♥ Sweet Children…

,,ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი , როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ, ავხორცობისა და ღორმუცელობის ნეტარება რომ გვეკმარა, არაფერიც არ მოხდებოდა. რომელი მიწიერი არსება ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსსა და ნათესავს? რა თქმა უნდა, ადამიანი–ქმნილების გვირგვინი, რომელმაც მოიგონა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე და ქველმოქმედება…’’ (რემარკი)

რა მწარედ ცდება ყველა, ვისაც აუცილებლად მიაჩნია, ბავშვებს სისასტიკით, სუსხითა და მიუკარებელი მედიდურობით მოექცნენ. მათ ჰგონიათ, აბსოლუტური ჰეგემონობით ბავშვებში პატივისცემას აღვძრავთო, და მართლაც, აღძრავენ კიდეც, მაგრამ ცივ, მოშიშარ, მთრთოლვარე პატივისცემას , ამით ხელს ჰკრავენ ბავშვებს, თავიდან იშორებენ, უნებურად გულჩათხრობილობასა და სიცრუეს აჩვევენ.

არაფერი არ მოქმედებს ისე საშინლად ნორჩ სულზე, როგორც გულცივობა და მედიდურობა, რითაც მათ გულმხურვალე გრძნობებს განდობით უხვდებიან. არაფერი არ შეიპყრობს ისეთი მომაკვდინებელი სიცივით , როგორც კეთილგონივრული რჩევა და შეგონება იქ, სადაც იგი თანაგრძნობას ელის.არასრულწლოვანის ფსიქიკაში სადაც არ არის ლოგიკა, არც უდავო ფაქტები და არც რეალური ცნობიერება, მის არსებაში სიყვარულისა და მეოცნებე სულის ძახილი,ჰუმანიზმისა და მარადიული სილამაზის ძახილი, სულის უზენაესი აფორიაქებაა, მაგრამ, ერთხელ, ორჯერ რომ მოტყუვდება, თავის თავში ჩაიკეტება, შეიგნებს მარტოობას, განაპირებას, განცალკევებას იმათგან, ვინც ესოდენ სიყვარულითა და მშობლიური გრძნობით იყო გამსჭვალული მის ირგვლივ. მასში ეგოიზმი ვითარდება… თუ ეს არ ხდება, მაშინ შეძლება მოხდეს სულ სხვა რამ: ადამიანური ინდივიდუალობა თავისი ბუნებით ვერ ითმენს გაუცხოებასა და მარტოობას, თავის მსგვსთა თანაგრძნობა, მინდობილობა სწყურია– და აი, ბავშვებიც ერთმანეთს უმეგობრდებიან, ადგენენ ერთგვარ საზოგადოებას, რომელსაც საერთო და შეერთებული ძალებით დაფარული საიდუმლოებანი აქვს. ამას სიკეთემდე არასდროს არ მიჰყავს არასრულწლოვანი.

რა არის არასრულწლოვანება? იმანუელ კანტი ამბობდა:,, არასრულწლოვანება ნიშნავს უუნარობას იმოქმედო საკუთარი გონების კარნახით, სხვისი მითითებების გარეშე“. როგორ შემიძლია მე საზოგადოების ემანსიპიცირება, დრომოჭმული დოგმებისა და წარმოდგენების მორჩილებიდან გათავისუფლება? რა შემიძლია გავაკეთო დიფერენციაციის, მშობლებისა და საზოგადოების დესპოტიზმის, არაშემწყნარებლობის წინააგმდეგ? რა თქმა უნდა არაფერი, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი ვარ, არასრულწლოვნებს კი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არც კანონი და არც მშობლები რთავს. სწორედ ეს ვითარება აიძულებთ მათ ჩაიდინონ დანაშაული, მაგრამ ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაიჭრას..მაგრამ ყველაზე მნიშვველოვანი მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახია.ჩამოყალიბება არ გულისხმობს მის-სრულყოფილად ქცევას,იგი გულისხმობს პიროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას,მისი სულის გამოვლინებას და რათქმაუნდა სიცოცხლის სურვილს. სურვილს იცხოვრო და გააკეთო რაღაც არა მარტო საკუთარი თავისთვის არამედ სხვისი ბედნიერებისთვისაც.      ყველაფერი აღმზრდელია: ადამიანები, ნივთები, მოვლენები, მაგრამ უწინარეს ყოვლისა და ყველაზე  უფრო მეტად ადამიანები გვზრდიან. აღზრდის პირველ ხანებში ყველაზე    მნიშვნელოვანია ოჯახი, მშობლები, დედა. დედა დიდი განათლების ადამიანი უნდა იყოს, კრისტალურად პატიოსანი და უმწიკლო. პატიოსნება ხასიათის უანგარობა, მოუსყიდაობაა, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით ის არა მარტო ბავშვებს აჯადოებს, არამედ ღრმა კვალსაც სტოვებს მთელ მათ მომავალ ცხოვრებაზე. სახელმწიფომ მონიტორინგი უნდა აწარმოოს ოჯახში– ბავშვის აღზრდის შესახებ, აღკვეთოს არასრულწლოვანის წინააგმდეგ მიმართული ფიზიკური, მატერიალური თუ სულიერი შეურაცხყოფა. ქაოსური მდგომარეობა ოჯახში, ყოველ წუთს გარკვეულ ცვლილებებ ახდენს ბავშვის პიროვნებაში. ბავშვის ფსიქიკა დეფორმაციას განიცდის და ექსპლოატატორთაგან განთავისუფლებისათვის იბრძვის. ეს უკანასკნელი აიძულებს მათ შეიძინონ ბიწიერება ან ცუდი ჩვეულება, რაც საზოგადოებრიობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.Image

