თვალებიც ბერდებიან !

შენ
ამბობდი_
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ_ თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გამცვდარი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ_
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ…Image

სიკეთის,სიწმინდის,სიმშვიდის და სილამაზის ქვეყანა.

რაღაც მჭირდება იმ რწმენის განსამტკიცებლად,რომ ყველანი ერთნაირები არ არიან,რომ სადღაც ოცნებებში კი არა,სინამდვილეში არსებობს სხვა ქვეყანაც,საქანელაზე შემდგარი გოგონასავით თამამი,თავისუფალი და ბედნიერი…სადაც ერთნაირად სუფთა ადამიანები ცხოვრობენ…ბუნებით კეთილები და გულუბრყვილონი…სიკეთის,სიწმინდის,სიმშვიდის და სილამაზის ქვეყანა.Image

მხოლოდ სულის სიწმინდეში რაც შეინახე ისაა შენი.

“სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა, ანგელოზის ენით ნათქვამი. მთავარია შენ გიყვარდეს, გიყვარდეს ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდო… გიყვარდეს, რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ,.”Image

თოჯინების კუნძული !!

La Isla de la Munecas (Island of Dolls) ანუ თოჯინების კუნძული მდებარეობს მექსიკაში Xochimilco-ს არხებში. კუნძულზე გამეფებულია იდუმალება, მისტიკა და ცრურწმენა, რადგან თითქმის ყველა ხე, რომელიც კუნძულზე მდებარეობს გაფორმებულია ძველი, დასახიჩრებული თოჯინებით, რომლებიც ისეთ განცდას ტოვებენ, რომ ვიღაც გითვალთვალებს. ლეგენდა იწყება Julián Santana-სგან, რომელიც განდეგილი ცხოვრობდა ამ კუნძულზე 50 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი და შვილები ჰყავდა. იგი ირწმუნებოდა, რომ კუნძულზე მოსვლის შემდეგ მას პატარა გოგო სტუმრობდა, რომელიც მდინარეში დაიხრჩო. ამიტომაც მას გიჟად მიიჩნევდა ყველა, ეგონათ რომ იგი თოჯინებს რეალურ ბავშვებათ თვლიდა. ჯულიანი, როგორც კი მდინარეში მოტივტივე თოჯინას დაინახავდა, იღებდა და ხეზე აბამდა. ამით მას სჯეროდა, რომ ისინი ეშმაკისგან დაიფარავდენენ. სულ მალე ჯულიანმა მთელი კუნძული თოჯინების ფიტულებით აავსო. დონ ჯულიანი 2001 წელს გარდაცვლილი იპოვა მისმა დისშვილმა სწორედ იმ მდინარეში სადაც პატარა გოგონა დაიხრჩო.ზოგი ირწმუნებოდა, რომ მას ხშირად ესმოდა ხმები მდინარიდან, რომელიც მას ეძახდა და თავისთან იხმობდა.ამ ამბის შემდეგ La Isla de las Muñecas-ი გახდა მექსიკის ერთ-ერთი მისტიური ადგილი, რომელიც ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან იზიდავს. როგორც ამბობენ, თითოეული თოჯინა პატარა გოგონას პარანორმალური ენერგიით არის სავსე, ისინი თავისით მოძრაობენ და ეჩურჩულებიან მოგზაურებს, სთავაზობენ რა მათ სახლში სტუმრობას.

სანამ კუნძულს ესტუმრებით ტრადიციის მიხედვით, აუცილებლად უნდა წაიღოთ თან რაიმე საჩუქარი, რასაც თოჯინებს შესთავაზებთ, სანთლები ან ტკბილეული, რომ მათი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.
მაგრამ განა ისინი მარტონი არიან? როგოც ამბობენ, დონ ჯულიანიც ამ კუნძულზე ბინადრობს.
დღეისათვის La Isla de las Muñecas-ი არის კერძო საკუთრება, მასზე მოსახვედრად საჭიროა დონ ჯულიანის ძმისწულის Anastasio Velasqu-ს ნებართვა. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=XWu6y5zOpFI  

http://www.youtube.com/watch?v=GoyINeeyWFgImage

♥♥♥

-გამარჯობა

-გაგიმარჯოს.

-რაღაც მინდა გკითხო

-მკითხე

-მგონია რომ დამცინებ

-არასწორად გგონია

-კარგი, ვინმე გიყვარს?

-შენ როგორ ფიქრობ

-ჯერ კითხვაზე მიპასუხე

-რომელ კითხვაზე?

