Say no more ! ♥ (Pi)

როგორ მინდა სურვილებზე და ოცნებებზე ძალიან ბევრის წერა შემეძლოს,მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ხანდახან სიტყვები იმაზე მეტად უსარგებლოა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია… მაგრამ აუცილებლად  ვისაუბროთ რწმენაზე, ღირს კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია(აბსოლუტურად ყველაფერი). უბრალოდ აუცილებელია გაჩნდეს სურვილი და გაჩნდეს რწმენა რომელიც ასე ძალიან გვაკლია . ბედნიერია ის ვისაც სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ უბედურია ის ვინც იმაზე მეტად აფასებს საკუთარ თავს ვიდრე იგი იმსახურებს. ყველაფერ ზედმეტისთვის სასჯელია დაწესებული და აქ ჯალათი არაფერ შუაშია,არც სასამართლო და არც სხვა უღირსი რამ.. მთავარი მოსამართლე სულშია და მას სინდისი ჰქვია. სული კი ყოველთვის ჩვენთანაა, შესაბამისად სინდისიც ყოველ ნაბიჯზე თან დაგვდევს და ხანდახან გულიანადაც ხარხარებს..მიუხედავად ამისა იშვიათია პიროვნება ვინც ყოველთვის გრძნობს მის არსებობას და კიდევ უფრო იშვიათია როცა ვინმე უსმენს მას..მე მეცოდება უდედმამო ბავშვები, უსახლკარო ცხოველები, უშვილო მშობლები, უსაქმური ახალგაზრდები, მაგრამ ყველაზე მეტად მეცოდება ხალხი რომელსაც არ გააჩნია იმედი, არ აქვს რწმენა, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა. მე მშურს შეურაცხადი ხალხის (ისეთი შეურაცხადისა როგორიც კოელიომ ვერონიკას აპოვნინა), მათ შეუძლიათ გაწირონ ყველაფერი მხოლოდ ერთი დღის ბედნიერებისთვის და შეუძლიათ გაიცინონ ყოველთვის, რადგან იციან რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება”. ჰმ, როგორ მინდა ყველას შეგვეძლოს საკუთარი შეხედულებების გულწრფელად წარმოჩენა, როგორ მინდა არ არსებობდეს კომპლექსები, რომლებიც ხანდახან ასე ძალიან აუბედურებს ხალხს და  როგორ მინდა რომ გვჯეროდეს შესაძლებლობების..პრინციპები რომლებიც ზოგისთვის ასე უვარგისია, ხანდახან იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ღირებული და რთულად შესანარჩუნებელია ვიდრე ეს იმას წარმოუდგენია ვისაც ის საერთოდ არ გააჩნია. მართალია, არსებობენ ისეთებიც ვისაც იგი არასოდეს ჰქონია , მას ხომ ძალით ვერავინ აჩენს, მისი ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი რაც ბუნებრივი არ არის ძალიან მალე უკვალოდ იკარგება..აუცილებელია გვახსოვდეს ის რაც ჩვენთვის ღირებულია, მე მახსოვს-აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი,ვისი/რისი დამახსოვრებაც ღირს…ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ უბრალოდ ძალიან მომინდა ყველას გვჯეროდეს, გვწამდეს და გვქონდეს უკეთესი მომავლის იმედი .. გვჯეროდეს სიყვარულის (ოღონდ ერთხელ შეყვარების და არა ექვსჯერ), ასევე გვჯეროდეს სიკეთის, და რათქმაუნდა გვწამდეს უფალი…. და საერთოდ რა ნიშნავს რწმენა? (ვიცი რომ ძალიან ცოტას თუ უფიქრია ამ თემაზე)..მარტივად ვთქვათ ყოველგვარი მეტაფორებისა და სხვა სირთულეების გამორიცხვით.. რწმენა არის ის რაც ჩვენშია, ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის და ის, რის გარეშეც ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩემთვის ასეა და ვიცი, რომ თქვენთვის მას სხვანაირი განმარტება ექნება. ეს ასეც უნდა იყოს,რადგან იგი არ ნიშნავს დოგმატურად რაღაც ცნებების მიღებას, იგი ყველა სუბიექტისთვის სხვადასხვაა ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მთავარია არსებობდეს იგი ….მთავარია ჩვენ ვიყოთ მისი მფლობელი და ვგრძნობდეთ მის სიდიადეს..  (მ.მ)

P.S. Everything will be okay in the end.If it’s not okay, it’s not the end …♥ Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s