და ეს ჩვენც კარგად ვიცით..მიუხედავად ამისა მაშინ როცა გვინდა გამოვხატოთ ეს გრძნობა ან სხვას მოვაჩვენოთ თავი ბედნიერად-ყოველთვის ვიღიმით..მაგრამ ვინც იცის როგორია გულწრფელობა იგი ღიმილის სიყალბესაც ადვილად ამჩნევს და გეკითხება ,,რა მოხდა ?” შემდეგ იწყებ გაუთავებელ ფიქრს თუ როგორ აუხსნა მას ყველაფერი, რომ ცოტათი მაინც გააგებინო და დაარწმუნო, რომ ეს უბრალოდ დაღლილობის, უძილობის,გადატვირთული რეჯიმის ან კიდევ უამრავი სხვა მიზეზით არის გამოწვეული. ასე იკვრება ურყევი რგოლი მილიონობით ტყუილის და ვინც ამ ტყუილებით თავს ივსებს ვერასოდეს განთავისუფლდება მისგან,რადგან როცა რაღაცას (ან ვიღაცას) ეჩვევი ძნელია გაუშვა შენი ცხოვრებიდან ისე რომ კვალი არ დატოვოს,ძნელია იარსებო მის გარეშე როცა წარსულში ის შენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო ..
ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია არ დაწერო როცა წერა არ გინდა,არ წახვიდე როცა წასვლა არ გინდა,არ იმღერო მაშინ როცა სიტყვები არ გესმის,არ მიიღო ის რაც არ გეკუთვნის,არ შეჩერდე როცა რაღაც ძალიან გსურს,არ იბრძოლო თუ მიზანი არ გაქვს,არ შეიყვარო თუ ვერ გრძნობ მას და არ გაიღიმო როცა ეს გულით არ გინდა,ბედნიერება მხოლოდ თვალებში აღიბეჭდება და არა ღიმილში …მართლაც უამრავი ,,ნიღაბი,, არსებობს რომლის მორგებაც ადამიანებს ადვილად შეუძლიათ,მაგრამ თვალებს ვერცერთი ნიღაბი ვერ მალავს, შესაბამისად არც სიმართლე არ იმალება და ის ყოველთვის ჩანს, უბრალოდ მთავარია გინდოდეს მისი დანახვა და მას აუცილებლად დაინახავ.. (მ.მ)