-შენ რა არ მისმენ??

-კითხვა აღარ ქვია იმას რაც ზუსტად იცი.

-საიდან იცი მე რა ვიცი?

-ჩანს.

-სად?

-შენს თვალებში.

-და შენც შეგიძლია წაკითხვა?

-შემძლებია..

-კი მაგრამ, მეტყვი?

-რას?

-გიყვარს თუ არა ვინმე.

-იცი შენ ამ ვითომ შეკითხვაზე პასუხი.

-საიდან მოიტანე?

-შენ იღიმი, ღიმილი საკმაოდ გამჭვირვალე ფარდაა დასამალად.

-და შენ შეგიძლია დაინახო რა ხდება იმ ფარდის უკან?

-შემძლებია..

-კარგი ერთხელ და სამუდამოდ მეტყვი?

-რასაც გონება გკარნახობს ის არის პასუხი, ტყუილად ცდილობ შეწინააღმდეგებას.
.
-შენ რა იცი რას ვეწინააღმდეგები.

-ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას გეუბნები თავს აქეთ-იქით აქნევ შენდაუნებურად.

-შენ რა ჩემი მოსმენაც და ყველა მიმიკის დაჭერაც შეგიძლია?

-შემძლებია..

-კარგი აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი, განა ასეთი რთულია კი ან არას თქმა?

-განა ათასჯერ უნდა გაგიმეორო, რომ იცი ამ კითხვაზე პასუხი?

-მეთამაშები და სასაცილოდაც არ გყოფნის ჩემი შეკითხვა, არაფერიც არ ვიცი.

-იცი

-სად ხედავ?

-შენი პატარა ხელები მიყვებიან, საიდუმლოს არც ისე კარგად ინახავენ.ცოტა კანკალებენ, სულ ცოტათი.

-შენ რა ჩემი ხელების გაგებაც შეგიძლია?

-შემძლებია..

-კარგი აღარ მაინტერესებს,რაც გინდა ის ქენი..

-კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ იცი კითხვაზე პასუხი.

-საიდან მოიტანე?

-მე არსაიდან, შენმა ცრემლებმა მოიტანეს..

-როგორ შეგიძლია, ჩემს თვალებს, ღიმილის, ხელებს, თითებს, ცრემლებს გაუგო..

-შემძლებია..

-შენ რა ყველა ადამიანის ასე კარგად გესმის?

-არა..

-აბა ვისი გესმის?

-მხოლოდ იმის ვინც მიყვარს..

-…
-კიდევ გაქვს შეკითხვა? ♥Image

♥ ♥ !!!

სიყვარულით გამოწვეული ტანჯვა,ერთი მხრივ,სულს მიწრთობდა და თავდაჯერებულ ადამიანად მაქცევდა,მეორე მხრივ კი ჩემს ცნობიერებას მთლიანად იპყრობდა და ჩემს მეორე ნაწილს ლოგიკურად მოქცევის საშუალებას არ აძლევდა.თუკი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ჩემსავითაა შეყვარებული,კარგად იცის რომ,მცდარი ლოგიკისა და ქმედებების ბოლო აუცილებლად იმედგაცრუებაა.რადგანაც, რაც დრო გადის,საკუთარ შეცდომებს უფრო ნათლად ხედავ და ამ დროს,ვნების საპირისპიროდ,ლოგიკა ყველაზე ცუდ დღეებშიც კი აღარ ჩუმდება და პატიოსნად და შეუბრალებლად გვიჩურჩულებს, ,,ჩვენს საქციელთა უმეტესობა მხოლოდ იმ შედეგს მოგვიტანს ,რომ სიყვარული და მასთან ერთად ტკივილიც მოგვემატებაო” 

,,უმანკოების მუზეუმი”
ორჰან ფამუქიImage

შემხედეთ ყურადღებით და დამინახავთ მე!! ♥

Image

ამ მოხუცმა მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა ცხოვრების ბოლო წლები. გარდაცვალების შემდგომ, ყველა თვლიდა, რომ ის წავიდა ამ ქვეყნიდან მნიშვნელოვანი კვალის დატოვების გარეშე. ექთნებმა მისი ნივთების დაალაგებისას, ერთ საინტერესო ლექსს გადააწყდნენ, რომელმაც ყველა გააოცა მისი აზრით და შემცველობით.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლექსის ასლი მელბურნში წაიღო. 
მას შემდეგ, ლექსი გამოჩნდა საშობაო ჟურნალების ყველა გვერდზე, ასევე ფსიქოლოგების ჟურნალებში.
ეს მოხუცი, რომელიც ასე ღარიბი წავიდა ამ ქვეყნიდან, ღვთისგან დავიწყებულ ავსტრალიის ქალაქიდან, ინტერნეტს აფეთქებს თავისი სულიერი სიღმით. 

