთ ეს გრძნობა ან სხვას მოვაჩვენოთ თავი ბედნიერად-ყოველთვის ვიღიმით..მაგრამ ვინც იცის როგორია გულწრფელობა იგი ღიმილის სიყალბესაც ადვილად  ამჩნევს და გეკითხება ,,რა მოხდა ?” შემდეგ იწყებ გაუთავებელ ფიქრს თუ როგორ აუხსნა მას ყველაფერი, რომ ცოტათი მაინც გააგებინო და დაარწმუნო, რომ ეს უბრალოდ დაღლილობის, უძილობის,გადატვირთული რეჯიმის ან კიდევ უამრავი სხვა მიზეზით არის გამოწვეული. ასე იკვრება ურყევი რგოლი მილიონობით ტყუილის და ვინც ამ ტყუილებით თავს ივსებს ვერასოდეს განთავისუფლდება მისგან,რადგან როცა რაღაცას (ან ვიღაცას) ეჩვევი ძნელია გაუშვა შენი ცხოვრებიდან ისე რომ კვალი არ დატოვოს,ძნელია იარსებო მის გარეშე როცა წარსულში ის შენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო ..

ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია არ დაწერო როცა წერა არ გინდა,არ წახვიდე როცა წასვლა არ გინდა,არ იმღერო მაშინ როცა სიტყვები არ გესმის,არ მიიღო ის რაც არ გეკუთვნის,არ შეჩერდე როცა რაღაც ძალიან გსურს,არ იბრძოლო თუ მიზანი არ გაქვს,არ შეიყვარო თუ ვერ გრძნობ მას და არ გაიღიმო როცა ეს გულით არ გინდა,ბედნიერება მხოლოდ თვალებში აღიბეჭდება და არა ღიმილში …მართლაც უამრავი ,,ნიღაბი,, არსებობს რომლის მორგებაც ადამიანებს ადვილად შეუძლიათ,მაგრამ თვალებს ვერცერთი ნიღაბი ვერ მალავს, შესაბამისად არც სიმართლე არ იმალება და ის ყოველთვის ჩანს, უბრალოდ მთავარია გინდოდეს მისი დანახვა და მას აუცილებლად დაინახავ..    (მ.მ)Image

საკუთარს თუ არა სამყაროს გულისცემას მაინც მოვუსმინოთ ხოლმე…

Imageგუშინ ვაგრძნობინე რომ ვარსებობდი, რომ ყველაფერი ახლა დაიწყო და ვაგრძნობინე რომ არაფერი დასრულებულა.. იწყება, ახალი დღეები და ლამაზი სიზმრები!  არასდროს არ დამტოვებ, აქ… აქ სადაც არასდროს მოფრინავს ბედნიერი ჩიტი!’  ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ პირველს შენ გრძნობ ჩემს გულში, შემდეგ კი შენს გულისცემას.