http://www.youtube.com/watch?v=CdDDY5nVA3A
კაშკაშა ვარსკვლავო, უცვლელობით მსურს შენ გემსგავსო
მაგრამ არ გგავდე ღამეული სხივმოსილებით,
რომ მხოლოდ ბნელში ცისკიდიდან არ დავაფასო
ის რასაც ფარავს მთვარე თითქოს სადაფის ქვებით.
შემოსილი ხარ ბრწყინვალების შარავანდედით
საუკუნეებს ითვლის შენი ჩუმი ნათება,
მარადიული უძილობით შენი სასჯელით,
ხმელეთს დაჰყურებ უდარაჯებ როგორც ხატებას.
გაფაციცებით უცქერ მთავლულს,დაპენტილს თეთრად,
გათანაბრებულს ქათქათა და სპეტაკი თოვლით.
ვხედავ მყინვარებს,გოლიათებს მზირალს ზვიადად,
სანაპიროებს უკაცრიელს თუ სავსეს ხალხით,
ვარსკვლავო, მსურს მეც უსასრულოდ ვუმზირო თუმც სხვას,
თავი მივაყრდნო მის მკერდს, როგორც ძვირფას სასთუმალს
შენ ზღვის ტალღების ითვლი რბოლას და ასვლა ჩასვლას,
მე კი დავითვლი მაგ მკერდიდან ამოსულ სუნთქვას.
ვიფხიზლებ მარად, უსასრულოდ, დაუღალავად
არ მომწყინდება მისი სუნთქვის დარაჯად დგომა,
არ დავიღლები, უცქერ თვალის მოუხუჭავად
მას, ვინც მიბოძა მხოლოდ ერთხელ უფალმა ღმერთმა.
სიტკბონარევი მღელვარება არ მომბეზრდება,
და თუ სიცოცხლე საუკუნო არ მიწერია,
ამ მკერდზე სიკვდილს ჩემი გული შეეგებება,
ჰო, მის მზერაში თუგინდ სულიც დამილევია …