♥ Sweet Children…

,,ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი , როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ, ავხორცობისა და ღორმუცელობის ნეტარება რომ გვეკმარა, არაფერიც არ მოხდებოდა. რომელი მიწიერი არსება ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსსა და ნათესავს? რა თქმა უნდა, ადამიანი–ქმნილების გვირგვინი, რომელმაც მოიგონა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე და ქველმოქმედება…’’ (რემარკი)

რა მწარედ ცდება ყველა, ვისაც აუცილებლად მიაჩნია, ბავშვებს სისასტიკით, სუსხითა და მიუკარებელი მედიდურობით მოექცნენ. მათ ჰგონიათ, აბსოლუტური ჰეგემონობით ბავშვებში პატივისცემას აღვძრავთო, და მართლაც, აღძრავენ კიდეც, მაგრამ ცივ, მოშიშარ, მთრთოლვარე პატივისცემას , ამით ხელს ჰკრავენ ბავშვებს, თავიდან იშორებენ, უნებურად გულჩათხრობილობასა და სიცრუეს აჩვევენ.

არაფერი არ მოქმედებს ისე საშინლად ნორჩ სულზე, როგორც გულცივობა და მედიდურობა, რითაც მათ გულმხურვალე გრძნობებს განდობით უხვდებიან. არაფერი არ შეიპყრობს ისეთი მომაკვდინებელი სიცივით , როგორც კეთილგონივრული რჩევა და შეგონება იქ, სადაც იგი თანაგრძნობას ელის.არასრულწლოვანის ფსიქიკაში სადაც არ არის ლოგიკა, არც უდავო ფაქტები და არც რეალური ცნობიერება, მის არსებაში სიყვარულისა და მეოცნებე სულის ძახილი,ჰუმანიზმისა და მარადიული სილამაზის ძახილი, სულის უზენაესი აფორიაქებაა, მაგრამ, ერთხელ, ორჯერ რომ მოტყუვდება, თავის თავში ჩაიკეტება, შეიგნებს მარტოობას, განაპირებას, განცალკევებას იმათგან, ვინც ესოდენ სიყვარულითა და მშობლიური გრძნობით იყო გამსჭვალული მის ირგვლივ. მასში ეგოიზმი ვითარდება… თუ ეს არ ხდება, მაშინ შეძლება მოხდეს სულ სხვა რამ: ადამიანური ინდივიდუალობა თავისი ბუნებით ვერ ითმენს გაუცხოებასა და მარტოობას, თავის მსგვსთა თანაგრძნობა, მინდობილობა სწყურია– და აი, ბავშვებიც ერთმანეთს უმეგობრდებიან, ადგენენ ერთგვარ საზოგადოებას, რომელსაც საერთო და შეერთებული ძალებით დაფარული საიდუმლოებანი აქვს. ამას სიკეთემდე არასდროს არ მიჰყავს არასრულწლოვანი.

რა არის არასრულწლოვანება? იმანუელ კანტი ამბობდა:,, არასრულწლოვანება ნიშნავს უუნარობას იმოქმედო საკუთარი გონების კარნახით, სხვისი მითითებების გარეშე“. როგორ შემიძლია მე საზოგადოების ემანსიპიცირება, დრომოჭმული დოგმებისა და წარმოდგენების მორჩილებიდან გათავისუფლება? რა შემიძლია გავაკეთო დიფერენციაციის, მშობლებისა და საზოგადოების დესპოტიზმის, არაშემწყნარებლობის წინააგმდეგ? რა თქმა უნდა არაფერი, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი ვარ, არასრულწლოვნებს კი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არც კანონი და არც მშობლები რთავს. სწორედ ეს ვითარება აიძულებთ მათ ჩაიდინონ დანაშაული, მაგრამ ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაიჭრას..მაგრამ ყველაზე მნიშვველოვანი მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახია.ჩამოყალიბება არ გულისხმობს მის-სრულყოფილად ქცევას,იგი გულისხმობს პიროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას,მისი სულის გამოვლინებას და რათქმაუნდა სიცოცხლის სურვილს. სურვილს იცხოვრო და გააკეთო რაღაც არა მარტო საკუთარი თავისთვის არამედ სხვისი ბედნიერებისთვისაც.      ყველაფერი აღმზრდელია: ადამიანები, ნივთები, მოვლენები, მაგრამ უწინარეს ყოვლისა და ყველაზე  უფრო მეტად ადამიანები გვზრდიან. აღზრდის პირველ ხანებში ყველაზე    მნიშვნელოვანია ოჯახი, მშობლები, დედა. დედა დიდი განათლების ადამიანი უნდა იყოს, კრისტალურად პატიოსანი და უმწიკლო. პატიოსნება ხასიათის უანგარობა, მოუსყიდაობაა, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით ის არა მარტო ბავშვებს აჯადოებს, არამედ ღრმა კვალსაც სტოვებს მთელ მათ მომავალ ცხოვრებაზე. სახელმწიფომ მონიტორინგი უნდა აწარმოოს ოჯახში– ბავშვის აღზრდის შესახებ, აღკვეთოს არასრულწლოვანის წინააგმდეგ მიმართული ფიზიკური, მატერიალური თუ სულიერი შეურაცხყოფა. ქაოსური მდგომარეობა ოჯახში, ყოველ წუთს გარკვეულ ცვლილებებ ახდენს ბავშვის პიროვნებაში. ბავშვის ფსიქიკა დეფორმაციას განიცდის და ექსპლოატატორთაგან განთავისუფლებისათვის იბრძვის. ეს უკანასკნელი აიძულებს მათ შეიძინონ ბიწიერება ან ცუდი ჩვეულება, რაც საზოგადოებრიობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s