ჭირვეული მოხუცი
შენ რას ხედავ ექთანო?… შენ რას ხედავ?
შენ რას ფიქრობ… როცა მე მიყურებ?
ჭირვეული მოხუცი, …..სულელი,
გაუგებარი ცხოვრებით…. გამქრალი მზერით?
რომელიც საჭმელს აწვეთებს? 
როცა ყვირი „მიდი სცადე!“ 
შენ კი გგონია, რომ ის ვერ ამჩნევს, შენ რას აკეთებ.
მუდმივად კარგავს…. წინდებს ან ფეხსაცმელს?
არაფერს გაძალებს, მაგრამ უფლებამოსილი ხარ გაუკეთო მას რასაც ისურვებ,
დღის შესავსებათ….მხოლოდ ბანაობა და ჭამა?
ესაა, შენ რასაც ფირქობ? შენ რასაც ხედავ? 
გაახილე თვალები ექთანო. შენ მე არ მიყურებ.
გეტყვი ვინ ვარ მე…ჯერ კიდევ აქ ვზივარ,
ვემორჩილები თქვენს განრიგს,….ვიკვებები თქვენი სურვილით.
მე ჯერ კიდევ ის პატარა 9 წლის ბიჭუნა ვარ, დედასთან და მამასთან რომ ცხოვრობს, 
ძმებთან და დებთან ….. ვისაც ერთმანეთი გვიყვარს.
ახალგაზრდა 16 წლის ყმაწვილი, …ფეხებზე ფრთებით
მეოცნებე დღე-დღეზე შეხვდეს მთელი ცხოვრების სიყვარულს.
საქმრო, რომელსაც მალე 20 წელი შეუსრულდება და რომელსაც გული ამოვარდნაზე აქვს,
ახსოვს ფიცი, რომლის ასრულებასაც შეჰპირდა.
ახლა კი მე 25 წლის ვარ… მყავს ჩემი პატარა შვილი.
რომელიც საჭიროებს ჩემს დარიგებას,… დაცულ ბედნიერ სახლს.
30 წლის მამაკაცი ….. ჩემი შვილი სწრაფად გაიზარდა,
უწყვეტი კავშირით ვართ შეკრულნი.
40 წლისას ჩემი ბიჭები გაიზარდნენ და დატოვეს სახლი.
მაგრამ ჩემი მეუღლე ჩემს გვერდითაა …არ მაძლევს დამწუხრების უფლებას.
და უკვე 50 წლისას კვლავ პატარები თამაშობენ ჩემს ფეხებთან,
კვლავ ბავშვებთან ვართ,… მე და ჩემი სიყვარული.
სიბნელე დაეშვა … ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.
ვიყურები მომავალში და შიშით ვრთი.
ახლა ვცხოვრობ ჩემი შვილებისთვის და მათი შვილებისთვის.
მე ვფიქრობ წლებზე…სიყვარულზე, რომელიც მე მქონდა,
უკვე მოხუცი ვარ…ცხოვრება მწარეა.
სიბერე დაგვცინის, გვაიძულებს სულელურად გამოვიყურებოდეთ.
სხეული ნამცეცდება…მოხდენილობა და მხნეობა ქრება.
იქ, სადაც ერთ დროს გული მქონდა, ქვა არის.
მაგრამ ამ მოხუცი ჩონჩხის შიგნით ჯერ კიდევ ახალგაზრდა ცოცხლობს.
ჩემი გული ისევ და ისევ ფეთქავს
მახსოვს ჩემი სიხარული…მახსოვს ყველა ტკივილი.
მე ისევ მიყვარს და ისევ ვცოცხლობ…ამ ცხოვრებაში როგორც წინათ.
ვფიქრობ წლებზე, რომლებიც ასე ცოტა იყო და რომელიც ასე სწრაფად გაფრინდა.
ვეთანხმები ჯიუტ ფრაზას არაფერია მუდმივი.
ადამიანებო გაახილეთ თვალები! გაახილეთ და შეხედეთ.
ჭირვეული მოხუცი კი არა! შემხედეთ ყურადღებით და დამინახავთ მე!!