Welcome to PARIS…♥ ♥

Image

პარიზის სავიზიტო ბარათი- ეიფელია. ეს ნაგებობა უნიკალურია როგორც ჩანაფიქრით, ასევე ხორცშესხმითაც ეიფელი გვაოცებს თავისი ზომებით, მისი სიდიადე გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ადამიანის გენიას. კოშკი აგებულ იქნა საერთაშორისო გამოფენისთვის 1889 წელს. ეს იყო წლები მრეწველობის რევოლუციისა,პროგრესისა და მეცნიერული მიღწევებისა. ამ დროს მოხდა რადიკალური ცვლილებები არქიტექტურაშიც. სურვილს, რომ ყველა შენობა გამხდარიყო უფრო მსუბუქი, დინამიური და თანამედროვე, აკმაყოფილებდა მინა და ფოლადი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ინჟინერმა შეცვალა არქიტექტორი. ასეთი ინჟინერი გახლდათ გუსტავ ეიფელი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე პროექტის შემოხაზვით არდაკმაყოფილდა და ხორცი შეასხა თავის ჩანაფიქრს. ეიფელის ფოლადის სილუეტი პარიზის თავზე საზეიმოდაა აღმართული, როგორც ქალაქის ქანდაკება. მასში გაერთიანებულია პარიზის წარსული, აწმყოდა მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ ეიფელი აგებულია 15000 შედუღებული მეტალის დეტალისგან, 7000 ტონაა, დგას 4 ფეხზე, აქვს ბეტონის საძირკველი, სიმაღლე კი 320 მეტრს აღწევს, ეიფელი ერთი შეხედვით მაინც ძალიან მსუბუქია.კოშკი აგებულია 3 დონისგან: პირველი პლატფორმა (იმყოფება 57 მეტრზე), მეორე- 115 მეტრზე და მესამე- 274 მეტრზე. ბარები და რესტორნები ყველა სართულზეა განლაგებული, რაც მეტ თანამედროვეობას ანიჭებს კოშკს.ზოგჯერ, როცა მხედველობის არე კარგია , შეგვიძლია დავინახოთ საგნები 79 კმ-ის რადიუსით.კოშკის ქვემოთ იშლება მარსოს მწვანე მინდორი, რომელიც გადააქციეს მშვენიერ სცენაიმპერიისა და რევოლუციის პერიოდში აქ ტარდებოდა ხალხმრავალი დღესასწაულები, აღნიშნავდნენ 8 ივნისსაც- ”უმაღლესი ქმნილების დღესასწაულს”, რომელიც დაადგინა რობესპიერმა. ”მოდერნიზმის” პერიოდში. სკვერის დიდ ნაწილს იყენებდნენ მსოფლიო გამოფენებისთვის. ამჟამად ეს სკვერი დაყოფილია ალეებად და გაშენებულია ყვავილების ბაღები..
ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე კოშკი განხილვის საგანი გახდა.დიდი მეცნიერებისა და ხელოვნების მიერ გაკრიტიკებული ეიფელის კოშკი იძულებული იყო უზარმაზარი წარმატებისთვის მიეღწია.Image 

1887 წლის 14 თებერვალი:სამუშაოები ეს–ესაა დაიწყო,ხელოვანების პროტესტიც კი გამოჩნდა.მათ მრავალი სტატიაც კი გამოაქვეყნეს სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.  გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით ,,პროტესტი გუსტავ ეიფელის მიმართ’’ მიემართებოდა კონსტრუქციის სამუშაოების დირექტორს მ.ალპანდს.სტატიის ბოლოს კი ეწერა იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გვარები,რომლებიც აპროტესტებდნენ მშენებლობას:შარლ გუნო, გი–დე–მოპასანი, ალექსანდრ ძუმა უმცროსი, ფრანსუა კოპე, ლეკონტ ლისტი,ვილიამ ბურგო, ერნესტ მეისონიე, ვიქტორიენ სანდუ ,შარლ გარნიე და სხვები.   სხვა ცნობილმა ადამიანებმა სტატია გაამდიდრეს შეურაცმყოფელი სიტყვებით: ,,ეს არის ჭეშმარიტად ტრაგიკული ეიფელი“(ლეონ ბლოი), ,,ეს არის რკინის სკილეტი“(პოლ ვერლენი), ,,ეს არის რკინის მაგარი,დაუმთავრებელი,არეული და უშნო ანძა“(ფრანსუა კოპე), ,,ეს არის მაღალი და გამხდარი პირამიდა რკინის მისადგმელი კიბით,ტლანქი, და უდიდესი სკილეტი, რომლის ძირი გეჩვენება გაკეთებულია იმისთვის, რათა ატაროს სისლოპის მშვენიერი მონუმენტი და რომელიც შეურაცხყოფს მის სასცილო ქარხნის პროფილს“(გი–დე–მოპასანი), ,,ქარხნის მილი,რომელიც გგონია სავსეა ქვებითა და მილებით“(ჟოღის–კარლ ჰუსმანი). მიუხდავად ამ შეურაცხყოფისა ეიფელის კოშკის გახსნას დაესწრო 2 მილიონი მოქალაქე…Image 

მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. აქ ყოველწლიურად 30 მლნ-ზე მილიონობით ტურისტი ჩადის, რათა ახლოს გაიცნოს ხელოვნების,მოდისა და პარფიუმერიის სამშობლო. დააგემოვნოს ფრანგული ღვინო და საუცხოო ფრანგული სამზარეულო.
რამდენიმე ხნის წინ, დალასის ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანიამ განცხადება, რომ მსოფლიოს გარშემო გეოლოგთა ჯგუფის გაგზავნას აპირებდა. ჯგუფის ვალდებულება იყო ჩაეტარებინა მსოფლიო მასშტაბით კვლევები და ნავთობის ისეთი მარაგი აღმოეჩინა, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენდა ნავთობპროდუქტების ბაზარზე და მის თამაშის წესებს შეცვლიდა. რამდენიმეხნიანი კვლევის შემდეგ გეოლოგები შოკისმომგვრელი ინფორმაციით დაბრუნდნენ, მათ აღმოაჩინეს ნავთობის უზარმაზარი მარაგი, არა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში, არამედ საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში – ეპიცენტრი ეიფელის კოშკთან. აღმოჩენილი ნავთობის რაოდენობა 40 მილიონ ბარელს აღწევს, თუმცა გეოლოგებს სჭირდებათ კიდევ დრო და თანხები, რათა ბოლომდე დაასრულონ კვლევა და ნავთობის ზუსტი რაოდენობა დაადგინონ. დღესდღეობით ეს აღმოჩენა დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს. 

P.S. Welcome to PARIS…♥ ♥

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s