Лев Толстой ♥ )))

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ჩემს ირგვლივ ადამიანები გადაგვარდნენ, გაკვირდებით და ვხვდები რომ ადამიანური ურთერთობების უნარი არ გაგაჩნიათ, უბრალოდ არ შეგიძლიათ! ალბათ უფრო ჩემი ბრალია თქვენი შესაძლებლობები ვერ შევაფასე სწორად და იმაზე მეტი მოგთხოვეთ ვიდრე შეგიძლიათ. ეს გამოსწორდება…..მაგრამ ძალიან მამძიმებთ თქვენი არსებობით. იმდენად ცარიელი ხართ შიგნიდან, რომ ბოლო დროს არასრულფასოვნების კომპლექსი გაწუხებთ. თქვენ ამბიციებს და იდიოტობას საზღვარი არ აქვს, რისი ბრალია არ ვიცი მაგრამ ამას კი ნამდვილად ვეთანხმები “საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია”. მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობთ და ვერც ხვდებით რომ თავს მაბეზრებთ, მაგრამ სხვანაირად ვერ ახერხებთ თქვენი მნიშვნელობის შეგრძნებას. არადა ძალიან მომაბეზრებელია ადამიანი, რომელსაც სიამოვნებას მხოლოს საკუთარი პერსონა ანიჭებს !ეგოისტური სურვილების ტყვეობაში იხრჩობით! ცინიზმი…შური.. პირფერობაა…მლიქვნელობა….სიძულვილი…. ბრაზი.. მარტოობა მრავლობითში… წამლისგან მიღებული სიამოვნება…თამაში… მოჩვენებითი გულწრფელობა….. ამდენი არაადამიანობა?! თქვენი ფერადი ნიღბები ყოველ დღე ენაცვლება ერთმანეთს და ინსტიქტურად აკეთებთ ყველაფერს, თქვენ სხვა არაფერი არ შეგიძლიათ, მაგრამ ძილის წინ მაინც გამოუტყდით თქვენ თავს! სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ფული, თანამდებობა და ევროპა სამწუხაროდ ვერ გშველით:))) “გაუფრთხილდით საკუთარ თავში ადამიანს”  (ტოლსტოი.)

 Image