Welcome to PARIS…♥ ♥

Image

პარიზის სავიზიტო ბარათი- ეიფელია. ეს ნაგებობა უნიკალურია როგორც ჩანაფიქრით, ასევე ხორცშესხმითაც ეიფელი გვაოცებს თავისი ზომებით, მისი სიდიადე გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ადამიანის გენიას. კოშკი აგებულ იქნა საერთაშორისო გამოფენისთვის 1889 წელს. ეს იყო წლები მრეწველობის რევოლუციისა,პროგრესისა და მეცნიერული მიღწევებისა. ამ დროს მოხდა რადიკალური ცვლილებები არქიტექტურაშიც. სურვილს, რომ ყველა შენობა გამხდარიყო უფრო მსუბუქი, დინამიური და თანამედროვე, აკმაყოფილებდა მინა და ფოლადი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ინჟინერმა შეცვალა არქიტექტორი. ასეთი ინჟინერი გახლდათ გუსტავ ეიფელი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე პროექტის შემოხაზვით არდაკმაყოფილდა და ხორცი შეასხა თავის ჩანაფიქრს. ეიფელის ფოლადის სილუეტი პარიზის თავზე საზეიმოდაა აღმართული, როგორც ქალაქის ქანდაკება. მასში გაერთიანებულია პარიზის წარსული, აწმყოდა მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ ეიფელი აგებულია 15000 შედუღებული მეტალის დეტალისგან, 7000 ტონაა, დგას 4 ფეხზე, აქვს ბეტონის საძირკველი, სიმაღლე კი 320 მეტრს აღწევს, ეიფელი ერთი შეხედვით მაინც ძალიან მსუბუქია.კოშკი აგებულია 3 დონისგან: პირველი პლატფორმა (იმყოფება 57 მეტრზე), მეორე- 115 მეტრზე და მესამე- 274 მეტრზე. ბარები და რესტორნები ყველა სართულზეა განლაგებული, რაც მეტ თანამედროვეობას ანიჭებს კოშკს.ზოგჯერ, როცა მხედველობის არე კარგია , შეგვიძლია დავინახოთ საგნები 79 კმ-ის რადიუსით.კოშკის ქვემოთ იშლება მარსოს მწვანე მინდორი, რომელიც გადააქციეს მშვენიერ სცენაიმპერიისა და რევოლუციის პერიოდში აქ ტარდებოდა ხალხმრავალი დღესასწაულები, აღნიშნავდნენ 8 ივნისსაც- ”უმაღლესი ქმნილების დღესასწაულს”, რომელიც დაადგინა რობესპიერმა. ”მოდერნიზმის” პერიოდში. სკვერის დიდ ნაწილს იყენებდნენ მსოფლიო გამოფენებისთვის. ამჟამად ეს სკვერი დაყოფილია ალეებად და გაშენებულია ყვავილების ბაღები..
ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე კოშკი განხილვის საგანი გახდა.დიდი მეცნიერებისა და ხელოვნების მიერ გაკრიტიკებული ეიფელის კოშკი იძულებული იყო უზარმაზარი წარმატებისთვის მიეღწია.Image 

1887 წლის 14 თებერვალი:სამუშაოები ეს–ესაა დაიწყო,ხელოვანების პროტესტიც კი გამოჩნდა.მათ მრავალი სტატიაც კი გამოაქვეყნეს სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.  გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით ,,პროტესტი გუსტავ ეიფელის მიმართ’’ მიემართებოდა კონსტრუქციის სამუშაოების დირექტორს მ.ალპანდს.სტატიის ბოლოს კი ეწერა იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გვარები,რომლებიც აპროტესტებდნენ მშენებლობას:შარლ გუნო, გი–დე–მოპასანი, ალექსანდრ ძუმა უმცროსი, ფრანსუა კოპე, ლეკონტ ლისტი,ვილიამ ბურგო, ერნესტ მეისონიე, ვიქტორიენ სანდუ ,შარლ გარნიე და სხვები.   სხვა ცნობილმა ადამიანებმა სტატია გაამდიდრეს შეურაცმყოფელი სიტყვებით: ,,ეს არის ჭეშმარიტად ტრაგიკული ეიფელი“(ლეონ ბლოი), ,,ეს არის რკინის სკილეტი“(პოლ ვერლენი), ,,ეს არის რკინის მაგარი,დაუმთავრებელი,არეული და უშნო ანძა“(ფრანსუა კოპე), ,,ეს არის მაღალი და გამხდარი პირამიდა რკინის მისადგმელი კიბით,ტლანქი, და უდიდესი სკილეტი, რომლის ძირი გეჩვენება გაკეთებულია იმისთვის, რათა ატაროს სისლოპის მშვენიერი მონუმენტი და რომელიც შეურაცხყოფს მის სასცილო ქარხნის პროფილს“(გი–დე–მოპასანი), ,,ქარხნის მილი,რომელიც გგონია სავსეა ქვებითა და მილებით“(ჟოღის–კარლ ჰუსმანი). მიუხდავად ამ შეურაცხყოფისა ეიფელის კოშკის გახსნას დაესწრო 2 მილიონი მოქალაქე…Image 

მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. აქ ყოველწლიურად 30 მლნ-ზე მილიონობით ტურისტი ჩადის, რათა ახლოს გაიცნოს ხელოვნების,მოდისა და პარფიუმერიის სამშობლო. დააგემოვნოს ფრანგული ღვინო და საუცხოო ფრანგული სამზარეულო.
რამდენიმე ხნის წინ, დალასის ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანიამ განცხადება, რომ მსოფლიოს გარშემო გეოლოგთა ჯგუფის გაგზავნას აპირებდა. ჯგუფის ვალდებულება იყო ჩაეტარებინა მსოფლიო მასშტაბით კვლევები და ნავთობის ისეთი მარაგი აღმოეჩინა, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენდა ნავთობპროდუქტების ბაზარზე და მის თამაშის წესებს შეცვლიდა. რამდენიმეხნიანი კვლევის შემდეგ გეოლოგები შოკისმომგვრელი ინფორმაციით დაბრუნდნენ, მათ აღმოაჩინეს ნავთობის უზარმაზარი მარაგი, არა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში, არამედ საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში – ეპიცენტრი ეიფელის კოშკთან. აღმოჩენილი ნავთობის რაოდენობა 40 მილიონ ბარელს აღწევს, თუმცა გეოლოგებს სჭირდებათ კიდევ დრო და თანხები, რათა ბოლომდე დაასრულონ კვლევა და ნავთობის ზუსტი რაოდენობა დაადგინონ. დღესდღეობით ეს აღმოჩენა დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს. 

P.S. Welcome to PARIS…♥ ♥

Image

♥ …

ცხოვრება გაძლევს სამ პასუხს: 
ამბობს “კის” და გაძლევს კარგს, 
ამბობს “არას” და გაძლევს უკეთესს, 
ამბობს “მოითმინე!” და გაძლევს საუკეთესოს ..Image

აფრიკელო ♥ ♥ ♥

აფრიკელი ბიჭის მიერ დაწერილი ეს მოთხრობა ნომინირებული იყო წლის საუკეთესო მოთხრობის წოდებაზე.Image

როდესაც მე დავიბადე,მე ვიყავი შავი; მე გავიზარდე შავი; როდესაც დიდხანს ვარ მზეზე,ვარ შავი; და როდესაც მოვკვდები,მე ვიქნები შავი; თქვენ კი,თეთრებო: როდესაც იბადებით – ხართ ვარდისფერი; როდესაც იზრდებით – თეთრი; როდესაც მზეზე დიდხანს გაჩერდებით – წითელი; როდესაც გცივათ – ლურჯდებით; როდესაც გეშინიათ – ყვითლდებით; როდესაც ცუდად ხართ – მწვანდებით; და როდესაც კვდებით – ნაცრისფერი ხართ; ..და თქვენ მეძახით მე ფერადს ?! Image

ვაჟა-ფშაველა: რას ჰქვიან თავისუფლება?

Image

როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: „ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!“ რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება–ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო? ნადირი ან ფრინველი ცოტად მოზრდილი, თავისუფლებას ნაჩვევი, ნაგემი, რომ დაატყვევოთ, თუ ვერ მოახერხა გაპარვა ტყეში, მინდვრად, დარდისაგან კვდება. მაგალითები აუარებელი ხდება. რაც უნდა კარგად მოუაროთ, ასვათ, აჭამოთ, საუკეთესო ბინა მიუჩინოთ, მაინც თავისუფლად ცხოვრება ურჩევნია. მზად მირთმეულს საზრდოს, თავის შრომით, წოწიალით, წვალებით მონაპოვარი ეუკეთესება. სიცივე და სიცხე არ აშინებს, ოღონდ კი თავისუფალი იყოს, თავის ნებაზე ცხოვრება, მოძრაობა შაეძლოს. აი რამდენად ტკბილია თავისუფლება.