♥ )))

 გაუფრთხილდით ერთმანეთს, სიცოცხლეს და გრილ საღამოებს ასე რომ გაიშვიათდა. მეტი იცხოვრეთ … ♥ ანუ მოშორდით ამ ეშმაკის მანქანებს 😀Image

:( :( …

რა მოხდება უფრო კეთილები, შემწყნარებლები, მხიარულები რომ გავხდეთ ?? რატომ არ შეიძლება დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე უფალს მადლობა გადაუხადოთ თითოეული დღისთვის ? რატომ არ უნდა ესაუბრებოდეს დედა საკუთარ შვილს დღეში რამდენიმე წუთით  მაინც იმ თემაზე რომელიც მის შვილს უყვარს?  ნუთუ არ შეიძლება 3 წლის ბავშვს დედა iPad-ის ნაცვლად თვითონ უკითხავდეს ზღაპარს?( თუ ბავშვის აღზრდაშიც მოდა შემოვიდა ?)  რატომ ვამბობთ ასე იშვიათად სიტყვა-მიყვარხარს ? რა მოხდება უფრო მეტ სითბოს თუ გამოვხატავთ, მეტად თუ დავაფასებთ და გვეყვარება ერთმანეთი ?  მთავარი რამ რაც ზემოთ თქმულმა შეიძლება გამოიწვიოს იქნება-ბედნიერება … ასევე შეიძლება გამოიწვიოს-მშვიდად ცხოვრება, ნაკლები პრობლემები, შვილების მშობლებთან სიახლოვე, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ და არა შური ან  ბოღმა, რომელიც თითქმის სიკვდილს უდრის… არ ღირს სიკვდილის ძალით მოყვანა, ის თვითონაც აუცილებლად გაგვიხსენებს და მაშინ როცა მის წინაშე უძლურები ვიქნებით ნებით გავყვებით იქ სადაც არავინ იცის არსებობს თუ არა ცისარტყელის ულამაზესი ფერები, არც ის ვიცით არსებობს თუ არა წელიწადის სეზონური მიმოცვლა, მოდის კი თოვლი ? ან ანათებს თუ არა მზის კაშკაშა სხივები, რომლებიც ხანდახან ადამიანებზე მეტად გვათბობენ … ამიტომ არ ღირს იმის გაკეთება რაც აქ ცხოვრების დროს შეგვიმცირებს, მაგრამ აქაც რომ არ არის ისე როგორც ჩვენ გვსურს ? მიუხედავად ამისა,თუ მოვინდომებთ ვიცით რომ შევძლებთ ყვალაფრის შეცვლას… მთავარია გვჯეროდეს !! და მაინც, კიდევ ბევრი რამ არის მთავარი და აუცილებელი, თუმცა ყველაფერი რწმენის გარდა განსხვავებულია თითოეული ჩვენგანისთვის და ამიტომაა რთული ,,ბედნიერების ფორმულის” შედგენა … სულის სიღარიბის ნიშანია ამპარტავნება და უღირსი ნიშნებით ადამიანების კლასებად დაყოფა.  ისიც სულის სიღარიბის ნიშანია, საქართველოში მყოფ ახალგაზრდებს ცხოვრებას რომ ყოველდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ  უნადგურებენ და ამას არაფლად თვლიან, ხოლო როცა მაგალითად, ავღანეთიდან დაღუპულები ჩამოჰყავთ მაშინ ,,მთელი საქართველო ერთმანეთის გვერდით დგება””….კარგით რა, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ფარისევლობას?!  ბევრს ტყვია არა, მაგრამ შური ნამდვილად კლავს…მე მტკივა და მენანება 7 დაღუპული ვაჟკაცი ისეთი ქვეყნისთვის რომელსაც გული სად აქვს დიდი ხანია არ ვიცით, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის სული უფრო ღირებულია ვიდრე  ყველა ევროპელის ერთად აღებული …ის მჯერა, რომ არავის არ გაუხარდა მათი სიკვდილი, მაგრამ იმის არ მჯერა რომ დაფიქრდნენ თუ რატომ იღუპებიან ისინი, 6 ივნისამდე 21 ვაჟკაცი დაიღუპა, 6 ივნისს 7 ახალგაზრდა, მოდით ერთად დაველოდოთ 6 ივლისს რა იქნება ან 6 აგვისტოს …..რა მოხდება ცოტათი უფრო მეტი რომ მოვთხოვოთ საკუთარ თავს? უფრო მეტად კრიტიკულები და სამართლიანები რომ გავხდეთ ? ხანდახან მაინც საკუთარ თავს რომ ვუსაყვედუროთ და სხვისკენ არ გავიშვიროთ თითი ?! Image