ნადირს და ფრინველს თითქმის ადამიანზე მეტად უყვარს თავისუფლება. მტრედი მშვიდი, უწყინარია და რომ შეიპყრო: ისიც–კი გინისკარტებს – გამიშვიო, ნუ მატუსაღებო. დიახ, ადამიანს, მით უმეტეს გაუნათლებელს, არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხემწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ჰბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწდომი არაა. აბა კარგად დაუკვირდით თუ ასე არ იყოს.

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსაზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…
გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი – საზოგადოება აუარებელი ზნე–ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი – თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი სრულიად ამოაგდოს ძირიან–ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერა გრძნობს რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? იმიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარშემო ტანზე, რის გამო იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დიახ, გამხმარია, ხმელია ის საზოგდოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ–ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მძარცველნი დ იმართება მათ შორის ბრძოლა. დღეს ჩვენა ვართ მოწამე და მონაწილენი ამისთანა ბრძოლისა. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა, მისი თავისუფლება და ქონება. მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყუილებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერებაო!

Image

Bright Star …♥

http://www.youtube.com/watch?v=CdDDY5nVA3A

კაშკაშა ვარსკვლავო, უცვლელობით მსურს შენ გემსგავსო

მაგრამ არ გგავდე ღამეული სხივმოსილებით,

რომ მხოლოდ ბნელში ცისკიდიდან არ დავაფასო

ის რასაც ფარავს მთვარე თითქოს სადაფის ქვებით.

შემოსილი ხარ ბრწყინვალების შარავანდედით

საუკუნეებს ითვლის შენი ჩუმი ნათება,

მარადიული უძილობით შენი სასჯელით,

ხმელეთს დაჰყურებ უდარაჯებ როგორც ხატებას.

გაფაციცებით უცქერ მთავლულს,დაპენტილს თეთრად,

გათანაბრებულს ქათქათა და სპეტაკი თოვლით.

ვხედავ მყინვარებს,გოლიათებს მზირალს ზვიადად,

სანაპიროებს უკაცრიელს თუ სავსეს ხალხით,

ვარსკვლავო, მსურს მეც უსასრულოდ ვუმზირო თუმც სხვას,

თავი მივაყრდნო მის მკერდს, როგორც ძვირფას სასთუმალს 

შენ ზღვის ტალღების ითვლი რბოლას და ასვლა ჩასვლას,

მე კი დავითვლი მაგ მკერდიდან ამოსულ სუნთქვას.

ვიფხიზლებ მარად, უსასრულოდ, დაუღალავად

არ მომწყინდება მისი სუნთქვის დარაჯად დგომა,

არ დავიღლები, უცქერ თვალის მოუხუჭავად

მას, ვინც მიბოძა მხოლოდ ერთხელ უფალმა ღმერთმა. 

სიტკბონარევი მღელვარება არ მომბეზრდება,

და თუ სიცოცხლე საუკუნო არ მიწერია,

ამ მკერდზე სიკვდილს ჩემი გული შეეგებება,

ჰო, მის მზერაში თუგინდ სულიც დამილევია …Image

 

კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (XII საუკუნე)

კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი – თამარის მეფობის ხანაში მოღვაწე ქართველი მანდილოსნები, რომელთა სიბრძნემ და გამჭრიახობამ განაპირობა დიდებულ ფეოდალთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყების მშვიდობიანად დასრულება. 

1184 წელს ფეოდალურ სამყაროში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ქალი, რომელიც დიდებულებმა “გამოჩინებით” აკურთხეს, მაგრამ საკუთარი მოთხოვნებიც წაუყენეს… ისინი მოითხოვდნენ გვაროვნული არისტოკრატიის უფლებების განმტკიცებასა და სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას. ამ ხაზის გამტარებელი და აჯანყების მეთაური იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოხელეთაგანი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ სამეფო ხაზინისა და ქონების გამგე, ყუთლუ-არსლანი. მან შეადგინა საკუთარი პარტია, მოითხოვა ისანში “კარავის” დადგმა, რომელსაც ექნებოდა საპარლამენტო უფლებები, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. საყურადღებო იყო ისიც, რომ ყუთლუ-არსლანმა გადაიბირა ჯარის ნაწილი და სამხედრო დაპირისპირებით ცდილობდა თავისი ზრახვების განხორციელებას. ზოგიერთი ცნობით, მას ამირსპასალარობაც სურდა. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. რასაკვირველია, თამარისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა განდგომილთა შეპყრობა და სასტიკად დასჯა, მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო – აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ორი დიდებული ქალბატონი: ქართლის ერისთავის, რატი სურამელის დედა – კრავაი ჯაყელი და სამძივართა დიდებული გვარის წარმომადგენელი – ხვაშაქ ცოქალი. უსიამოვნების გასაქრობად თამარმა მოლაპარაკების გზა აირჩია და აჯანყებულებს მოუწოდა, რომ დაეყარათ იარაღი, დამშვიდებულიყვნენ და დედოფალი აპატიებდა მათ დანაშაულს. თამარის გონიერმა საქციელმა სასურველი შედეგი გამოიღო: მანდილოსანთა მოციქულობამ იმდენად იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ დაყარეს იარაღი და “მაშინვე მოყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა, მოვიდეს წინაშე თამარისა და დავრდომით თაყვანი სცეს და აღიღეს ფიცი პატრონისაგან, და მისცეს პირი ერთგულებისა და ნების ყოფისა თვისისა”.

ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი ჭეშმარიტად ღირსეულ ადგილს იკავებენ ქართული დიპლომატიის ისტორიაში. 

Audrey Hepburn…♥♥♥

ImageAudrey Hepburn (born Audrey Kathleen Ruston; 4 May 1929 – 20 January 1993) was a British actress and humanitarian. Recognised as both a film and fashion icon, Hepburn was active during Hollywood’s Golden Age.. She has since been ranked as the third greatest female screen legend in the history of American cinema and been placed in the International Best Dressed List Hall of Fame. In the Italian-set Roman Holiday (1953), Hepburn had her first starring role as Princess Ann, an incognito European princess who, escaping the reins of royalty, falls in love with an American newsman (Gregory Peck).  While producers initially wanted Elizabeth Taylor for the role, director William Wyler was so impressed by Hepburn’s screen test that he cast her in the lead. Wyler later commented, “She had everything I was looking for: charm, innocence, and talent. She also was very funny. She was absolutely enchanting and we said, ‘That’s the girl! Originally, the film was to have had only Gregory Peck’s name above its title, with “Introducing Audrey Hepburn” beneath in smaller font. However, Peck suggested to Wyler that he elevate her to equal billing so that her name appeared before the title and in type as large as his: “You’ve got to change that because she’ll be a big star and I’ll look like a big jerk..Hepburn garnered critical and commercial acclaim for her portrayal, adding to her unexpected Academy Award for Best Actress with her first BAFTA Award for Best British Actress in a Leading Role and only Golden Globe Award for Best Actress – Motion Picture Drama in 1953…Her only film with Cary Grant came in the comic thriller Charade (1963). Hepburn, who plays Regina Lampert, finds herself pursued by several men who chase the fortune her murdered husband had stolen. The role earned her third and final competitive BAFTA Award and accrued another Golden Globe nomination though critic Bosley Crowther was less kind: “Hepburn is cheerfully committed to a mood of how-nuts-can-you-be in an obviously comforting assortment of expensive Givenchy costumes.” Grant (59 years old at the time), who had previously withdrawn from the starring male lead roles in Roman Holiday and Sabrina, was sensitive about the age difference between Hepburn (at age 34) and him, making him uncomfortable about the romantic interplay. To satisfy his concerns, the filmmakers agreed to change the screenplay so that Hepburn’s character would be the one to romantically pursue his.  Grant, however, loved to humour Hepburn and once said, “All I want for Christmas is another picture with Audrey Hepburn.”… From 1967 onward, after fifteen highly successful years in film, Hepburn decided to devote more time to her family and acted only occasionally. She attempted a comeback in 1976, co-starring with Sean Connery, in the period piece Robin and Marian,which was moderately successful. In 1979, Hepburn took the lead role of Elizabeth Roffe in the international production of Bloodline, re-teaming with director Terence Young (Wait Until Dark). She shared top billing with co-stars Alan Arkin, Ben Gazzara, James Mason and Romy Schneider. Author Sidney Sheldon revised his novel when it was reissued to tie into the film, making her character a much older woman to better match the actress’s age.After finishing her last role in a motion picture in 1988, a cameo appearance as an angel in Steven Spielberg’s Always, Hepburn completed only two more entertainment-related projects, both critically acclaimed. Gardens of the World with Audrey Hepburn was a PBS documentary television series, her final performance before cameras filmed on location in seven countries in the spring and summer of 1990. A one-hour special preceded the series, debuting in March 1991, while the series commenced the day after her death (21 January 1993). For the series’s debut, Hepburn was posthumously awarded the 1993 Emmy Award for Outstanding Individual  Achievement – Informational Programming. Recorded in 1992, her spoken word album, Audrey Hepburn’s Enchanted Tales, features readings of classic children’s stories and earned her a posthumous Grammy Award for Best Spoken Word Album for Children. She remains one of the few entertainers to win Grammy and Emmy Awards posthumously. In 1952, Hepburn was engaged to the young James Hanson, whom she had known since her London dancing days. She called it “love at first sight”;  however, after having her wedding dress fitted and the date set, she decided the marriage would keep them apart most of the time. She issued a statement about her decision, saying, “When I get married, I want to be really married.”In the early 1950s, she also dated future Hair producer Michael Butler. Hepburn and Gregory Peck bonded during the filming of Roman Holiday (1953) and there were rumours that they were romantically involved; both denied it. Hepburn, however, added, “Actually, you have to be a little bit in love with your leading man and vice versa. If you’re going to portray love, you have to feel it. You can’t do it any other way. But you don’t carry it beyond the set…They did however become lifelong friends. During the filming of Sabrina (1954), Hepburn and the already-married William Holden became romantically involved. She hoped to marry him and have children, but she broke off the relationship when Holden revealed that he had undergone a vasectomy. Although a common perception that Bogart and Hepburn (both starred in Sabrina together) did not get along, Hepburn commented that,  “Sometimes it’s the so-called ‘tough guys’ that are the most tender hearted, as Bogey was with me.” ..ImageHepburn earned her place in the International Best Dressed List Hall of Fame in 1961 but her reverence as a fashion icon has continued long since her death, proved by accruing the titles “most beautiful woman of all time” and “most beautiful woman of the 20th century” in polls by Evian and QVC respectively..Despite being far from the Hollywood preference of bosomy actresses like Marilyn Monroe, Martine Carol, Kim Novak and Lana Turner, Hepburn was very feminine by her grace, huge eyes and long legs. Against the gender stereotypes of the time, the natural thickness of her brown eyebrows made her “funny face unforgettable,” reminisced director Billy Wilder. He joked, “This girl…may make bosoms a thing of the past. Hepburn redefined glamour with “elfin” features and a gamine waif-like figure that inspired designs by couturier Hubert de Givenchy who is credited for creating her style.Givenchy started designing her dresses since the film Sabrina (1954). He noted that, upon being told that the actress he would be responsible for many outfits for would be “Miss Hepburn”, When faced with Audrey, he was initially disappointed and told Hepburn he had little time to spare. Nevertheless, she knew exactly how she wanted to look and asked to view his latest collection.Their collaboration in Sabrinaformed a lifelong friendship and partnership; she was often a muse for many of his designs and her style became renowned internationally. She equally inspired fashion photographer  Richard Avedon, who captured an intentionally overexposed close-up of Hepburn’s face in which only her famous features – her eyes, her eyebrows, and her mouth – are visible. “I am, and forever will be, devastated by the gift of Audrey Hepburn before my camera. I cannot lift her to greater heights. She is already there. I can only record. I cannot interpret her. There is no going further than who she is. She has achieved in herself her ultimate portrait.” The “little black dress” from Breakfast at Tiffany’s, designed by Givenchy, was sold at a Christie’s auction on 5 December 2006 for £467,200 (approximately $920,000), almost seven times its £70,000 pre-sale estimate..This was the highest price paid for a dress from a film,[115] until it was surpassed by the $4.6 million paid in June 2011 for the Marilyn Monroe “subway dress” from The Seven Year Itch.. The proceeds went to the City of Joy Aid charity to aid underprivileged children in India. The head of the charity said, “there are tears in my eyes. I am absolutely dumbfounded to believe that a piece of cloth which belonged to such a magical actress will now enable me to buy bricks and cement to put the most destitute children in the world into schools.”..However, the dress auctioned by Christie’s was not the one that Hepburn wore in the film.  Of the two dresses that Hepburn did wear, one is held in the Givenchy archives while the other is displayed in the Museum of Costume in Madrid. A subsequent London auction of Hepburn’s film wardrobe in December 2009 raised £270,200 ($437,000), including £60,000 for the black Chantilly lace cocktail gown from How to Steal a Million. Half the proceeds were donated to All Children in School, a joint venture of The Audrey Hepburn Children’s Fund and UNICEF…ImageImage

რემარკი ♥

–რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ, ხოლო ყველაფერი რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს ხოლმე.
–როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
–სწორედ იმიტომ რომ ის წარსულია.Image